Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრდიენტები:

3 კვერცხი

3 პამიდორი

1 თავი ხახვი

30 გრ ნიგოზი

1 ს.კოვზი ერბო ან კარაქი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

რეჰანი და ოხრახურში

 

გახურებულ ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

პომიდორს კანი გავაცალოთ,წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ხახვთან ერთად საშუალო ცეცხლზე.

როცა პამიდორი შესქელდება,მოვაყაროთ,ნიორი,მარილი,წიწაკა,გატარებული ნიგოზი,ჩავახალოთ კვერცხები.

ტაფას თავზე დავახუროთ  და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე ცილის მომზადებამდე.

ბოლოს მოვაყაროთ რეჰანი და ოხრახურში.

 

ჩირბურის მე-2 ვერსია:

3 კვერცხი

1 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა

1 თავი ხახვი

30 გრ ნიგოზი

მწიკვი უცხო სუნელი

მწიკვი ყვითელი ყვავაილი

ადუღებული წყალი

1 ს.კოვზი ერბო ან კარაქი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

რეჰანი და ოხრახურში

 

გახურებულ ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

ტომატ -პასტა გავხსნათ ცხელ წყალში და დავასხათ ხახვიან ტაფაზე.

სითხე წამოვადუღოთ,მოვაყაროთ,ნიორი,მარილი,წიწაკა,გატარებული ნიგოზი,სუნელები  და ჩავახალოთ კვერცხები.

ტაფას თავზე დავახუროთ  და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე ცილის მომზადებამდე.

მომზადებული კვერცხები გადმოვიღოთ თეფშზე წვენთან ერთად  და მოვაყაროთ რეჰანი და ოხრახურში.

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები;

1 კგ.ძროხის ხორცი

5 თავი ხახვი

30 გრ.კარაქი

150 გრ.მშრალი წითელი ღვინო

5 სუფრის კოვზი პამიდვრის წვენი 

400 გრ.პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

2.ჩ.კოვზი  ხმელი ქინძი

2 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი 

1 ს.კოვზი ყვითელი ყვავილი

აჯიკა/გემოვნებით

80 გრ.გატარებული ნიგოზი

მცენარეული ზეთი

 

ძროხის ხორცი დავჭრათ მოგრძო პატარა ნაჭრებად.მოვასხათ ზეთი,მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა და 1 საათი გავაჩეროთ.

 გახურებულ ტაფაზე   ძროხის ხორცის ნაჭრები  ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დაშორებით დავალაგოთ და შევწვათ ორივე მხრიდან.

ცალკე ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში კუბებად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ.

ხახვს მოვასხათ ღვინო და ტაფაზე გადავიტანოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები.

ცეცხლს დავუწიოთ ,ღვინის სუნის გაქრობას დაველოდოთ .კერძს დავუმატოთ პამიდვრის წვენი და გახეხილი პამიდორი.

კერძი დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი მოვშუშოთ და შემდეგ დავუმატოთ სუნელები,მარილი,აჯიკა .ხარჩოს  სულ ბოლოს კი დავამატოთ გატარებული ნიგოზი.კერძი გასქელდება.

ხარშოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახურში,ცეცხლზე 1 წუთი გავაჩეროთ და გადმოვდგათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

10 -12 ცალი ლაზანიას ფირფიტა
800-1000 გრ. ხორცის ფარში
2-3 თავი ხახვი
2 ც სტაფილო
3-4 კბ ნიორი
500 - 700 მოცარელა
70 გრ. პარმეზანი
600 მლ პომიდორი გახეხილი
1 ლ. რძე
150 -200 გრ. ფქვილი
100 გრ. კარაქი
შავი პილპილი
ორეგანო .თეთრი ღვინო.
მუსკატის კაკალი დაფქვული

 

წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში მოვშუშოთ,დავუმატოთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა.

ცოტა ხნის შემდეგ დავუმატოთ ფარში და დაბალ ცეცხლზე კარგად მოვშუშოთ.

 

მოშუშულ ფარშს დავუმატოთ პომიდორი , თეთრი ღვინო  , პილპილი ,ორეგანო და დაბალ ცეცხლზე  

მოვშუშოთ კარგად ( რაც უფრო დიდხანს იშუშება სოუსი უფრო უკეთესია ).

 

ინგრედიენტები ბეშამელის სოუსისათვის:

800-1000 ლ. რძე
100 გრ. კარაქი
150- 200 ფქვილი
მუსკატის კაკალი
პილპილი
მარილი

 

კარაქი  სქელძირიან ქვაბში გავადნოთ.

500 მ ლ რძე და ფქვილი დავაბლენდერეთ .  დავუმატოთ დამდნარი   კარაქი და  განუწყვეტლივ ვურიოთ, დარჩენილი რძით შევავსოთ

და  მუსკატის კაკალით( გახეხილი). პილპილითა და მარილით შევზავოთ.

 

 ფორმას  მოვასხათ ცოტა ბეშამელი ,დავალაგოთ ლაზანიას ფირფიტები ფენებად.ფენებს შორის გადავანაწილოთ ხორციანი სოუსი,

მოვასხათ ბეშამელი და ლაზანიას აწყობა დავამთავროთ ფირფიტით.ზემოდან მოვაყროთ  ჯერ მოცარელა და დავახეხოთ პარმეზანი.

 

ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ  წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში  20-25 წუთი 180-200 გრადუსზე.

ბოლოს მოვაძროთ ფოლგა და ზემოდან დავბრაწოთ.

1/2 თავი ხახვი
30 გრ. წითელი ბულგარული
30 გრ. მწვანე ბულგარული
50 გრ. ბადრიჯანი
200 გრ. პომიდორი გახეხილი
შავი პილპილი
მარილი
ორეგანო
ნიორი
150 გრ. სპაგეტი

 ხახვი წვილად დავჭრათ , ზეთში მოვშუშოთ და წვრილად დაჭრილი წითელი , მწვანე ბულგარულები დაუმატოთ .

ბადრიჯანი გავფცქვნათ , ოთკუთხედებად დავჭრად ,ხახვს და ბულგარულს  დავამატოთ, კარგად რომ ჩაიშუშება ,დავასხათ პომიდორი და ესეც კარგად მოვშუშოთ.

მარილი პილპილი, ორეგანო მოვაყაროთ.

სპაგეტი  მარილიან წყალში მოვხარშოთ , გადავწუროთ  და სოუსში ჩავყაროთ,კარგად ამოვურიოთ .ზევიდან შეგვიძლია,  წვრილად დაჭრილო ოხრახუში მოვაყაროთ.

ინგრედიენტები:

500 გრ.ღორის ხორცი

500 გრ.კარტოფილი

100 გრ.ხახვი

ზეთი შესაწვავათ

2-3 კბილი ნიორი

მწვანილი(კამა და რეჰანი)

სვანური მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ღორის ხორცი  საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და ტაფაზე  შევწვათ. დავამატოთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და

 ხორცთან ერთად შევწვათ. შემდეგ დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი,ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ.

ბოლოს  დაჭრილი ნიორი,მწვანილი დავამატოთ,კარგად ამოვურიოთ,შევაზავოთ სვანური მარილითა და

წიწაკით.

 

კერძი დავტოვოთ ცეცხლზე 2-3 წუთი,გადავიტანოთ გახურებულ კეცზე,გავაფორმოთ  ხახვითა  და ბროწეულის მარცვლებით.

 

 

 

 

 

400 გრ. სპაგეტი
250 გრ. ბეკონი
40პ გრ.პომიდორი გახეხილი ან ქილის
150 გრ. პარმეზანი
1 ს.კ კარაქი
წითელი წიწაკა ( დაღერღილი)
1 თავი წითელი ხახვი
100-120 გრ თეთრი ღვინო
მარილი

ხახვი კარაქში მივშუშოთ.წიწაკა, ოთკუთხედებად დაჭრილი ბეკონი დაუმატოთ და მოვშუშოთ ერთად.

ღვინო დავასხათ.პომიდორი დავუმატოთ და კარგად მოვშუშოთ .

მარილიან წყალში სპაგეტი მოვხარშოთ.

სპაგეტი ტაფაში ,რომელშიც  სოუსი გვაქვს მომზადებული,გადავიტანოთ, კარგად მოვურიოთ,პარმეზანი მოვაყაროთ.