Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები;

5-6 საშუალო ზომის  კარტოფილი 

კონა ოხრახურში

2-3 ღერი რეჰანი

ცოტა როზმარინი სურვილისამებრ

ზეთი შესაწვავად

1-2  ს.კოვზი სვანური მარილი

 

კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ,დავჭრათ კუბებად.

 

გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ზეთი და შევწვათ კარტოფილი.

 

შემწვარ კარტოფილს მოვაყაროთ სვანური მარილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ინგრედიენტები:

300 გრ.ფქვილი

250 გრ.მარგარინი

100 მლ.წყალი

2 გრ.მარილი

 

შიგთავსი:

150 გრ.საქონლის რბილი ხორცი

100 მლ ნაღები

2 კვერცხი

2 წიტელი ბულგარული

1 მწვანე ბულგარული

1 სტაფილო

1 კონა მწვანე ხახვი

1 ცალი მწვანე წიწაკა

1 თავი ხახვი

1 კონა ქინძი 

სვანური მარილი გემოვნებით

 

ფქვილში ავზილოთ მარგარინი და ხელის თითებით ავაფხვიეროთ.

ნარევს დავუმატოთ წყალი,მარილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი დავასვენოთ და მანამდე მოვამზადოთ შიგთავსი ქიშისათვის.

 

წითელი,მწვანე ბულგარული , ,სტაფილო ( დავანაწევროთ ისე,რომ ბულგარულს გაუტოლდეს),

მწვანე ხახვის ღეროები,ნახ.ხახვი,ქინძი ,მწვანე წიწაკა დავჭრათ.

ხორცს მოვაშოროთ ცხიმიანი ნაწილები ,ძარღვები და დავჭრათ რბილი ნაწილი .

ბოსტნეული და ხორცი ერთმანეთში შევურიოთ.დავასხათ ცალკე ერთმანეთში 

ათქვეფილი კვერცხი ნაღებთან ერთად.მოვაყაროთ სვანური მარილი.

შიგთავსი გამოდის თხელი,მაგრამ გამოცხობისას კვერცხი შეკრავს მასას.

 

ტარტის ფორმაში ჩავაფინოთ გაბრტყელებული ცომი.

ფორმაში ცომი გვარდებზე ბოლომდე  ამოვიყვანოთ.

ჩავასხათ ჩვენი მომზადებული შიგთავსი და 170 გრადუსზე გამოვაცხოთ 40 წუთი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: იუთუბი,გურმანია 25 აპრილი 2015 

ინგრედიენტები:

500 გრ.ღორის ხორცი

500 გრ.კარტოფილი

100 გრ.ხახვი

ზეთი შესაწვავათ

2-3 კბილი ნიორი

მწვანილი(კამა და რეჰანი)

სვანური მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ღორის ხორცი  საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და ტაფაზე  შევწვათ. დავამატოთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და

 ხორცთან ერთად შევწვათ. შემდეგ დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი,ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ.

ბოლოს  დაჭრილი ნიორი,მწვანილი დავამატოთ,კარგად ამოვურიოთ,შევაზავოთ სვანური მარილითა და

წიწაკით.

 

კერძი დავტოვოთ ცეცხლზე 2-3 წუთი,გადავიტანოთ გახურებულ კეცზე,გავაფორმოთ  ხახვითა  და ბროწეულის მარცვლებით.