Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Sunday, 25 March 2018 04:28

სალათი "ცეზარი"

ინგრედიენტები:

სალათი

499 გრ.ქათმის ფილე

1 შეკვრა სალათის ფურცელი

400 გრ.პამიდორი ჩერი

100 გრ.ყველი

1/2 ბატონი პური

2 კბილი ნიორი

3 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

დანის წვერი შაქარი

მარილი

 

2 კბილი ნიორი დავჭყლიტოთ . შევურიოთ 2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი   და 

2 ს.კოვზ სოიოს სოუსი.,მოვაყაროთ მარილი და მასში მოვათავსოთ ქათმის ფილე.

 

 სოუსი

2 კვერცხი

60 მლ ზეითუნის ზეთი

2 კბილი ნიორი

2 ჩ.კოვზი მდოგვი

3 ს.კოვზი ლიმონის წვენი

50 გრ.ყველი პარმეზანი

მარილი

3 ანჩოუსი

 მზა ინგლისური ,იგივე 

 ვუსტერსული  სოუსი(1 ჩ.კოვზი)

 

 

სოუსი ცეზარის მოსამზადებლად, აუცილებელია ,კვერცხი იყოს ოთახის ტემპერატურის.

კლასიკურ რეცეპტში უმატებენ ანჩოუს და ვუსტერსკის სოუსს,თუ არ გვაქვს,

მოვამზადოთ ამ ინგრედიენტების  გარეშე.

 

2 კვერცხი 1 წუთი ჩავდოთ მდუღარე წყალში,ამოვიღოთ 10 წუთი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

 ნიორი გავატაროთ,პარმეზანი წვრილ სახეხზე გავხეხოთ.

 

 ბლენდერის ჭიქაში ჩავდოთ კვერცხის გული ,ანჩოუსი,ნიორი,მდოგვი მოვაყაროთ მარილი,ჩავასხათ  ლიმონის წვენი,

დავაბლენდეროთ.

 

შემდეგ ჩავყაროთ გახეხილი პარმეზანი.

დავასხათ ზეითუნის ზეთი,ვუსტერსული სოუსი  და 2-3 წუთი დავაბლენდეროთ.

სოუსი "ცეზარი "მზად არის.

 

თეთრი პური კუბებად  დავჭრათ.

 

1 ს.კოვზ ლიმონის წვენში გავხსნათ დანის წვერით შაქარი და მოვასხუროთ პურის ნაჭრებს.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავყაროთ პურის კუბები და შევდოთ ღუმელში

180 გრადუსზე 10-15 წუთი.

 

ზეითუნის ზეთში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი,დავასხათ ტაფაზე და 10 -15 წამის შემდეგ დავაყრით

პურის კრუტონებს,მოვურევთ ხის კოვზით და გადავიტანთ ცალკე თეფშზე.

კრუტონებს გაუჯდებათ ნივრისა და ზეითუნის ზეთის არომატი.

 

 

 ფილე ამოვიღოთ მარინადიდან,შევამშრალოთ,მოვაყაროთ მარილი.

ტაფაზე დავასხათ ზეთი,3-3 წუთი ორივე მხრიდან შევწვათ ქათმის ფილე.

დავჭრათ გრძელ ნაჭრებად.

 

ფოლგაზე დავდოთ 10 გრ.კარაქი,დავდოთ ქათმის ფილე,მოვაყაროთ მარილი,შევახვიოთ,ისე როგორც ვარენიკი,

მოვათავსოთ ღუმელის ტაფაზე და 150 გრადუსზე შევწვათ 20 წუთი.

 

სალათის ფურცლები მოვათავსოთ 20 წუთი წყალში, დავტეხოთ, მოვასხათ სოუსი ცეზარი.

 

1 საშუალო ზომის თეფშზე ავაწყოთ 1 პორცია სალათი.

 

თეფშის შუაში დავდოთ სალათის ფურცლები,მოვაყაროთ 5-8 კრუტონი,დავდოთ 5 ნაჭერი ფილე.

სურვილისამებრ ირგვლივ მოვუწყოთ პამიდორი ჩერი ან ყველი პარმეზანის 5 თხელი ფირფიტა.

 

 

 

 

Sunday, 08 October 2017 09:17

სალათი"თბილისი"

ინგრედიენტები:

200 გრ.მოხარშული წითელი ლობიო

200-300 გრ.ღორის ხორცი

1 წითელი ხახვი

1 წითელი ბულგარული წიწაკა

2-3 კბილი ნიორი

1 კონა ქინძი

1 ს.კოვზი ძმარი

4-5 ს.კოვზი  ზეითუნის ხეთი

ნახ.ჩ კოვზი უცხო სუნელი

მარილი, პილპილი გემოვნებით

 

 

ღორის ხორცი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბებად.

 

ხახვი დავჭრათ  ხახვი ნახევარრგოლებად,ბულგარული კუბებად,ქინძი კი წვრილად დავჭრათ,ნიორი დავნაყოთ.

 

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვაყაროთ გემოვნებით მარილი,პილპილი და 

მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ძმარი.

 

თუ ხახვს  მძაფრი გემო აქვს ,მაშინ ნახევარი საათი მოვათავსოთ ცხელ წყალში და შემდგომ გავწუროთ.

 

 

 

 წყარო : http://recepti.kz/

Sunday, 01 October 2017 13:03

ისპანახის ფხალი

ინგრედიენტები:

2 კგ.ისპანახი

500 გრ.ნიგოზი

1 თავი ნიორი

200 გრ.ცოცხალი ქინძი

1 ც.კოვზი უცხო სუნელი

1ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1/2 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

მარილი გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი ძმარი სურვილისამებრ

1 ცალი ბროწეულის მარცვლები

 

ისპანახის ფოთლები კარგად გავრეცხოთ და მდუღარე წყალში მოვთუთქოთ.

 

მოთუთქული ფოთლები გავაციოთ,გავწუროთ და ხორცსაკეპში გავატაროთ ქინძთან,ნიორთან და ნიგოზთან ერთად.

 

მიღებულ მასას მოვაყაროთ სუნელები,მარილი,დაღერღილი წიწაკა და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.

 

სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით და მივცეთ სასურველი ფორმა.

 

 

 

ისპანახი ხახვით

 

მოთუშული ისპანახის ფოთლები გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ ზეთში მოთუშული ხახვი,

დანაყილი ნიორი,წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი,მარილი და პილპილი გემოვნებით.