Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Wednesday, 09 August 2017 03:02

კუჭმაჭი

ინგრედიენტები:

300 გრ ფრინველის გული

300 გრ .ფრინველის კუჭი

300 გრ.ფრინველის ღვიძლი

2 თავი ხახვი

4 კბილი ნიორი

1 ცალი წითელი წიწაკა

6 გრ.კოწახური

6 გრ.უვხო სუნელი

3 გრ ყვითელი ყვავილი

ქონდარი გემოვნებით

ხმელი მწვანე ბაზილიკი გემოვნებით

120 მლ წითელი მშრალი ღვინო

ნახ.ჩ.კოვზი მარცვალი შავი წიწაკა

1 ჩ.კოვზი ქინძის მარცვლები

100 მლ.ზეთი

12 გრ .მარილი ან  გემოვნებით

3 გრ.დაფქული შავი წიწაკა

 

გახურებულ ტაფაზე დავასხათ 2 ს.კოვზი ზეთი.

 

ფრინველის გული გავჭრათ შუაზე,ხოლო კუჭი და ღვიძლი გავყოთ 4 ნაწილად.

 

დავყაროთ გახურებულ ტაფაზე გულები ,  კუჭები და საშუალო ცეცხლზე შევწვათ.

 

 დაახლოებით 5 წუთის შემდეგ  ცხელშივე მოვაყაროთ  მარილი გემოვნებით,შავი დაფქული

წიწაკა , მოვასხათ 60 მლ.ღვინო და  დაველოდოთ, სანამ ალკოჰოლი აორთქლდება.

 

ცეცხლს ძალიან დავუწიოთ და ვშუშოთ დაახლოებით30 წუთი,სანამ კუჭები კარგად არ შეიწვება.

 

ხახვი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. მეორე ტაფაზე დავასხათ 60 მლ.ზეთი და  მოვშუშოთ ხახვი.

დავაყაროთ ღვიძლები და შევწვათ.

 

  ნიორი,წიწაკა,კოწახური,ქინძის ,შავი წიწაკის მარცვლები,მარილი დავნაყოთ და მიღებული 

მასა გავხსნათ 60 მლ .ღვინოში.

 

ფრინველის შიგნეული ერთმანეთში შევურიოთ,შევკაზმოთ დანაყილი მასით,დავუმატოთ

ხმელი ბაზილიკი(შეგვიძლია არც დავუმატოთ),უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი,ქონდარი

და 5 წუთი გავჩეროთ საშუალო ცეცხლზე.

 

კუჭმაჭი მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით,წითელი ხახვითა და ქინძით.

 

 

ინგრედიენტები:

 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი

6-8 თავი ქართული წითელი ხახვი

 ცოცხალი ქინძი 

ბროწეულის მარცვლები მოსართავად

ზეთი ან კარაქი 

სანელებლები:

დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

1 ჩ.კოვზი ქონდარი

2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავაილი.

მარილი გემოვნებით

 

 

საქონლის შიგნეული გავრეცხოთ ძალიან კარგად და მოვხარშოთ.ხარშვისას მოყენებული ქაფი მოვხადოთ.მოხარშული შიგნეული გავაციოთ.

 შიგნეული წვრილად დავჭრათ და შევაზავოთ ზემოთ ჩამოთვლილი სანელებლებით.

ღრმა ტაფაზე მოვასხათ ზეთი  ან გავადნოთ კარაქი .ჩავყაროთ ალყა -ალყა დაჭრილი ხახვი.როცა ხახვი ოქროსფერი გახდება ,დავუმატოთ ღვინო,

დავუმატოთ დაჭრილი შიგნეული ,ტაფას თავზე დავახუროთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ.ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

დაბალ ცეცხლზე და მოვთუშოთ

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის:

100გრ. ფარში საქონლის
50 გრ. ხახვი
20 გრ. სტაფილო
10 გრ. ზეითუნის ზეთი
120 გრ. სპაგეტი
15 გრ. პარმეზანო

ოხრახურში

30 გრ. თეთრი ღვინო
2 გრ ორეგანო

150 გრ.პამიდორი

ზეითუნის ზეთში  ხახვი მოვშუშოთ. წვრილ სახეზე გახეხილი სტაფილო დავუმატოთ,მოვშუშოთ, ფარში ჩავამატოთ და ისიც კარგად ჩავშუშოთ.

დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი .გათქვეფილი პომიდორი .შავი პილპილი , ორეგანო ,მარილი და კარგად მოშუშოთ.
მაკარონი მარილიან წყალში მოვხარშოთ, მომზადებულ სოუსში გადავიტანოთ ,ამოურიოთ .სასურველ თეფშზე დავდოდ, გახეხილი პარმეზანი ,წვრლად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ