Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

1 კგ მწვანე ლობიო

400 გრ.ნიგოზი 

30 გრ.ნიორი

200-300 გრ.ხახვი

500 გრ.მწვანე ბულგარული წიწაკა

100 გრ.ქინძი

100მლ ზეთი

100 მლ ძმარი

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მწვანე ლობიო გავრეცხოთ,მოვაცალოთ ბოლოები და მოვთუთქოთ მდუღარე წყალში.

 

მოთუთქულ ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გავწუროთ,დავჭრათ 

 

ნიგოზი  და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,ხახვი რგოლებად დავჭრათ,ბულგარული წიწაკა კი დავჭრატ

ჰრძლად და წვრილ ნაჭრებად.

 

ბულგარული,ხახვი,ნიორი ჩავტუთქოთ ვახურებულ ზეთში ტაფაზე ,გავაგრილოთ და დავუმატოთ

ნიგოზი,ძმარი,პილპილი,მარილი,დაჭრილი ქინძი.

 

მიღებული საკმაზი შევურიოთ მწვანე ლობიოს.

 

სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებითა და სალათის ფოთლებით.

 

 

Saturday, 19 August 2017 04:07

მწვანე ლობიო

ინგრედიენტები;

1 კგ.პარკი ლობიო

2 თავი თეთრი ხახვი

2 ს.კოვზი ერბო

2 კვერცხი

2 კბილი ნიორი

1 პატარა კონა შაშკვლავი

1 პატარა კონა რეჰანი

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავტეხოთ 4 ნაწილად  და მოვხარშოთ.

წყალი გადავწუროთ.ლობიო  ხელით.გავწუროთ.

 

ქვაბში ხახვი მოვთუშოთ ერბოში,დავამატოთ ლობიო,ცეცხლს დავუწიოთ  და

თავდახურულ ჭურჭელში ვშუშოთ 5 წუთი.

 

დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი,წვრილად დაჭრილი მწვანილი,წიწაკა , მარილი

და კარგად ამოურიოთ.მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი .ცეცხლზე გავაჩეროთ 3-5 წუთი

 და გადმოვდგათ.