Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

ბატკნის და საქონლის ხორცი გატარებული 200 გრ

ტომატის საწებელი 1 ს.კ.

პამიდორი 2 ც

ქინძი 1/3 კონა

ხახვი 1/2

ნიორი 3 კბილი

ზეთი 100 მლ

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

ისპანახი სოუსი:

ისპანახი 1/3 კ

პიტნა 10 გრ

ზეითუნის ზეთი 30 მლ

მარილი,პილპილი 2-2 გრ

სპაგეტი 150 გრ.

 

ფარში შევაზავოთ მწვანილით,ნივრით,სუნელებით ,მარილითა და წიწაკით.მისგან დავამზადოთ პატარა ხორცის ბურთები და შევწვათ   ზეთში გახურებულ ტაფაზე.

ხორცის ბურთულებს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 კბილი ნიორი,ვშუშოთ . ბოლოს დავუმატოთ გახეხილი პამიდორი,ტომატ - პასტა.ვადუღოთ 3 წუთი.

ბოზბაშის სოუსს მოვაყაროთ ცოცხალი წვრილად დაჭრილი ქინძი.

 

ისპახანის სოუსუს მომზადება:

ისპანახი დავჭრათ უხეშად და ტაფაზე გამდნარ კარაქში მოვწალოთ.მოვაყაროთ წიწაკა, მარილი.ისპახანი დაახლოებით 2 წუტში მოიწალება ,ფერს შეიცვლის.

ბლენდერში გადავიტანოთ ისპახანი,ნიორის 1 კბილი,ჩავასხათ ზეითუნის ზეთი(მასის ერთგვაროვნობის გასახდენად).

 

მოხარშულ სპაგეტს მოვასხათ ისპახანის სოუსი  და კარგად ამოვურიოთ.ზემოდან დავალაგოთ ბოზბაშის ბურთულები და მოვასხათ სოუსი.

 

 

წყარო: გყრმანია,9 მაისი 2015 წელი.

 

 

 

 

 

 

Published in ქართული

1/2 თავი ხახვი
30 გრ. წითელი ბულგარული
30 გრ. მწვანე ბულგარული
50 გრ. ბადრიჯანი
200 გრ. პომიდორი გახეხილი
შავი პილპილი
მარილი
ორეგანო
ნიორი
150 გრ. სპაგეტი

 ხახვი წვილად დავჭრათ , ზეთში მოვშუშოთ და წვრილად დაჭრილი წითელი , მწვანე ბულგარულები დაუმატოთ .

ბადრიჯანი გავფცქვნათ , ოთკუთხედებად დავჭრად ,ხახვს და ბულგარულს  დავამატოთ, კარგად რომ ჩაიშუშება ,დავასხათ პომიდორი და ესეც კარგად მოვშუშოთ.

მარილი პილპილი, ორეგანო მოვაყაროთ.

სპაგეტი  მარილიან წყალში მოვხარშოთ , გადავწუროთ  და სოუსში ჩავყაროთ,კარგად ამოვურიოთ .ზევიდან შეგვიძლია,  წვრილად დაჭრილო ოხრახუში მოვაყაროთ.

ინგრედიენტები:

120 გრ. სპაგეტი

120 გრ. რომანო

შავი პილპილი

ლიმონის ცედრა

ზეითუნის ზეთი

 

მოვხარშოთ სპაგეტი .


რომანოს  სპაგეტის ნახარში წყალი დავასხათ და  სასურველ სისქემდე მივიყვანოთ. ნარევს გახეხილი პარმეზანი დავაყაროთ და კარგად აურიოთ,  კრემისებური მასა გავხადოთ.

 

შემდეგ  ლიმონის ცედრა , ზეითუნის ზეთი,სპაგეტი დავამატოთ და კარგად ამოურიოთ .

ინგრედიენტები:

200 გრ. სპაგეტი
100 გრ. კარაქი
200 გრ. მოცარელა
150 გრ. პარმეზანი
3 კვერცხი
შავი პილპილი

ბაზილიკის ფოთლები

 სპაგეტი მოვხარშოთ. 3 კვერცხი გავთქვიფოთ ,პარმეზანი გავხეხოთ და  კვერცხს შევურიოთ , პილპილი დავუმატოთ.

ავიღოთ თასი  და მასში მოხარშული სპაგეტი ჩავდოთ.კარაქი , გათქვეფილი კვერცხის მასა დავუმატოთ და კარგად ამოვურიოთ.

ტაფაზე მოვასხათ ზეთი და მასის ნახევარი მოვათავსოთ , ზემოდან ჯერ რგოლებად დაჭრილი მოცარელა დავალაგოთ.,შემდეგ ბაზილიკის  ფოთლები .ბოლოს  სპაგეტის მეორე ნაწილი დავდოთ და

თანაბრად გადავანაწილოთ . ფრიტატა დაბალ ცეცხლზე.დაგდგათ  (ქვედა მხარე რომ შეიბრაწება, მერე დიდი სახურავის მეშვეიბით  უნდა გადმოვაბრუნოთ ).და ორივე მხრიდან დავბრაწოთ.

 

400 გრ. სპაგეტი
250 გრ. ბეკონი
40პ გრ.პომიდორი გახეხილი ან ქილის
150 გრ. პარმეზანი
1 ს.კ კარაქი
წითელი წიწაკა ( დაღერღილი)
1 თავი წითელი ხახვი
100-120 გრ თეთრი ღვინო
მარილი

ხახვი კარაქში მივშუშოთ.წიწაკა, ოთკუთხედებად დაჭრილი ბეკონი დაუმატოთ და მოვშუშოთ ერთად.

ღვინო დავასხათ.პომიდორი დავუმატოთ და კარგად მოვშუშოთ .

მარილიან წყალში სპაგეტი მოვხარშოთ.

სპაგეტი ტაფაში ,რომელშიც  სოუსი გვაქვს მომზადებული,გადავიტანოთ, კარგად მოვურიოთ,პარმეზანი მოვაყაროთ.

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის:

100გრ. ფარში საქონლის
50 გრ. ხახვი
20 გრ. სტაფილო
10 გრ. ზეითუნის ზეთი
120 გრ. სპაგეტი
15 გრ. პარმეზანო

ოხრახურში

30 გრ. თეთრი ღვინო
2 გრ ორეგანო

150 გრ.პამიდორი

ზეითუნის ზეთში  ხახვი მოვშუშოთ. წვრილ სახეზე გახეხილი სტაფილო დავუმატოთ,მოვშუშოთ, ფარში ჩავამატოთ და ისიც კარგად ჩავშუშოთ.

დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი .გათქვეფილი პომიდორი .შავი პილპილი , ორეგანო ,მარილი და კარგად მოშუშოთ.
მაკარონი მარილიან წყალში მოვხარშოთ, მომზადებულ სოუსში გადავიტანოთ ,ამოურიოთ .სასურველ თეფშზე დავდოდ, გახეხილი პარმეზანი ,წვრლად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის
120 გრ. სპაგეტი
10 გრ. ზეითუნის ზეთი
40 გრ. ბეკონი
2 კვერცხის გული
20 გრ. ნაღები
პარმეზანი
შავი პილპილი
მარილი

მოვხარშოთ სპაგეტი  მარილიან წყალში. ბეკონი პატარა კუბიკებად დავჭრათ ,  ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ, შავი პილპილი დაუმტოთ.  2 კვერცხის გული ნაღებში კარგად გავთქვიფოთ, შავი პილპილი  დავამატოთ.მაკარონი რომ ოიხარშება , ტაფაში გადავიტანოთ, სადაც ბეკონი მოვშუშეთ , კარგად ამოურიოდ და  ცეცხლიდან გადმოვდგათ , გათქვეფილი კვერცხის ნარევი დავამატოთ (შეგვიძლია ცოტა მაკარონის ნახარში დავამატოთ, თუ მშრალი გამოვიდა ) , თეფშზე გადმოვიღოთ და  პარმეზანი მოვაყაროთ.