Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

5 კგ პამიდორი

1 თავი ნიორი

2- 3 ჩ კოვზი  ხარჩოს სუნელი

1 კონა ცოცხალი ქინძი სურვილისამებრ

მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

 

 

პამიდორი გავრეცხოთ ,გავჭრათ ორად,მოვხარშოთ და გავაგრილოთ.

 

გაგრილებული პამიდორი გავხეხოთ,ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ვადუღოთ  დაბალ ცეცხლზე,

სანამ მოცულობის ნახევარი არ დარჩება.

 

ნიორი ,წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპში,ქინძი ძალიან წვრილად დავჭრათ(შეგიძლიათ არც დაუმატოთ).

 

ნიორი,წიწაკა,სუნელები,მარილი,ქინძი ჩავამატოთ საწებელში და ვადუღოთ კიდევ 10- 15 წუთი.

 

საწებელი  ჩავასხათ ბოთლებში , მოვასხათ 1 ჩ,კოვზი ზეთი და დავახუროთ თავსახური

 

Saturday, 29 July 2017 13:10

მწვადი ბაჟეში

ინგრედიენტები:

1 კგ. ღორის ხორცი

50 გრ.ხახვი

2 ც. დაფნის ფოთოლი

რამოდენიმე მარცვალი ბაჰარი

მარილი,პილპილი გემოვნებით

წითელი მშრალი ღვინო გემოვნებით

ან ძმარი

 

ინგრედიენტები ბაჟესათვის:

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

1 ს.კოვზი ბროწეულის წვენი ან ლიმონის წვენი

წყალი  ან ბულიონი - იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

მწვადის მომზდების წესი იხ აქ.http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/172-2017-07-15-10-22-26

 

ბაჟე მომზადების წესი იხ. აქ http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/69-2017-04-08-04-27-13

 

ცხელი მწვადი ჩავალაგოთ ბაჟეში და გავაჩეროთ ცოტა ხნით,რომ სოუსის  არომატი გაუჯდეს.

 

Saturday, 22 July 2017 03:11

წიწილა ტაბაკად

ინგრედიენტები:

2 ცალი წიწილა

50 მლ ზეთი

2 ს.კოვზი ერბო

1 ლიმონი

4 კბილი ნიორი

ნახ კონა ქინძი

1 ჩ.კოვზი მარილი

1/2 ჩავი დაფქული წიწაკა

1 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

 

წიწილა გავასუფთაოდ,გავრეცხოთ და შუაში ჩავჭრათ.

 

გასუფთავებულ წიწილას გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი და მსუბუქად დავბეგვოდ.

 

წიწილას მოვასხათ ლიმონის წვენი,ზეთი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა სუნელი და კარგად შევაზილოთ.

 

გადავიტანოთ წიწილა თასში,გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი  და მაცივარში გავაჩეროთ 30 წუთი.

 

საურველია, მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ცოტა ხნით ქათამი მოვათავსოთ ქაღალდის ხელსახოცზე

რომ ზედმეტი სითხე დაიწუროს და შეწვისას ხრაშუნა კანი გაიკეთოს.

 

 წიწილა შევწვათ ერბოში ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთი.

შეწვისას აუცილებლად ტაფას თავზე უნდა დავახუროთ და სიმძიმე დავადოთ.

15 წუთის შემდეგ ამოვაბრუნოთ და მეორე მხარესაც დავბრაწოთ.

 

სანამ წიწილა შეიწვება მოვამზადოთ ნივრის სოუსი.

ნიორი და ქინძი წვრილად დავჭრათ ,დავასხათ ადუღებული წყალი ,მოვაყაროთ მარილი  და მოვურიოთ.

 ნივრის სოუსი მოვასხათ ცხელ წიწილებს.

 

ტაბაკად შემწვარი წიწილა გავაფორმოთ  წვრილად დაჭრილი ქინძით,პამიდვრითა და წითელი წიწალით.

 

რჩევა:

ლიმონის წვენი შეგვიძლია შევცვაოთ ფორთოხლის ცედრით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

500 -550 გრ.ფქვილი

1 ჭიქა რძე

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

2 ს.კოვზი ზეთი

 

შიგთავსისათვის:

500 გრ.სულგუნის ყველი

50 გრ.კარაქი

 

სოუსისათვის:

200 გრ არაჟანი

1 ჩ.კოვზი აჯიკა

 

რძეში ავთქვიფოთ კვერცხი.ფქვილს მოვაყაროთ მარილი და

ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ელასტიური,რბილი ცომი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ.

 

სულგუნი გავხეხოთ,ხელით შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

და მოვამზადოთ პატარა ყველი ბურთები.

 

ცომი გავაბრტყელოთ,ჭიქით გამოვჭრათ რგოლები.ჩავდოთ ყველის ბურთულები,მოვუკრათ პირი

ხელით გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა,როგორც სურათზეა ნაჩვენები.

 

ვარენიკები მოვხარშოთ მარილიან წყალში.ზემოდან მოვასხათ გაზზე გამდნარი კარაქი.

 

არაჟანსს შევურიოთ აჯიკა.

მივირთვათ ვარენიკები ცხარე არაჟნის სოუსთან ერთად.

შესაძლებელია მოაყაროთ მარტო შავი დაფქული წიწაკა და მოასხათ ზეთი.

Published in ქართული

ინგრედიენტები:

250 გრ ქათმის ფილე

50 მლ ზეთი

2 გრ მარილი

2 გრ პაპრიკა

 

შინდის დრესინგი

180 გრ.შინდის ჯემი

10 მლ. ზეითუნის ზეთი

60 მლ. თეთრი მშრალი ღვინო

2 კბ.ნიორი

2 გრ ოხრახურსი

1 გრ როზმარინი

 

მწვანე სალათა

1/2 კონა ისპანახი

1/2 კონა სალათის ფურცლები

4 ცალი პამიდორი

80 გრ.მწვანე და შავი ზეთის ხილი

30 მლ. ზეითუნის ზეთი

5 გრ.მწვანე ხახვი 

 

 ქათმის ფილეს ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი,პაპრიკა .

ტაფა გავახუროთ,ზეთი დავასხათ და ქათმის ფილე შევწვათ ორივე მხრიდან.

 

მოვამზდოთ შინდის დრესინგი:

ღრმა ტაფაში დაჭრილი ნიორი მოვშუშოთ ზეთში,დავასხათ შინდის ჯემი,დავუმატოთ როზმარინი,წამოვადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება დავასხათ ღვინო და დაველოდოთ ალკოჰოლის აორთქლებას.

დრესინგი შესქელდება და გადმოვდგათ ცეცხლიდან.მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

 

მოვამზადოთ მწვანე სალათა:

სალათისა და ისპანახის ფურცლები დავფლითოთ,მოვასხათ ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი,

მოვაყაროთ ზეთის ხილი,დაჭრილი მწვანე ხახვის ღეროები და კარგად ამოვურიოთ.

სერვირება:

ღრმა თეფშზე გადავიტანოთ მწვანე სალათი,ზემოდან დავდოთ შემწვარი და ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე.

ხორცს მოვასხათ შინდის დრესინგი და ირგვლივ მოვაწყოთ  შუაზე გაჭრილი პამიდორი ჩერი

 

 

 

 

 

წყარო:იუთუბი,გადაცემა გურმანია,2015 წელი 16 მაისი.

 

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

5 კგ.ახალი ალუჩა

10  თავი ახალი ნიორი

5 კონა ქინძი

5 კონა ცერეცო

2  კონა ომბალო

დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

 

ალუჩა მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.

გარჩეული ნიორი,გარეცხილი მწვანილი,მოვათავსოთ ბლენდერში.დავასხათ ალუჩის  ნახარში და დავაბლენდეროთ.

.საცერში გატარებულ ალუჩას ,დავასხათ დაბლენდერებული მასა,დავუმატოთ წიწაკა,მარილი და კარგად მოვურიოთ..

თუ სქელი გამოგვივიდა,გავათხელოთ ალუჩის  ნახარშით .

ჭურჭელი ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ 20-30 წუთი.დავუმატოთ სალიცილი და გადავიტანოთ ქილებში.მოვხუფოთ  და

შევინახოთ ზამთრისთვის.

 

ინგრედიენტები:

 

5 კგ.ახალი ტყემალი .

10  თავი ახალი ნიორი

5 კონა ქინძი

5 კონა ცერეცო

2  კონა ომბალო

დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

 

ტყემალი მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.

გარჩეული ნიორი,გარეცხილი მწვანილი,მოვათავსოთ ბლენდერში.დავასხათ ტყემლის  ნახარში და დავაბლენდეროთ.

.საცერში გატარებულ ტყემალს დავასხათ დაბლენდერებული მასა,დავუმატოთ წიწაკა,მარილი და კარგად მოვურიოთ..

თუ სქელი გამოგვივიდა,გავათხელოთ ტყემლის ნახარშით .

ჭურჭელი ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ 20-30 წუთი.დავუმატოთ სალიცილი და გადავიტანოთ ქილებში.მოვხუფოთ  და

შევინახოთ ზამთრისთვის.

 

Wednesday, 12 April 2017 20:11

სალათი ''სამეფო''

ინგრედიენტები:

150 გრ.სოკო შამპინიონი

500 მლ.წყალი

ნახ ჩ.კოვზი მარილი

10 მლ.ლიტრი 5%-იანი ძმარი

150 გრ.ქათმის ფილე

100 გრ.ანანასი

ნახ.კონა კამა

 

სოუსი:

100 გრ.მაიონეზი

100 გრ.არაჟანი

10 გრ.მდოგვი

ნახ.ჩ.კოვზი მარილი

დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

 

ქვაბში ვადუღოთ წყალი,ჩავასხათ ძმარი,ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ შამპინიონები.სოკო გავაციოთ და დავჭრათ.

მოხარშული ქათმის ფილე , ანანასი კამა  დავჭრათ წვრილად.

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვასხათ სოუსი და გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით.

სოუსის მომზადება:არაჟანი,მაიონეზი,მდოგვი,მარილი,წიწაკა ერთმანეთში აურიოთ.

 

 

 

 

Saturday, 08 April 2017 09:54

თევზი ბაჟეში

ინგრედიენტები:

ინგრედიენტები:

1 კგ თევზი(ორაგული,სკუმბრია,კამბალა)

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 კონა ქინძი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

ნახ ბროწეულის მარცვლები

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

წყალი  იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

გასუფთავებულ თევზი ნაჭრებად  შევწვათ და ზედმეტი ცხიმი ხელსახოვით მოვაშოროთ.

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ ემალის ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი

ღონივრად ვზილოთ,თასის ფსკერზე კი დაახლოებით 20 წუთი ხელისგულით ვსრისოთ.საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს სოუსს  ამზადებს ცხელი წყლით .

შემწვარი თევზს  მოვასხათ ბაჟე  და ნიგვზის ზეთი.ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

ბევრი დიასახლისისათვის რთულია ნიგვზისათვის ზეთის გამოხდა,მაშინ ნიგოზი ნიორთან,სუნელებთან ერთად დავაბლენდეროთ.

ზეთი კი შემდეგნაირად  მოვამზადოთ.ტაფაზე დავასხათ ზეთი და ტომატ- პასტა მოვხრაკოთ.განუწყვეტლივ ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას.ტომატ- პასტა გავწუროთ  და ზეთი მოვასხათ ბაჟეს.

ინგრედიენტები:

1 ქათამი

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

1 ს.კოვზი ბროწეულის წვენი ან ლიმონის წვენი

წყალი  ან ბულიონი - იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

გასუფთავებულ ქათამს მოვაყაროთ მარილი და ღუმელში შევწვათ.

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ ემალის ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,ლიმონის  ან  ბროწეულის წვენი და

ღონივრად ვზილოთ,თასის ფსკერზე კი დაახლოებით 20 წუთი ხელისგულით ვსრისოთ.საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს ამზადებს ცხელი წყლით ან ბულიონით.

შემწვარი ქათამი დავჭრათ,მოვასხათ ბაჟე  და ნიგვზის ზეთი.

ბევრი დიასახლისისათვის რთულია ნიგვზისათვის ზეთის გამოხდა,მაშინ ნიგოზი ნიორთან,სუნელებთან ერთად დავაბლენდეროთ.

ზეთი კი შემდეგნაირად  მოვამზადოთ.ტაფაზე დავასხათ ზეთი და ტომატ- პასტა მოვხრაკოთ.განუწყვეტლივ ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას.ტომატ- პასტა გავწუროთ  და ზეთი მოვასხათ ბაჟეს.

 

 

 

Page 1 of 2