Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

800 გრ.საქონლის ხორცი(უცხიმო)

1/3 ჩ.კ მარილი

1/3 ჩ.კ შავი დაფქული წიწაკა

 

 გულსართი

3 კვერცხი

5 ტოტი მწვანე ხახვი

5 ტოტი კამა

 

 

150 გრ.მაგარი ყველის ფირფიტები

 

სოუსი

1 კვერცხი

2 ს.კოვზი არაჟანი

1/3 ჩ.კოვზი მშრალი ნიორი

1/3 ჩ.კოვზი ბაზილიკი

 

 სოუსის მოსამზადბლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში შევურიოთ.

 

 კვერცხი მოვხარშოთ ,დავწრათ წვრილად,შევურიოთ მწვანილი და სოუსი.

 

ხორცი გავრეცხოთ,გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით

ხორცი ჩავჭრათ შუაში ნახევრამდე( ძირი არ ჩავუჭრათ),გადავხსნათ

შემდეგ ჩავჭრათ მარჯვნი და მარცხნივ , წიგნივით გადავშალოთ.

 

ხორცი დავბეგვოთ და ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა.

მასზე დავალაგოთ ყველის ფირფიტები,ზემოდან  თანაბრდ გადავანაწილოთ გულსართი,

გადავახვიოთ რულეტივით,შევკრათ ძაფით.

 

რულეტი ზეთიან ტაფაზე 1 წუთი შევწვათ ორივე მხრიდან,შევახვიოთ ფოლგაში

და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.

ინგრედიენტები:

8 საქონლის ხორცის ფილე

1 წითელი ბულგარული

1 მწვანე ბულგარული

1 ცუკინი (იგივე ყაბაყი,სხვა სახეობა)

1 ხახვი

8 ცალი სოკო შამპინიონი

ზეითუნის ზეთი

 

 საქონლის ხორცის ფილე მსუბუქად დავბეგვოთ,ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი  და წიწაკა.

 

ბოსტნეული დავჭრათ წვრილად და გრძლად ,დავამარილოთ,მოვაყაროთ წიწაკა

ტაფზე მოვასხათ ზეთი,2 ს. კ წყალი და ბოსტნეული ოდნავ მოვშოშოთ.

 

მოშუშული ბოსტნეული შევახვიოთ ხორცის ნაჭრებში.რულეტები შევწვათ ტაფაზე 2 წუთი ორივე მხრიდან,

შემდეგ ტაფას დავახუროთ თაფზე და გავაგრძელოთ რულეტების მომზადება.

 

 

 

 

 

 

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

300 გრ.მოხარშული ძეხვი

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

 

ძეხვი დავჭრათ ძალიან თხლად ან დააჭრევინეთ  ყიდვისას მაღაზიებში.

 

შემდეგ მოვამზადოთ ცომისა და ძეხვისაგან ყვავილები ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები

 

  

 

 

 ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 200 გრადუსზე  გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი.

 

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

300 გრ.მოხარშული ძეხვი

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

კეჩუბი

ღვეზელებს გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და წინასწარ  გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე გამოვაცხოთ

15-20 წუთი,შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ კიდევ 20 წუთი.

 ღვეზელებს გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და წინასწარ  გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე გამოვაცხოთ

15-20 წუთი,შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ კიდევ 20 წუთი.

Published in ღვეზელი

ინგრედიენტები

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

სიროფი

2 ჭიქა წყალი

1 ს.კოვზი კონიაკი

ვანილი

 5 ს.კოვზი შაქარი

 

გულსართი 

4-5 ცალი წითელი ვაშლი

 

გარეცხილ ვაშლს გული გამოვუღოთ,დავჭრათ თხელ რგოლებად.თითოეული რგოლი გავჭრათ შუაზე.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისაგან მოვამზადოთ სიროფი,ჩავაწყოთ ვაშლის თხელი  ფირფიტები

და 1-2 წუთი წამოვადუღოთ.

 

ფირფიტები ამოვიღოთ სიროფიდან და საწურზე  დავწრიტოთ.

 

მოვამზადოთ ვარდები ისე,როგორც ეს სურათზე არის ნაჩვენები.

 

ფენოვანი ცომის'' ვარდები'' ჩავაწყოთ ცხიმწასმულ მაფინის ფორმებში და გამოვაცხოთ 

200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი..

ფენოვანი ნამცხვარი ბოლომდე გავაციოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა

Published in ღვეზელი

ინგრედიენტები:

700 გრ.ხორცის შერეული ფარში

1 შეკვრა ფენოვანი ცომი

4-5 ცალი პატარა  მოხარშული კვერცხი

1 ს.კოვზი ერბო

2 ნაჭერი თეთრი პური

2 ჩ.კოვზი მდოგვი

2 ცალი კვერცხი

1-2 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

ნახ.ჩ კოვზი დაფქული შავი წიწაკა

 

 

 

 

 ტაფაზე დავასხათ ერბო და ოდნავ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.

მოშუშული ხახვი და ნიორი შევურიოთ ფარშში,დავუმატოთ მარილი,წიწაკა,მდოგვი და ორი ნაჭერი 

წყალში დამბალი თეთრი პური.

 

 ცომის შუაში მოვათავსოთ ფარში,დავალაგოთ მოხარშული კვერცხები  და  შევახვიოთ 

ისე ,როგორ ეს სურათზე არის ნაჩვენები.ღვეზელს ზემოდან ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.

 

 ღუმელის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ ღვეზელი,ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 

გამოვაცხოთ 190 გარდუსამდე  წინასწარ გახურებულ ღუმელში  25-35  წუთი.

 

 

 

Published in ღვეზელი

ინგრებიენტები:

 1 საშუალო ზომის ,თეთრი, თხელფურცელა კომბოსტო

500 გრ.ნიგოზი

30 გრ.ნიორი

1/2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/2 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

1/2 ჩ/კპვზი ხმელი ქინძი

20 გრ.ცოცხალი ქონძი

ძმარი სულვილისამენრ

1 ცალი ბროწეული

ოხრახურში სურვილისამებრ

მარილი გემოვნებით

 

კომბოსტოს ფოთლენი მოვთუთქოთ ადუღებულ წყალში.ნელ-ნელა მოვაცილოთ მოთუთქული ფოთლები და 

გავშალოთ სინზე,გავაგრილოთ და მსუბუქად გავწუროთ.

 

შიგთავსის მოსამზადებლად ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ხორცაკეპ მანქანაში,შევურიოთ სუნელები,მარილი,წიწაკა

დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

 

 

 კომბოსტოს მოთუთქულ ფურცლებს ავათალოთ  სქელი  და მაგარი ნაწილები,დავალაგო გვერდიგვერდ,სქლად

წავუსვათ ნიგვზიანი საკმაზი და გადავახვიოთ რულეტისებურად.

 

კომბოსტოს რულეტი დავჭრათ რგოლებად და გავაფორმოთ ოხრახურშით,ბროწეულის მარცვლებით.