Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრესიენტები:

250 გრ.ნადუღი

5 ცალი სულგუნის ფირფიტა

არაჟანი ან რძე

40-50  გრ.პიტნა

მარილი გემოვნებით

 

პიტნა  გავრეცხოთ,გავაშროთ და ფოთლები ყლორტებიანად დავაქუცმაცოთ.

 

ნადუღი შევათხელოთ რძით ან არაჟნით. შევურიოთ პიტნა და მარილი.

 

სულგუნის ფირფიტაზე მოვატავსოთ ნადუღი და შევახვიოთ ხინკლისავით.შევკრათ მწვანილით

ან სულგუნის ფირფიტები გავჭრათ შუაზე , გადავახვიოთ ძაბრისებურად  და ამოვავსოთ შეკაზმული ნადუღით.

 

 

 

ინგრედიენტები:

2 ს.კ.კაკაოს ფხვნილი

100 გრ.შოკოლადი

ნახ.ჭიქა შაქრის პუდრა

ნახ. ჭიქა ან 100 მლ ჭიქა რძე

3 ს.კოვზი რძის ფხვნილი

125 გრ ნაღების კარაქი 

100 გრ.თხილი ან ნუში  სურვილისამებრ

შაქრიანი ვანილის 1 შეკვრა 

 

 თხილი მოვხალოთ,გავაციოთ,ქერქი მოვაცილოთ და დავაბლენდეროთ.თხილი ზეთს გამოიღებს და მივიღებთ ფაფის ნსგავს  ცხიმიან მასას.

 

 მშრალი ინგრედიენტები ჯერ ერთმანეთში შევურიოთ და შემდეგ გავხსნათ რძეში.

 

სქელძირიან ქვაბში თხევადი მასა ჩავასხათ  და შემოვდგათ ცეცხლზე. 

 

როცა შოკოლადის ნარევი კარგად გათბება, ცავყაროთ დატეხილი შოკოლადის  ფილა ,ჩავასხათ თხილის ფაფა და მივიყვანოთ ადუღებამდე.ვიყოთ ყურადრებით,რომ არ ადუღდეს.

თან განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ.მასა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ადუღდეს.

 

შემდეგ შევურიოთ კარაქი,როგორც კი ნუტელა არაჟნის კონსისტენციის გახდება(შესქელდება) ,ცეცხლიდან გადმოვდგათ,

გადავიტანოთ ჩვენთვის სასურველ მინის ქილაში , გავაციოთ,შევდოთ მაცივარში 24 საათი.

 

 

 

ინგრედიენტები:

1,5 გრ.კარტოფილი

250 მლ. რძე

150 გრ კარაქი

150 გრ.არაჟანი

მარილი გემოვნებით

 

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ,დავჭრათ ალყა-ალყად,ჩავყაროთ წყალში,დავასხათ იმდენი წყალი,რომ დაიფაროს.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ.

მოხარშული კარტოფილი გადავწუროთ,ჩავჭყლითოთ და შევურიოთ მარილი,კარაქი,რძე,არაჟანი.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები :

1ჩ.კოვზი საფუარი

1 ჭიქა რძე

500-600 გრ.ფქვილი

1 ს.კ. შაქარი

100 გრ.კარაქი

1 კვერცხი

1/4 ჩ.კ.მარილი

ზეთი

იმგრედიენტები შიგთავსისათვის:

3 კონა ტარხუნა

200 გრ.ყველი ან ხაჭო

1 პატარა კონა ქინძი

4 კვერცხი

4-5 ღერი მწვანე ხახვი

ზემოდან წასასმელად :

2 ს.კ.არაჟანი

1 კვერცხის გული

 

 

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი ,შაქარი,მარილი,ცოტა ფქვილი და მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის მასა.გავაჩეროთ ცოტა ხნით ასაფუებლად.

შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი.დავუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი.

ცომს გადავაფაროთ ხელსახოცი და დავდოთ ასაფუებლად.

დარბილებული კარაქი გავყოთ 3 ნაწილად.ცომი გავაბრტყელთ ფქვილმოყრილ დაფაზე,წავუსვათ კარაქის ერთი ნაწილი,გადავახვიოთ რულეტივით .

ეს პროცედურა გავიმეოროთ კიდევ 2-ჯერ.შემდეგ ჩავდოთ ცელოფანში და  მაცივარში 2 საათი შევდოთ.

 

დაჭრილ ტარხუნას შევურიოთ გახეხილი ყველი,დაჭრილი მწვანე ხახვი , ქინძი,კვერცხი.თუ შიგთავსი მშრალი გამოგვივა, დავუმატოთ ცოტა არაჟანი

 

ცომი ორ ნაწილად გავყოთ და გავაბრტყელოთ

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ცომის ერთი ფენა,გადავანაწილოთ ზემოდან თანაბრად შიგთავსი.გადავაფაროთ ცომის მეორე ფენა და ზემოდან წავუსვათ არაჟანში ათქვეფილი კვერცხის გული.

ღვეზელი ზემოდან ჩანგლით დავჩხვლიტოთ და 200-220 გრადუსზე გამოვაცხოთ.

 

ინგრედიენტები:

1 კგ ღერღილი

300 გრ.სიმინდის ფქვილი ან 150 გრ.მანანის ბურღული

წყალი

 

ინგრედიენტები :

500 გრ.უმარილი იმერული ყველი

თვალზომით ნადუღი

პიტნა

მწვანე აჯიკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

 

გამდინარე წყალში კარგად გარეცხილი ღერღილი ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში და იმდენი წყალი დავასხათ,რომ დაიფაროს.

ღომის ხარშვისას წყლის ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოვაშოროთ,ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძე;ლოთ ხარშვა.

ღომს ხარშვისას ხშირად ვურიოთ ჩოგნით,როდესაც სქელ ფაფას მივიღებთ ,სწრაფად  ფქვილი სუთით  ჩავაზილოთ .

ქვაბს თავზე დავახუროთ(დავტოვოთ ორთქლის გამოსაშვები),ცეცხლს დავუწიოთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ.

 

ფუჩხოლია ნადუღით

იმერული ყველი ხელით დავფშვნათ,შევურიოთ ნადუღი, დანაყილი პიტნა ,მწვანე აჯიკა.

 

 

 

ინგრედიენტები:

500 მლ. რძე

500 გრ.სულგუნი

100 გრ.არაჟანი

200 გრ.ნადუღი

1 პატარა კონა პიტნა

ბროწეულის მარცვლები

მარილი,მწვანე წიწაკა გემოვნებით

 

პიტნის შიგთავსის მომზადება;

ნახ. კონა პიტნის ფოთლები დავჭრათ ძალიან წვრილად და დავნაყოთ მარილთან ერთად.

 

 რძე ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ცეცხლზე დავდგათ .

სულგუნი ძალიან პატარა ნაჭრებად დავჭრათ ჩავყაროთ გაცხელებულ რძეში და მოვხარშოთ რძესთან ერთდ.

მოვურიოთ ,სულგუნი გახდება წელვადი , შეერთდება,მოვაგუნდავოთ და მივიღებთ სულგუნის ცომის ერთგვაროვანი მასა.

სულგუნის ცომი სველ  ხის დაფაზე 1 სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ  და ცხელსვე წავუსვათ წინასწარ მომზადებული პიტნის შიგთავსი .

სულგუნის ცხელი ფირფიტა გადავახვიოთ რულეტივით  და გავაციოთ.

რულეტი დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ  სოუსში.

 

სოუსის მომზადება:

ნადუღი მოვათავსოთ თასში და დავუმატოთ არაჟანი,თვალზომით პიტნის გულსართი(დაახლოებით 2 ჩ.კოვზი),მარილი,ყველის ნახარში.

ნარევი აუცილებლად დავაბლენდეროთ(ხადუღის კოშტები არ იგრძნობოდეს).

სოუსი დავასხათ გებჟალიას ნაჭრებს და მოვრთოთ პიტნით,ბროწეულის მარცვლებით