Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები ცომისათვის:

1/2 ლ. მაწონი

1 ჩ.კოვზი სოდა

1 კილო ფქვილი

250 გრ.მარგარინი ან კარაქი

5 კვერცხი

1 ჩ.კოვზი მარილი ცომისათვის

გულსართისათვის:

1 კგ.ყველი და 7-8 მოხარშული კვერცხი

 

თასში ჩავყაროთ ფქვილი, მარგარინი ჩავახეხოთ,ავაფხვიეროთ ,შუაში გავაკეთოთ ორმო.

მაწონში  სოდა გავხსნათ.

მაწონი  ფქვილის  ორმოში ჩავასხათ, მარილი,3 მთლიანი კვერცხი, 2 კვერცხის ცილა დავუმატოთ და  ცომი მოვზილოთ.

150 გრამიანი გუნდები გავაკეთოთ.

 კვერცხი მოვხარშოთ,ცივი წყალი გადავავლოთ,გავფცქვნათ ,შუაზე გავჭრათ.

ინერული ყველი გავხეხოთ,მოვზილოთ.

გავშალოთ ცომის გუნდა,შუაში ჩავდოთ 100 -120 გრ.ყველი,კვერცხი დავალაგოთ ,თავი მოვუკრათ,მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა.

ღვეზელს გადავუსვათ კვერცხი,180 გრადუსზე გამოვაცხოთ.