Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები

1 კგ.ჭარხალი

3 კბილი ნიორი

200 მლ.შეკაზმული ტყემალი

1-2 ს.კოვზი ძმარი

1  კონა ქინძი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

 

 

მოვხარშოთ ჭარხალი ,კანი გავაცალოთ და დავჭრათ ჩვენთვის სასურველ ფორმებად.

 

ჭარხალს მოვასხათ ძმარი,შეკაზმული ტყემალი. თუ სურვილი გვაქვს, ჩავახეხოთ ნიორი.

 

 ჭარხალს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და წვრილად დაჭრილი ქინძი.

 

 

Wednesday, 27 December 2017 04:47

სალათი " ძაღლი"

ინგრედიენტები 4 პორციისათვის:

  • შებოლილი ქათმის ფილე— 300 გრ.
  • კარტოფილი– 6 — 7 ცალი
  • სტაფილო – 4 — 5 ცალი.
  • კვერცხი – 3 — 5 ცალი
  • მდნარი ყველი — 1 ცალი.
  • სოკოს მარინადი — 150 გრ
  • მაიონეზი– 100 — 150 გრ
  • მარილი
  • შავი დაფქული წიწაკა
  • მიხაკი(მოსართავად) — 6 ცალი
  • მოხარშული ძეხვი
  • კამა

მომზადება:

მოვხარშოთ კანიანად  კარტოფილი ,სტაფილო და კვერცხი.

კარტოფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ.

ასევე ცალ-ცალკე ჭურჭელში გავხეხოთ სტაფილო , კვერცხის ცილა და

გული.

შებოლილ ქათამს კანი მოვაცილოთ და დავჭრათ პატარა ნაწილებად.

სოკო დავწუროთ და დავჭრათ. 2-3 ცალი დავიტოვოთ გასაფორმებლად.

მდნარი ყველი ჯერ გავყინოთ,შემდეგ კი მსხვილად გავხეხოთ.

ავაწყოთ სალათი შემდეგი თანმიმდევრობით ფენებად

1 .კარტოფილ,ზემოდან მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ  მარილი

2 .შებოლილი ქათმის ხორცი

3.სოკო

4.ყველი,ზემოდან მოვასხათ მაიონეზი

5. სტაფილო

6.კარტოფილი,ზემოდან წავუსვათ მაიონეზი.

. 

სახის კონტურები გამოვიყვანოთ კვერცხის გულით,ხოლო ყურებზე  და

ცხვირზე მოვაყაროთ კვერცხის ცილა.,თვალების,წარბების

გასაკეთებლად გამოვიყენოთ სოკო,ენისათვის კი ძეხვის  ნაჭერი.

სალათი ძაღლი მზადაა და შევინახოთ მაცივარში

ინგრედიენტები:

4 მსხვილი კარტოფილი

1 თავი წითელი ხახვი

200 გრ.გატარებული ნიგოზი

2 კბილი ნიორი

1 კონა ქინძი ,დაახლოებით 30-40 გრ

1 კონა კამა ,დაახლოებით 20-30 გრ

15 მლ.ძმარი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

1 ცალი ბროწეული

1 წითელი ბულგარული სურვილისამებრ

 

კარტოფილი  ქერქიანად მოვხარშოთ,გავაციოთ,გავფცქვნათ,კუბებად დავჭრათ.

 

ხახვი ნახევარრგოლებად დავჭრათ,ნიგოზი ნიორთან  ერთად   დავნაყოთ ან გავატაროთ.

 

წვრილად დავჭრათ წითელი ხახვიც.ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,დავუმატოთ

მარილი,წიწაკა,ძმარი  და ბროწეულის მარცვლები.

 

თუ  საკმაზი ძალიან მშრალი გამოგვივა, გავათხელოთ გადადუღებული წყლით 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

10 კვერცხი

150 გრ.ნიგოზი

20 მლ.ძმარი

20 გრ.ქინძი

50 გრ.ბროწეულის მარცვლები

მარილი და პილპილი გემოვნებით

 

 

მოხარშული კვერცხი გავჭრათ შუაზე და გული გამოვუღოთ.

 

ცალკე თეფშზე ჩანგლით დავსრისოთ კვერცხის გული და მასში შევურიოთ 

გატარებული ნიგოზი,ძმარი და წვრილად დაჭრილი ქინძი.დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები,

მარილი დაპილპილი.

 

ნიგვზიან მასას მივცეთ ბურთულის  ფორმა და ჩავდოთ კვერცხის ცილებში.

 

შიგთავსი შეგვიძლია მაიონეზითაც მოვამზადოთ.მოხარშული კვერცხის გულები დავსრისოთ  ჩანგლით,

შევურიოთ მაიონეზი,უცხო სუნელი , ხმელი ქინძი.მარილი და პილპილი გემოვნებით დავუმატოთ.

უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი სქელი მასა.

 

შეკაზმულ შიგთავსს მივცეთ ბურთულების ფორმა,ჩავდოთ ლვერცხის დაჭრილ ცილებში და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

ინგრესიენტები:

250 გრ.ნადუღი

5 ცალი სულგუნის ფირფიტა

არაჟანი ან რძე

40-50  გრ.პიტნა

მარილი გემოვნებით

 

პიტნა  გავრეცხოთ,გავაშროთ და ფოთლები ყლორტებიანად დავაქუცმაცოთ.

 

ნადუღი შევათხელოთ რძით ან არაჟნით. შევურიოთ პიტნა და მარილი.

 

სულგუნის ფირფიტაზე მოვატავსოთ ნადუღი და შევახვიოთ ხინკლისავით.შევკრათ მწვანილით

ან სულგუნის ფირფიტები გავჭრათ შუაზე , გადავახვიოთ ძაბრისებურად  და ამოვავსოთ შეკაზმული ნადუღით.

 

 

 

ინგრედიენტები:

500 გრ.წიტელი ბულგარული

400 გრ.ნიგოზი

1 ლ. ზეთი

30 გრ.ნიორი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

20 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

ბროწეულის მარცვლები

ძმარი სურვილისამებრ

 

გაცხელებულ ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ გარეცხილი,თესებგამოცლილი ბულგარული,

ჩავთუთქოთ მანამდე,სანამ კარგად არ დაიბრაწება.მოთუთქული წიწაკები სინზე გადავიტანოთ დასაწრეტად.

 

შიგთავსის მოსამზადებლად ნიორი,ნიგოზი გავატაროთ ხორცაკეპში,შევკაზმოთ ,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი.

 

ნიგვზის შიგთავსი ჩავდოთ მოთუთქულ წიწაკებში და გავაფორმოთ ოხრახურშით,კიტრითა და ბროწეულის მარცვლებით.

ინგრედიენტები:

1 კგ მწვანე ლობიო

400 გრ.ნიგოზი 

30 გრ.ნიორი

200-300 გრ.ხახვი

500 გრ.მწვანე ბულგარული წიწაკა

100 გრ.ქინძი

100მლ ზეთი

100 მლ ძმარი

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მწვანე ლობიო გავრეცხოთ,მოვაცალოთ ბოლოები და მოვთუთქოთ მდუღარე წყალში.

 

მოთუთქულ ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გავწუროთ,დავჭრათ 

 

ნიგოზი  და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,ხახვი რგოლებად დავჭრათ,ბულგარული წიწაკა კი დავჭრატ

ჰრძლად და წვრილ ნაჭრებად.

 

ბულგარული,ხახვი,ნიორი ჩავტუთქოთ ვახურებულ ზეთში ტაფაზე ,გავაგრილოთ და დავუმატოთ

ნიგოზი,ძმარი,პილპილი,მარილი,დაჭრილი ქინძი.

 

მიღებული საკმაზი შევურიოთ მწვანე ლობიოს.

 

სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებითა და სალათის ფოთლებით.

 

 

ინრედიენტები:

1 კგ ქათმის ფილე

300 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

2-3 კბილი ნიორი

ნახ.ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

ბულიონი ან გადადუღებული წყალი

20 გრ.ქინძი

პილპილი,მარილი გემოვნებით

ბროწეულის მარცვლები

 

ქათმის ფილე კარგად მოვხარშოთ,გადავავლოთ ცივი წყალი,რომ ხელით დაჩეჩვა გაგვიადვილდეს.

 

ხორცსაკეპში გავატაროთ ნიგოზი და ნიორი,დავუმატოთ სუნელები,პილპილი,მარილი და მოვზილოთ.

 

თუ ნიგვზიანი საკმაზი ძალიან სქელი გამოგვივა გვათხელოთ გადადუღებული წყლით ან ბულიონით.

 

ქათმის ფილე დავჩეჩოთ,შევკაზმოთ,დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები და წვრილად დაჭრილი ქინძი.

 

ინგრედიენტები:

1 კგ.ქათმის ხორცი ან ფილე

50 გრ.წითელი ბულგარული

50 გრ.მწვანე ბულგარული

300 გრ.მაიონეზი

10 გრ.კამა

პილპილი და  მარილი გემოვნებით

 

ქათმის ფილე კარგად მოვხარშოთ,გადავავლოთ ცივი წყალი,რომ ხელით დაჩეჩვა გაგვიადვილდეს.

 

გარეცხილ ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და ძალიან წვრილად დავჭრათ.

 

დაცეჩილ ქათმის ფილეს შევურიოთ მაიონეზი,ბულგარული წიწაკა,წვრილად დაჭილი კამა და

მოვაყაროთ პილპილი,მარილი გემოვნებით.