Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ბლინის ცომი მაწვნით 

2,5 ჭიქა ფქვილი

3 კვერცხი

1 ჭიქა მაწონი ან კეფირი

3 ს.კოვზი ზეთი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

0.5 ჩაის კოვზი მარილი

 გამოვაცხოთ 16 სმ დიამეტრის ბლინები.

 

 კვერცხი ავთქვიფოთ,დავასხათ მაწონი(მასში გახსნილი გვაქვს სოდა),ჩავყაროთ მარილი,

ჩავასხათ ზეთი და მიქსერით შევათქვიფოთ ფქვილი.ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი.

 

ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე   ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,

შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი დავასხათ. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და  ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

 

ქათმის ხორცისა და სოკოს გულსართი:

 

500 გრ.ქათმის ფილე

500 გრ.სოკო

200 გრ.მაიონეზი ან არაჟანი

1 ხახვი

200 გრ.ყველი

მწვანილი.ძალიან უხდება ტარხუნა

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ქათმის ფილე მოვხარშოთ  და დავძენძოთ.

 

 სოკო ცალკე მოვშუშოთ ხახვთან ერთად ზეთში.

 

ყველი გავხეხოთ.

 

ხოკო,ქათმის ფილე , ყველი,მაიონეზი,წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი,წიწაკა ერთმანეთში შევურიოთ.

 

ავიღოთ 16 სმ დიამეტრის ფორმა,მოვუსვათ ზეთი გვერდებზე და ძირზე .ღვეზელი ავაწყოთ ისე,

როგორც ეს სურათზე არის ნაჩვენები.

ღვეზელი გამოვაცხოთ  წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთი.

ინგრედიენტები:

2 ჭიქა მინერალური წყალი

1,5 ჭიქა ფქვილი

3 ს.კოვზი შაქარი

5 ს.კოვზი ზეთი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

 

 ფქვილსი შევურიოთ მარილი,შაქარი,დავასხათ მინერალური წყალი და ავთქვიფოთ მიქსერით.

 

დავუმატოთ 5 ს.კოვზი ზეთი,კვლავ ავთქვიფოთ.უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

 

ბლინები შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

ინგრედიენტები:

500 გრ.ძროხის ხორცი

1 ხახვი

100 გრ.სოკო

100 მლ.წითელი ღვინო

 300 გრ.კომბოსტო

50 მლ.სოიოს სოუსი

30 გრ.თაფლი

30 გრ.სეზამის მარცვლები

50 მლ.ზეთი

 მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

ხორცი დავჭრათ წვრილად და გრძლად.

 

გავახუროთ ტაფა დავასხათ სოიოს სოუსი,ზეთი და შევწვათ ხორცი

მაღალ ტემპერატურაზე 10 წუთი. როცა სითხე დაშრება ,დავაყაროთ

გრძლად დაჭრილი ხახვი,დავასხათ ღვინო და ვთუშოთ 4 წუთი.

 

შემდეგ დავუმატოთ ცალკე მოშუშული ,გრძლად დაჭრილი სოკო.

კერძს ცეცხლი დავუწიოთ საშუალოზე,დავუმატოთ გრძლად დაჭრილი კომბოსტო,

ვშუშოთ 30 წუთი,გადმოვდგათ ცეცხლიდან,დავუმატოთ თაფლი და სეზამის მარცვლები.

 

ძროხის ხორცი იაპონურად მზადაა.

 

 

 

ინგრედიენტები:

750 გრ. საქონლის ხორცის სუკი

450 გრ.შამპინიონი

150 გრ.ბეკონი

40 მლ.მდოგვი

500 მლ.მაწონი ან კეფირი

2 კვერცხი

40 მლ.ზეითუნის ზეთი

2 ტოტი ქონდარი

2 ტოტი როზმარინი

10 გრ.მარილი

4 გრ.შავი დაფქული წიწაკა

1 კგ მზა ფენოვანი ცომი

 

 ცომისათვის:

530 გრ.ფქვილი

1 კვერცხი

200 მლ. წყალი

200 გრ. კარაქი

2 გრ. მარილი

20 მლ. ვაშლის  ძმარი

 

 

 ძროხის ხორცის რბილობს ავაცილოთ ძარღვები,ჩავჭრათ რამდენიმე ადგილას,დავასხათ მაწონი

და გავაჩეროთ 30-40 წუთი.

 

სოკო დავაბლენდეროთ და  პიურე ტაფაზე მოვშუშოთ,გადავიტანოთ თასში,მოვაყაროთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა.

 

ხორცი ამოვიღოთ მაწვნიდან,გავამშრალოთ და ძაფით შევკრათ ისე,რომ მიიღოს ბატონი პურის ფორმა.

 

მეორე ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი,ჩავდოთ  შიგნით ქონდარი , როზმარინი .როგორც კი მწვანილების სუნს შევიგრძნობთ,

ამოვიღოთ ზეთიდან  და იმავე გახურებულ ტაფაზე ,საშუალოზე მაღალ ცეცხლზე,ზეთში შევწვათ

ძროხის ხორცი( ძაფი არ მოვაშოროთ) ყველა მხრიდან.

 

მოვამზადოთ მეორე მარინადი:მდოგვში შევურიოთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა.ხორცს ძაფი მოვხსნათ და 

მარინადი კარგად შევაზილოთ  ყველა მხრიდან.

 

საკვების შესაფუთ ცელოფანზე დავალაგოთ ბეკონი,ზემოდან წავუსვათ სოკოს პიურე,დავდოთ ხორცის ნაჭერი და გადავახვიოთ.

 

 რულეტი 1 საათი შევდოთ მაცივარში.რულეტს მოვხსნათ ცელოფანი და შევახვიოთ  ფენოვან  ცომში. ცომს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.

 

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, დავდოთ ველინგტონი ხაზით ქვემოთ და შევინახოთ 15 წუთი საყინულეში.

 

გამოვაცხოთ ველინგტონი 180-200 გრადუსზე 35-40 წუთი.

.

ინგრედიენტები:

 

500 გრ.წიწიბურა

300 გრ.ქამა სოკო

1 ხახვი

10 გრ.კარტოფილის სახამებელი

კამა,ოხრახურში,მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

 

მოვხარშოთ წიწიბურა.

 

ხახვი და სოკო დავჭრათ წვრილად და ერთად მოვშუშოთ ზეთიან ტაფაზე.

 

სოკო,ხახვი,წიწიბურა გადავიტანოთ ბლენდერში,დავამატოთ სახამებელი,მარილი,წიწაკა,მწვანილები გემოვნებით და

დავაბლენდეროთ.

 

წიწიბურას ფარშის პატარა გუნდები ამოვსვაროთ საფანელში  და  ზეთიან ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან.

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

 

300 გრ.სოკო

1 დიდი ზომის კარტოფილი

1 ს.კოვზი მანანის ბურღული

1 თავი ხახვი

ზეთი შესაწვავად

საფანელი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

კანიანად მოხარშული კარტოფილი გავაგრილოთ,გავფცქვნათ  და ჩავწყლიტოთ.

 

 ხახვი  და  სოკო წვრილად დავჭრათ ,ერთად  მოვშუშოთ,დავუმატოთ კარტოფილის პიურე,

მარილი,წიწაკა, მანანის ბურღული .

 

ბოსტნეულის ფარშის პატარა გუნდები ამოვსვაროთ საფანელში  და  ზეთიან ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან.

 

 

 

Sunday, 18 February 2018 03:41

სოკოს კატლეტები

ინგრედიენტები:

 

1 კგ კარტოფილი

150 გრ.ფქვილი

2 კვერცხი

300 გრ.სოკო

2 ს.კოვზი ერბო

 1 თავი ხახვი

1/3 ჭიქა არაჟანი

საფანელი

ზეთი შესაწვავად

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 კარტოფილის ზრაზების გაკეთება დავიწყოთ პიურეს მომზადებით.

 

 გათლილი,4 ნაწილად გაჭრილი კარტოფილი მოვხარშოთ, ნახარში გადავწუროთ, ჩავწყლიტოთ,შევურიოთ ერბო და მარილი.

პიურე გავაგრილოთ და დავუმატოთ კვერცხი, ფქვილი. 

 

ხახვი  და სოკო დავჭრათ წვრილად, ერთად მოვშუშოთ.

 

პიურეს პატარა გუნდები გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ სოკო, მოვუკრათ პირი.სოკოს კატლეტები ამოვსვაროთ საფანელში.

 

კარტოფილის ზრაზები სოკოთი  ზეთიან ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან, მივირთვათ არაჟანთან ერთად.

 

 

 

 

ინგრედიენტები:


3 ქათმის  ბარკალი

1 ხახვი

1 სტაფილო

4-5 ცალი კარტოფილი

4 ს.კოვზი ბრინჯი

2 დაფნის ფოთოლი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

1 პატარა კონა ოხრახურში

4 ცალი ბაჰარი

1,5 -2 ლიტრა  წყალი.

 

 

 ქათმის ბარკალი მოვხარშოთ დაფნის ფოთოლთან,ბაჰართან  და ხახვთან ერთად.ბულიონი გადავწუროთ,

ქათმის ბარკლებს მოვაცალოთ  ხორცი.

 

ბულიონში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი სტაფილო,კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ბრინჯი.

კერძი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

 

კარტოფილის მოხარშის შემდეგ ჩავამატოთ დაჭრილი სოკო და ქათმის ხორცი.

წვნიანში ჩავყაროთ მარილი და წიწაკა.ბოლოს კი ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

 

 

 

 

Sunday, 11 February 2018 05:16

სოკოს წვნიანი

ინგრედიენტები:

500 გრ.სოკო

2 თავი ხახვი

2 სტაფილო

2 კარტოფილი

ნახ.ჭიქა ბრინჯი

1 კონა ოხრახურში

1 კონა კამა

მარილი,პილპილო გემოვნებით

 

 

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,  დავამატოთ ჯერ გრძლად დაჭრილი  სტაფილო და 2 წუთის შემდეგ სოკო.

დავასხათ 3 ლიტრა წყალი,დავახუროთ ქვაბს თავსახური და ვხარშოთ დაახლოებით 25-30 წუთი.

 

ჩავამატოთ მარილი,პილპილი,ბრინჯი.დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და კერძი

დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ .

 

წვნიანს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Wednesday, 27 December 2017 04:47

სალათი " ძაღლი"

ინგრედიენტები 4 პორციისათვის:

  • შებოლილი ქათმის ფილე— 300 გრ.
  • კარტოფილი– 6 — 7 ცალი
  • სტაფილო – 4 — 5 ცალი.
  • კვერცხი – 3 — 5 ცალი
  • მდნარი ყველი — 1 ცალი.
  • სოკოს მარინადი — 150 გრ
  • მაიონეზი– 100 — 150 გრ
  • მარილი
  • შავი დაფქული წიწაკა
  • მიხაკი(მოსართავად) — 6 ცალი
  • მოხარშული ძეხვი
  • კამა

მომზადება:

მოვხარშოთ კანიანად  კარტოფილი ,სტაფილო და კვერცხი.

კარტოფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ.

ასევე ცალ-ცალკე ჭურჭელში გავხეხოთ სტაფილო , კვერცხის ცილა და

გული.

შებოლილ ქათამს კანი მოვაცილოთ და დავჭრათ პატარა ნაწილებად.

სოკო დავწუროთ და დავჭრათ. 2-3 ცალი დავიტოვოთ გასაფორმებლად.

მდნარი ყველი ჯერ გავყინოთ,შემდეგ კი მსხვილად გავხეხოთ.

ავაწყოთ სალათი შემდეგი თანმიმდევრობით ფენებად

1 .კარტოფილ,ზემოდან მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ  მარილი

2 .შებოლილი ქათმის ხორცი

3.სოკო

4.ყველი,ზემოდან მოვასხათ მაიონეზი

5. სტაფილო

6.კარტოფილი,ზემოდან წავუსვათ მაიონეზი.

. 

სახის კონტურები გამოვიყვანოთ კვერცხის გულით,ხოლო ყურებზე  და

ცხვირზე მოვაყაროთ კვერცხის ცილა.,თვალების,წარბების

გასაკეთებლად გამოვიყენოთ სოკო,ენისათვის კი ძეხვის  ნაჭერი.

სალათი ძაღლი მზადაა და შევინახოთ მაცივარში

Page 1 of 2