Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

200-200 გრ.მოხარშული და შებოლილი ძეხვი

350 გრ.ყველი სულგუნი

5 ს.კოვზი კეტჩუბი

2 წითელი ბულგარული

2 ცალი პამიდორი

1 ქილა სოკოს  მარინადი

1 პატარა ქილა უკურკო ზეთის ხილი

 

 

   ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ,წავუსვათ კეტჩუბი,დავაწყოთ ძეხვისა და ყველის თხელი ფენები,

 თხლად დაჭრილი პამიდორი,სოკო,ზეთისხილი,ბულგარული ,მოვაყაროთ მწვანე ბაზილიკი

და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე 15 წუთი წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

\"\"

ინგრედიენტები:

 

800-900 გრ გაცრილი ფქვილი

1ჩ.კოვზი საფუარი

1ჩ.კოვზი მარილი

5 გრ.შაქარი

30-40 გრ.ზეთი

თბილი წყალი

 

თასში მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ,ავაფხვიეროთ, ზეთი მოვასხათ და თბილ წყალში მაგარი ცომი მოვზილოთ.

 

ცომს ზემოდან ზეთიანი ხელი გადავუსვათ.თასს ტილო გადავაფაროთ და ცომი 15-20 წუთი სითბოში დავაყოვნოთ.

 

ამოსული ცომი გადავზილოთ და 150 გრამიან გუნდებად დავყოთ

 

ინგრედიენტები პიცა პეპერონისათვის:

150 გრ.პიცის ცომი

ძეხვი პეპერონი(იყიდება სუპერმარკეტებში)

7 გრ.წითელი ხახვი

150 გრ,მოცარელა ან ნაკლებ მარილიანი სულგუნი

40 გრ.პომიდვრის სოუსი

ორეგანო

მწარე წიწაკა

 

ცომი გავაბრტყელოთ,პომიდვრის სოუსი წავუსვათ, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოვაყაროთ,პეპერონი სურვილისამებრ დავალაგოთ,

მსხვილ სახეხზე გახეხილი სულგუნი,მწარე წიწაკა,ორეგანო მოვაყაროთ  და წინასწარ გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე გამოვაცხოთ.

 

რჩევა:

ამ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ პიცა მარგარიტა,ფუნგი,კაპრიჩიოზა,კვადრო.იგი  მაცივარში 3-4 დღე ინახება.