Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

500 გრ.კარტოფილი

150 გრ.ფქვილი

1 პატარა კვერცხი

1 ს.კ.მარილი

მოცარელა ან სულგუნი 600 გრ

პარმეზანი ან იმერული ყველი 500 გრ

4-5 ღერი ოხრახურში.

 

მუნდირში მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ.

პიურეს დავუმატოთ კვერცხი,მარილი,ფქვილი და მოვზილოთ კარტოფილის ცომი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეული გავაბრტყელოთ გრძლად,დავჭრათ პატარა ნაწილებად და ზემოდან ჩავწყლიტოთ ჩანგლით .

 

      

კარტოფილის ცომის ნიოკები მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი,შევწვათ  ნიოკები და მოვაყაროთ გახეხილი ყველი,წვრილად დაჭრილი ოხრახურში , ცეცხლზე გავაცეროთ 1-2 წუთი და გადმოვდგათ.

 

მე-2 ვერსია

შესაძლებელია ნიოკი არ მოვხარშოთ გახეხილ ყველში შევურიოთ 3 გრ ორეგანო.

გამოსაცხობ ფორმის ძირში მოვაყაროთ გახეხილი ყველი,ზემოდან ჯერ  ნიოკი  არათანაბრად დავალაგოთ,შემდეგ  ყველი, ისევ ნიოკი და ასე დავალაგებთ ფენებად.

ნიოკი გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 20-25 წუთი.

 

 

 

1/2 თავი ხახვი
30 გრ. წითელი ბულგარული
30 გრ. მწვანე ბულგარული
50 გრ. ბადრიჯანი
200 გრ. პომიდორი გახეხილი
შავი პილპილი
მარილი
ორეგანო
ნიორი
150 გრ. სპაგეტი

 ხახვი წვილად დავჭრათ , ზეთში მოვშუშოთ და წვრილად დაჭრილი წითელი , მწვანე ბულგარულები დაუმატოთ .

ბადრიჯანი გავფცქვნათ , ოთკუთხედებად დავჭრად ,ხახვს და ბულგარულს  დავამატოთ, კარგად რომ ჩაიშუშება ,დავასხათ პომიდორი და ესეც კარგად მოვშუშოთ.

მარილი პილპილი, ორეგანო მოვაყაროთ.

სპაგეტი  მარილიან წყალში მოვხარშოთ , გადავწუროთ  და სოუსში ჩავყაროთ,კარგად ამოვურიოთ .ზევიდან შეგვიძლია,  წვრილად დაჭრილო ოხრახუში მოვაყაროთ.

120 გრ. სპაგეტი
პესტოს სოუსი
50 გრ. ნაღები
20 გრ. პარმეზანი

სპაგეტი მარილიან წყალში მოვხარშოთ .ტაფაზე ნაღები დავასხათ, გავაცხელოთ , 1 ს ფ კოვზი პესტოს სოუსი დაუმატოთ და კარგად აურიოთ

მოხარშული პასტა თეფშზე.გადავიტანოთ , ამოურიოთ და მოვაყაროთ პარმეზანი.

ინგრედიენტები:

1 თავი ხახვი
300 გრ სოკო
2 ჭიქა ბრინჯი
50 გრ თეთრი ღვინო
შავი პილპილი
მარილი
პარმეზანი
კარაქი

 ქვაბში ჩავყაროთ  ხახვი და  კარაქში  მოვშუშოთ.მოსუსულ ხახვს , ჯერ სოკო დავუმატოთ,შემდეგ  ბრინჯი , ღვინო დავასხათ და კარგად ამოურიოთ .

ქვაბში ბრინჯს  დავასხათ  წყალი ან მასში  გახსნილი სოკოს ბულიონი , შევაზაოთ პილპილით და მარილით.ბოლოს მოვაყაროთ პარმეზანი  და ავურიოთ  .

ინგრედიენტები:

200 გრ. სპაგეტი
100 გრ. კარაქი
200 გრ. მოცარელა
150 გრ. პარმეზანი
3 კვერცხი
შავი პილპილი

ბაზილიკის ფოთლები

 სპაგეტი მოვხარშოთ. 3 კვერცხი გავთქვიფოთ ,პარმეზანი გავხეხოთ და  კვერცხს შევურიოთ , პილპილი დავუმატოთ.

ავიღოთ თასი  და მასში მოხარშული სპაგეტი ჩავდოთ.კარაქი , გათქვეფილი კვერცხის მასა დავუმატოთ და კარგად ამოვურიოთ.

ტაფაზე მოვასხათ ზეთი და მასის ნახევარი მოვათავსოთ , ზემოდან ჯერ რგოლებად დაჭრილი მოცარელა დავალაგოთ.,შემდეგ ბაზილიკის  ფოთლები .ბოლოს  სპაგეტის მეორე ნაწილი დავდოთ და

თანაბრად გადავანაწილოთ . ფრიტატა დაბალ ცეცხლზე.დაგდგათ  (ქვედა მხარე რომ შეიბრაწება, მერე დიდი სახურავის მეშვეიბით  უნდა გადმოვაბრუნოთ ).და ორივე მხრიდან დავბრაწოთ.

 

400 გრ. სპაგეტი
250 გრ. ბეკონი
40პ გრ.პომიდორი გახეხილი ან ქილის
150 გრ. პარმეზანი
1 ს.კ კარაქი
წითელი წიწაკა ( დაღერღილი)
1 თავი წითელი ხახვი
100-120 გრ თეთრი ღვინო
მარილი

ხახვი კარაქში მივშუშოთ.წიწაკა, ოთკუთხედებად დაჭრილი ბეკონი დაუმატოთ და მოვშუშოთ ერთად.

ღვინო დავასხათ.პომიდორი დავუმატოთ და კარგად მოვშუშოთ .

მარილიან წყალში სპაგეტი მოვხარშოთ.

სპაგეტი ტაფაში ,რომელშიც  სოუსი გვაქვს მომზადებული,გადავიტანოთ, კარგად მოვურიოთ,პარმეზანი მოვაყაროთ.