Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

5 კგ პამიდორი

1 თავი ნიორი

2- 3 ჩ კოვზი  ხარჩოს სუნელი

1 კონა ცოცხალი ქინძი სურვილისამებრ

მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

 

 

პამიდორი გავრეცხოთ ,გავჭრათ ორად,მოვხარშოთ და გავაგრილოთ.

 

გაგრილებული პამიდორი გავხეხოთ,ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ვადუღოთ  დაბალ ცეცხლზე,

სანამ მოცულობის ნახევარი არ დარჩება.

 

ნიორი ,წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპში,ქინძი ძალიან წვრილად დავჭრათ(შეგიძლიათ არც დაუმატოთ).

 

ნიორი,წიწაკა,სუნელები,მარილი,ქინძი ჩავამატოთ საწებელში და ვადუღოთ კიდევ 10- 15 წუთი.

 

საწებელი  ჩავასხათ ბოთლებში , მოვასხათ 1 ჩ,კოვზი ზეთი და დავახუროთ თავსახური

 

 რეცეპტის ავტორია რუსეთში მოღვაწე მზარეული ალექსანდრე შველიძე

ინგრედიენტები:

500 გრ.ცხვრის ხორცი

500 გრ.ქამა სოკო

1 კგ.პამიდორი

300 გრ სულგუნი

1 წითელი ბულგარული

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

ნახ კონა რეჰანი

1 დიდი ზომის ხახვი

1-2 კბილი ნიორი

ნიახურის ღეროები

ზეთი შესაწვავად

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

გარეცხილი ცხვრის ხორცი და სოკო დავჭრათ.

 

გახურებულ ტაფასზე დავასხათ ზეთი,დავაწყოთ ხორცი,სოკოს ნაჭრები,დავახუროთ 

თავსახური და საშუალო ცეცხლზე შევწვათ.დროდადრო ამოურიოთ.

 

ბულკარული და ხახვი გრძლად ,.ნიორი  კი წვრილად დავჭრათ.

მეორე ტაფაც გავახუროთ ,მოვასხათ ზეთი და ერთდროულად ჩავთუშოთ ხახვი,ბულგარული და ნიორი.

როგორც კი მოითუშება  დავაწყოთ ზემოდან ცხვრის ხორცი და სოკო.შევეცადოთ წვენი არ შევურიოთ.

ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.კერძი შევაზავოთ სვანური მარილით,მარილითა

და ყვითელი ყვავილით.

 

კეცზე ირგვლივ მოვაწყოთ ალყა-ალყა დაჭრილი პამიდორი,შუაში ჩავდოთ კერძი,მოვაყაროთ ზემოდან

გახეხილი სულგუნი,გავაფორმოთ ბულგარული წიწაკით და 250 გრადუსზე 10 წუთი შევწვათ წინასწარ

გახურებულ ღუმელში

   

 

 

 

 

 

 

წყარო :იუთყბი,გადაცემა республика вкуса,2014 წელი

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

1 კგ ძროხის  ხორცი

1 კგ .კარტოფილი

5 წვნიანი დიდი ზომის პომიდორი

2 წითელი მწარე წიწაკა

5 კბილი ნიორი

15 გრ.ქინძი

15 გრ.ოხრახურში

10 გრ.რეჰანი

2 დაფნის ფოთოლი

5 ს.კოვზი ზეთი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

გარეცხილი ხორცი დავჭრათ ნაჭრებად.ჩავაწყოთ ქვაბში,დავასხათ წყალი,

ჩავდოთ დაფნის ფოთოლი , წითელი წიწაკა და მოვხარშოთ.

 

პერიოდულად ქაფი მოვაშოროთ.ბულიონი გავაგრილოთ და გადავწუროთ.

 

ცალკე ტაფაზე ხარშვის დროს წარმოქმნილ ცხიმში ხორცის ნაჭრებთან ერთად 

მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,დავასხათ,კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი,

დავასხათ ცოტა ხორცის ნახარში, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი,ტაფას თავზე

დავახუროთ და მოვხარშოთ. კერძი მივიყვანოთ მზადყოფნამდე.

 

ბოლოს დავუმატოთ დაწრილი ნიორი, მწვანილები,მარილი და წიწაკა.ცეცხლზე გავაჩეროთ

3 წუთი და გადმოვდგათ.

 

 

სოუსი ღორის ხორცით

 

1 კგ ღორის   ხორცი

1 კგ .კარტოფილი

3 წითელი ბულგარული

5 დიდი ზომის წვნიანი პომიდორი

2 წითელი მწარე წიწაკა

5 კბილი ნიორი

15 გრ.ოხრახურში

2 დაფნის ფოთოლი

5 ს.კოვზი ზეთი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

 ღორის ხორცი გავრეცხოთ,ნაჭრებად დავჭრათ,დავასხათ 300 მლ წყალი

 და თავდახურულ ჭურჭელში მაღალ ცეცხლზე მოვხარშოთ.ბულიონს ხშირად მოვურიოთ.

 

წვენი , თითქმის რომ  ამოშრება,ისევ დავასხათ წყალი და მოვხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში

მაღალ ცეცხლზე.ასე გავიმეორებთ კიდევ 2-ჯერ.ამ წესით მოხარშული ღორის ხორცი

გამოდის ძალიან რბილი.

 

ღორის ხორცს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი,ხახვი,ზეთი და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ 5 წუთი

ხორცთან ერთად.

 

დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი,დავასხათ ადუღებული 1 ლიტრა წყალი და

გავაგრძელოთ კერძის მომზადება კარტოფილის მოხარშვამდე.

 

კერძში ჩავამატოთ კანგაცლილი კუბებად დაჭრილი პომიდორი და გავაგრძელოთ 

მომზადება თავდახურულ ჭურჭელში საშუალო ცეცხლზე 10 წუთი.

 

.

სოუსს  დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული,სუნელი,მარილი და წიწაკა.კიდევ გავაგრძელოთ

10 წუთი კერძის მომზადება.ბოლოს ჩავამატოთ წვრილად  დაჭრილი წიწაკა და მწვანილი

და  იქვე ცეცხლიდან გადმოვდგათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კიტრი

2 სასალათე პომიდორი

3 ცალი ვარდისფერი წვნიანი პომიდორი

3 ს.კ.ზეითუნის ზეთი

1/2 ს კ უცხო სუნელი

1 ჩ.კ.ხმელი ქინძი

7 ღერი ახალი ქინძი

7 ღერი ოხრახურში

1/2 ს.კოვზი ხმელი ბაზილიკი

1 პატარა თავი წითელი ხახვი

2 კბილი ნიორი

2 ღერი წითელი ან  მწვანე რეჰანი ზემოდან მოსართავად

100 გრ გატარებული ნიგოზი 

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

მარილი,ძმარი გემოვნებით

 

კიტრი და პომიდორი დავჭრათ.

ბლენდრში მოვათავსოთ კანგაცლილი ვარდისფერი პომიდორი, ბაზილიკი,ნიორი,მწვანილი,

სუნელები,მარილი,მოვასხათ ლიმონის წვენი,ძმარი,ზეითუნის ზეთი.ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ.

 მიღებული სოუსი მოვასხათ კიტრს და პომიდორს.გავაფორმოთ რეჰანით და ჩვენთვის სასურველი მწვანილებით.

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

5 კგ პამიდორი

2 კგ წითელი ბულგარული წიწაკა

500 გრ ხახვი

500 გრ ვაშლი( სასურველია მჟავე)

300 გრ.შაქარი 

5-6 კბილი ნიორი

2 ცალი წითელი მწარე წიწაკა ან გემოვნებით

მარილი გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი მიხაკი

1ჩ.კ დარიჩინი

1/2 ჩ.კოვზი ჯავზი

10 ცალი ბაჰარი ე.წ "დუშისტი პერეცი''

70 მლ.   ვაშლის ძმარი

4  ს.კოვზი სახამებელი (საჭიროებისამებრ)

 

პირველ რიგში შევარჩიოთ მწიფე, წითელი პამიდური.სასურველია, პამიდორი არ იყოს ძალიან წვნიანი.

ვაშლი,პამიდორი,ტკბილი წითელი წიწაკა გავჭრათ 4 ნაწილად,ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში ,დავუმატოთ

შაქარი,წიწაკა,ბაჰარი და წამოვადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და 1,5  დავხარშოთ .

ნიორი შევახვიოთ მარლაში და ჩავახარშოთ კეჩუბში.ნიორთან ერთად შეგვიძლია,მარლაში გამოვკრათ მიხაკის

მარცვლები და ბაჰარი.

დროდადრო ვურიოთ,რომ არ მიიწვას ქვაბის ძირზე.მზა მასას დავაყაროთ სუნელები და გავაგრილოთ.

კეტჩუბი გავატაროთ საცერში,დავუმატოთ ძმარი ,ჩავასხათ მშრალ ქილებში,მოვხუფოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.

 

თუ კეჩუბი თხელი გამოგვივიდა,მაშინ 4 ს.კ.სახამებელი გავხსნათ გაგრილებულ კეჩუბში,ცავამატოთ მთლიან მასას

 და წამოვადუღოთ.

ზოგიერთი რეცეპტით კეტჩუბს ნიორს არ უმატებენ.თუ თქვენ ასეთი კეტჩუბი მოგწონთ,

შეგიძლიათ ნივრის კბილები არ  ჩაახარშოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Thursday, 26 January 2017 13:30

ჩაშუშული

ინგრედიენტები:

 

400 გრ.ხბოს ხორცი

3 ცალი პომიდორი

2 ს.კ.პამიდვრის წვენი

5 კბილი ნიორი

4 თავი ხახვი

როზმარინის 2 ტოტი

მწარე მწვანე წიწაკა და აჯიკა გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

50-50 გრ.კამა და ოხრახურში

 

ხახვი,ბულგარული  ნახევარ რგოლებად დავჭრათ.

 

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და  ხახვი,ბულგარული წიწაკა,ნიორი ცალ-ცალკე  შევწვათ.

 

ხორცი მსხვილ,მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ,მოვასხათ ზეთი,მოვაყაროთ მარილი და ორივე მხრიდან შევწვათ.

 

პამიდორი  4-ად გავჭრათ.მწვანილი დავჭრათ.

 

ღრმა ტაფაში ხახვი,ბულგარული ,ნიორი ,ხორცი  ერთად მოვათავსოთ.აჯიკა,წიწაკა,უცხო სუნელი,პამიდვრის წვენი დავუმატოთ და ჩავშუშოთ.

 

 ჩაშუშულს ბოლოს ჯერ  მწვანილი  ,შემდეგ პამიდორი დავუმატოთ და ცეცხლზე გავაჩეროთ ცოტა ხნით.მოვაყაროთ მარილი.

თუ გვსურს,ჩაშუშული  წვნიანი გამოგვივიდეს, პამიდვრის წვენი სასურველი რაოდენობის დავუმატოთ.