Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

1 კგ.ხორბალი

800 გრ.ნიგოზი

ნახ.კილო თეთრი  თაფლი( რაოდენობა დაარეგულირეთ თქვენი გემოვნებით)

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

ცოტა მარილი

2 ს.კოვზი შაქარი

 

ხორბალი გავრეცხოთ და რამოდენიმე საათი დავალბოთ ცივ წყალში.

 

ხორბალი მოვხარშოთ  მომინანქრებულ ქვაბში და  შემდეგ  ნახარში გადავუწუროთ.

სითხე შევინახოთ.

 

მოხარშულ ხორბალს დავუმატოთ გატარებული ნიგოზი,თაფლი,ვანილი,მარილი,შაქარი,ქიშმიში და 

შევფუთოთ.თუ კოლიო სქელი გამოგვივა,გავათხელოთ გადანახული ნახარშით.

 

 

ინგრედიენტები:


1 კგ უსაფუარო  ფენოვანი ცომი

100 გრ.ნაღების კარაქი

1 კვერცხის გული

 

გულსართი:

500 გრ. გატარებული ნიგოზი

100 გრ. შაქარი, უმჯობესია შაქრის პუდრა

1 ჩ.კოვზი დაფქული დარიჩინი სურვილისამებრ

0,5 ჩ.კოვზი ილი სურვილისამებრ

 

 

ვაჟინისათვის:

200 მლ წყალი

200  გრ.შაქარი

1/2 ჭიქა თაფლი

 

 

ფენოვანი ცომის მოზადების კლასიკური რეცეპტი აქ http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/269-2018-01-13-15-40-22

 

ცომი გავყოთ 5 ნაწილად.

 

ნიგოზი გავატაროთ დავუმატოთ შაქარი,დარიჩინი და კარდამონი.

 

შაქრისა და წლისაგან მოვადუღოთ სიროფი და მასში გავხსნათ თაფლი.სიროფი გავაგრილოთ.

 

26 სმ დიამეტრის  ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი.

 

ცომის თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ.,გადავიტანოთ ფორმაში.ფენებს შორის ფუნჯით ჯერ წავუსვათ

გამდნარი კარაქი,შემდეგ მოვაყაროთ შიგთვსი.ბოლო ანუ ზედა ფენას წავუსვათ კვერცხის გული.ფახლავა რომბებად დავჭრათ.

 

გამოვაცხოთ ფახლავა 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-45 წუთი.ცხელ ფახლავას მოვასხათ ცივი სიროფი.

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ.კეჟერას ფოთოლი

2 კბილი ნიორი

200 გრ.გატარებული ნიგოზი

10-10 გრ.უცხო სუნელი,ხმელი ქინძი,წითელი დაფქული წიწაკა,ყვითელი ყვავილი

10 გრ.სვანური მარილი

1ჩ.კოზი კვაწარახი

მარილი გემოვნებით

 

ფოთოლი გავრეცხოთ,გავარჩიოთ,დავჭრათ,ადუღებულ წყალში მოვხარშოთ.

 

მოხარშული ფოთლები ხელით გავწუროთ ,დავამატოთ კვაწარახი,

შევკაზმოთ  დანაყილი ნიორით,ნიგვზითა და სუნელებით.

 

მივირთვათ მჭადთან ერთად.

 

მჭადის რეცეპტი იხ.აქ 

 http://livemaster.ge/index.php/2016-09-09-13-15-25/item/18-2016-12-29-17-11-26

 

 

 

Monday, 18 December 2017 03:58

გოზინაყი

ინგრედიენტები:

500გრ.თეთრი ნიგოზი

300 მლ.ღია ფერის თაფლი

40 გრ.შაქრის პუდრა

 

ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ.

თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და შევდოთ გახურებულ ღუმელში.

ნიგოზი ღუმელში გავაჩეროთ გაგრილებამდე და შემდეგ თითოეულ ლებანს ქერქი დანის წვერით მოვაშოროთ.

ნიგოზი დავჭრათ .

 

ღრმა სქელძირიან ტაფაში ჩავასხათ თაფლი,თან გამუდმებით ვურიოთ,მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ.

ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ,სანამ წყლიან ჭურჭელში ჩაწვეთებისას თაფლი არ გამაგრდება.

 

თაფლში ჩავყაროთ შაქრის პუდრა,დაჭრილი ნიგოზი,დავდგათ ცეცხლზე,განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით,

სანამ ნიგოზი და თაფლი ერთგვაროვან მასად იქცევა.

 

მზა გოზინაყი გადავიტანოთ სველზედაპირიან ხის დაფაზე და გავაბრტყელოთ სველი კოვზით.

 

გოზინაყი გაცივებამდე დავჭრათ რომბებად,თორემ გაცივების შემდეგ გამაგრდება და დაჭრა გაგვიჭირდება.

 

გოზინაყი ნიგვზის ნაცვლად შეგვიძლია თხილით ან ნუშით მოვამზადოთ.

 

ინგრედიენტები:

1  კგ.ბადრიჯანი

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

ზეთი შესაწვავად

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

ძმარი ან ლიმონის წვენი

წყალი  - იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ სიგრძეზე 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად.მოვათავსოთ თასში,მოვაყაროთ

მარილი და 15 წუთი დავდგათ,რომ სიმწარე გამოუვიდეს..

დამარილებულ ბადრიჯანს წყალი გადავავლოთ და დავწრიტოთ საწურზე.

 

ბადრიჯანი შევწვათ ზეთში გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან

 

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

 

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

 

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ მინანაქრის  ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,ძმარი ან 

ლიმონის   წვენი და ღონივრად ხელისგულით ვზილოთ  თასის ფსკერზე დაახლოებით 20 წუთი .

 

საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს ამზადებს ცხელი წყლით.

 

ბადრიჯნის საცივი

 

500 გრ.ბადრიჯანი

250 გრ.ნიგოზი

3 კბილი ნიორი

150 გრ.ხახვი

50 გრ.ქინძი

50 გრ.ოხრახურში

 მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 დაფნის ფოთოლი

1 ჩ.კოვზი თეთრი ძმარი ან ბროწეულის წვენი

წითელი წიწაკა დაფქული გემოვნებით

0,5 ჩ . კოვზი ყვითელი ყვავილი

მარილი გემოვნებით

3 ცალი მიხაკი

დარიჩინი სურვილისამებრ

 

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ სიგრძეზე 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად.მოვათავსოთ თასში,მოვაყაროთ

მარილი და 15 წუთი დავდგათ,რომ სიმწარე გამოუვიდეს..

დამარილებულ ბადრიჯანს წყალი გადავავლოთ და დავწრიტოთ საწურზე.

 

თუნუქის ფირფიტაზე  დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი,მოვასხათ ზეთი,დავალაგოთ ფირფიტაზე  ბადრიჯანი და

შევწვათ ღუმელში.

 

ხახვი დავჭრათ , შევწვათ ზეთში.ნიგოზი და ხახვი დავაბლენდეროთ.

ქინძი და ოხრახურში დავჭრათ წვრილად .

 

ნიორი,სუნელები მარილი მწვანილები დავნაყოთ.

 

ალუმინის ქვაბში მოვათავსოთ დაბლენდერებული მასა,დავასხათ  ბროწეულის წვენი და გავთხელოთ გადადუღებული

წყლით სასურველ სისქემდე.ჩავდოთ 1  ცალი დაფნის ფოთოლი და კერძი მივიყვანოთ ადუღებამდე.

 

 

ბადრიჯანთან ერთდ  შეგვიძლია გამოვიყენოთ ყვავილოვანი კომბოსტო,წითელი ბულგარული წიწაკა.

თუ საცივს მოვამზადებთ ყვავილოვანი კომბოსტოთი,მაშინ კომბოსტო დავანაწევროთ და მარილიან წყალში 

მოვხარშოთ.

 

 

 

ინგრედიენტები:

1 იხვი

100 გრ.ნიგოზი

3-4 კბილი ნიორი

1 ჩ.კოვზი ხმელი  ქინძი

1 კონა ნედლი ქინძი

1 ჩ.კოვზი ზაფრანა

წყალი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

 ერთად დავნაყოთ ნიორი,ნიგოზი,წიწაკა,მარილი.ზაფრანა,ხმელი ქინძი და გავხსნათ წყალში.

 

გარეცხილი,გასუფთავებული  იხვი დავჭრათ ნაჭრებად,ჩავაწყოთ ქვაბში,დავასხათ ნიგვზიანი მასა,დავახუროთ

თავსახური და დაბალ ცეცხლზე ჩავშუშოთ,ისე რომ წყალი არ ამოშრეს.იხვი თავისივე ცხიმში უნდა ჩაიხარშოს.

 

კერძს სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

ინგრედიენტები:

1 კგ თევზი

1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი

 4-5 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

3 კვერცხის გული

1/3 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

1/2 ჩ.კოვზი ქონდარი

1/2 ჩ.კოვზი ქინძი

1 პატარა კონა ოხრახურში

ძმარი,წიწაკა,მარილი გემოვნებით

 

გარეცხილი , გასუფთავებული თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.

 

ნიგოზს ყვითელ ყვავილთან  და ნიორთან ერთად გამოვხადოთ ზეთი.

 

ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი ,წვრილად დაჭრილი ოხრახურში,წიწაკა,მარილი,ქონდარი.

დანაყილი საკმაზი შევურიოთ ნიგვზიან მასას და ნაზავი გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონში

ბულიონს ცხიმი შეგვიძლია არ მოვხადოთ.

 

თევზის ნიგვზიანი წვენი გადავიტანოთ ცალკე ქვაბში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,

დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.

 

კვერცხის გული გავთქვიფოთ მიქსერით ფა ჩავასხათ თევზის ნიგვზიან საცივში.

 

შემწვარი თევზი გადავიტანოთ ლანგარზე და მოვასხათ ცხელი საცივი.ზემოდან კი

გავაფორმოთ სურვილისამებრ ან ნიგვზის გამოხდილი ზეთით.

 

 

 

ინგრედიენტები:

1 ვარია

3 ს.კოვზი არაჟანი

200 გრ.ნიგოზი

30-30 გრ.ქინძი,კამა,ოხრახურში

2-3 კბილი ნიორი

2 -3 ს კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი

ბროწეულის მარცვლები

პილპილი,მარილი გემოვნებით

 

ვარია გავრეცხოთ გავასუფთაოდ,შუაზე გავჭრათ,წავუსვათ ორივე მხრიდან არაჟანი,შევწვათ ტაბაკად  ან შამფურზე.

 

  ურწყულის მომზადების წესი:ნიგოზი გავატაროთ ნიორთან ერთად და გამოვხადოთ ზეთი.

გამოწურულ ნიგოზს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,მარილი,წიწაკა,ძმარი,გავხსნათ თბილ წყალში,

ისე რომ მივიღოთ მაწვნის  კონსისტენცია.

 

შემწვარ ვარიას მოვასხათ ურწყული,მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი  მწვანილი.

 

 

 

ინგრედიენტები:

1 მსუქანი  ქათამი

3 სუფრის კოვზი  ნიგოზი

6 მარცვალი დაფქული მიხაკი

3-4  თავი ხახვი

11 ჩ.კოვზი გახეხილი კოჭა

1/2 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა

1/2  ჩ.კოვზი დარიჩინი

1/2 ჭიქა ძმარი

ოხრახურში და ქინძი 20-20 გრ

მარილი გემოვნებით

 

მსუქანი გათამი გავასუფთაოთ,გავეცხოთ,ასო-ასო დავჭრათ და ჩავაწყოთ ქვაბში.

 

დავაყაროთ დანაყილი ნიგოზი,გახეხილი კოჭა,წვრილად დაჭრილი ხახვი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,

მიხაკი,დარიჩინი,დაჭრილი  მწვანილები,მოვასხათ საშუალო სიძლიერის  ძმარი,დავახუროთ ქვაბს თავსახური,რომ

არ აორთქლდეს და საშუალო  ცეცხლზე ვშუშოთ.

 

ქათამი და  ხახვი თვითონ გამოუშვებს წვენს და მასში ჩაიხრაკება.დროდადრო მოვურიოთ,რომ ქვაბის ძირში არ ჩაიწვას..

 

 

 <iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D1482753401810426%26id%3D747144492037991&width=500" width="500" height="348" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>

 

 

 

ინგრედიენტები:

200 გრ.კარაქი

3 კვერცხის გული

1 ჭიქა 20% არაჟანი ან მაწონი

2,5  ჭიქა ფქვილი

ცოტა მარილი

1 ჩ.კოვზი სოდა ძმრით

 

გულსართი:

1 ჭიქა ნიგოზი

1 ჭიქა  ქიშმიში

1 ს.კოვზი სახამებელი

300 გრ.შაქარის პუდრა

50 მლ.კონიაკი

3 კვერცხის ცილა

 

ზემოდან წასასმელად:

 

1 კვერცხის გული

1 ს.კოვზი რძე

 

 

ქიშმიში გავრეცხოთ,გავამშრადოთ ქაღალდის ხელასხოცით,ჩავალბოთ კონიაკში.

ნიგოზი გავატაროთ.

 

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი მიქსერით მსუბუქათ ავთქვიფოთ და შემდეგ შევათქვიფოთ

კვერცხის გულები,არაჟანი,სოდა ძმრით.ბოლოს დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.

 

კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისაგან მოვამზადოთ ბეზე და ბოლოს დავამატოთ სახამებელი.

ბეზეს შევურიოთ გატარებული ნიგოზი და ქიშმიში.

 

26 სმ დიამეტრის ფორმას ფსკერზე და გვერდებზე წავუსვათ ცხიმი.

 

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.პირველ და მეორე ფენას წავუსვათ გულსართი,მესამე ფენას ათქვეფილი კვერცხის გულში

შერეული რძე.ბასრი დანა დავასველოთ წყალში და ჩავჭრათ  ფახლავა სასურველი ზომის ნაჭრებად.ბოლომდე არ ჩავჭრათ.

 

გამოვაცხოთ ფახლავა 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.

 

 

 

 

Page 1 of 3