Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები;

5-6 საშუალო ზომის  კარტოფილი 

კონა ოხრახურში

2-3 ღერი რეჰანი

ცოტა როზმარინი სურვილისამებრ

ზეთი შესაწვავად

1-2  ს.კოვზი სვანური მარილი

 

კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ,დავჭრათ კუბებად.

 

გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ზეთი და შევწვათ კარტოფილი.

 

შემწვარ კარტოფილს მოვაყაროთ სვანური მარილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ინგრედიენტები:

1 კგ .კიტრი

100 გრ.ნიახური

100 გრ.ოხრახურში

50 გრ.კამა

50 გრ.ნიორი

 

მარინადისათვის

2 ლიტრი წყალი

30 გრ.მარილი

4-9 გრ.წიწაკა

5 გრ.ბაჰრი

4 ცალი დაფნის ფოთოლი 

 

 

გარეცხილი კიტრი,გაფცქვნილი ნიორი,დაჭრილი მწვანილი ფენა-ფენა ემალის ჭურჭელში ჩავაწყოთ.

 

წყალში ჩავყაროთ მარილი,წიწაკა,ბაჰარი,დაფნის ფოთლები და წამოვადუღოთ.

 

მიღებული სითხე მოვასხათ კიტრს ისე,რომ მთლიანად დაიფაროს,მჭიდროდ დავახუროთ თავზე და 

დავდგათ გრილ ადგილას 6-7 დღე.

 

 

იმავე წესით მოვამზადოთ კიტრის მწნილი შესანახად ზამთრისათვის.ასეთ შემთხვევაში ქორფა,შუშა,გრძელი,წვრილი

კიტრი გავრეცხოთ და გავაჩეროთ ცივ წყალში 30 წუთი.

 

გარეცხილ ქილებში ფენა-ფენა ჩავაწყოთ კიტრი,ნიორი,ნიახური,კამა,დავასხათ  ადუღებული  წყალი,დავახუროთ თავსახური  

და ვაცადოთ სითხეს გაციება.

 

სითხე გადავაქციოთ,ხელახლა ადუღებული რეცეპტის მიხედვით შეკაზმული  წყალი დავასხათ  და მოვხუფოთ.

მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ,გაუზიარეთ მეგობრებს

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

4 ცალი ბადრიჯანი

20  გრ.ქინძი

15 გრ.პიტნა

30 გრ.ტარხუნა

15 გრ.რეჰანი

3 -4 კბილი ნიორი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

შავი დაფქული წიწაკა ,მარილი გემოვნებით

 

ბადრიჯანი დავჭრათ თხელ და გრძელ ნაჭრებად,შევწვათ ზეთში.

 

პიტნა და ნიორი დავნაყოთ ერთად.

 

მაიონეზში შევურიოთ წიწაკა,მარილი,ხმელი ქინძი.

 

მწვანილები დავჭრათ .ნიორი პიტნასთან ერთდ,მწვანილები შევურიოთ შეკაზმულ  მაიონეზს.

 

მაიონეზიანი საკმაზი შევახვიოთ ბადრიჯნის ნაჭრებში.გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 

ბორანოს ტრადიციული რეცეპტი -აჭარული სამზარეულო

ინგრედიენტები:

200 გრ.აჭარული დაწნული (ჩეჩილი ყველი}.

100 გრ.კარაქი

ცხელი  წყალი

 

ყველი დავჭრათ ძალიან წვრილად , დავასხათ ადუღებული წყალი,დავალბოთ და ბოლოს გადავწუროთ.

კარაქი გავადნოთ ტაფაზე და ცოტა ხნით მოვბრაწოთ.

კარაქი ,როგორც კი ფერს შეიცვლის (არ უნდა დაგვეწვას) და მოყავისფრო გახდება,მოვასხათ ყველს .კერძი 5 წუთი გავაჩეროთ.

ბორანო მზადაა.მივირთვათ გემრიელად.

 

 

ბორანო პურში - თანამედროვე ქართული სამზარეულო 

1 პური

150 გრ.სულგუნი

150 გრ.მოცარელა

2 კბილი ნიორი

60 გრ.კარაქი

1/4 კონა მწვანე ხახვი

ცოტა ქინძი

ცოტა პიტნა

 

ყველი გავხეხოთ,შევაზილოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი,მწვანილი.

პური დავსეროთ ჯერ სიგრძეზე,შემდეგ სიგანეზე.ბოლომდე არ უნდა ჩავჭრათ.

პურის ყველა უჯრედი ამოვავსოთ შიგთავსით და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.

 

 

 

 

წყარო: იუთუბი ,გურმანია 25 ივნისი 2015 წელი

 

 

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

1 კიტრი

2 სასალათე პომიდორი

3 ცალი ვარდისფერი წვნიანი პომიდორი

3 ს.კ.ზეითუნის ზეთი

1/2 ს კ უცხო სუნელი

1 ჩ.კ.ხმელი ქინძი

7 ღერი ახალი ქინძი

7 ღერი ოხრახურში

1/2 ს.კოვზი ხმელი ბაზილიკი

1 პატარა თავი წითელი ხახვი

2 კბილი ნიორი

2 ღერი წითელი ან  მწვანე რეჰანი ზემოდან მოსართავად

100 გრ გატარებული ნიგოზი 

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

მარილი,ძმარი გემოვნებით

 

კიტრი და პომიდორი დავჭრათ.

ბლენდრში მოვათავსოთ კანგაცლილი ვარდისფერი პომიდორი, ბაზილიკი,ნიორი,მწვანილი,

სუნელები,მარილი,მოვასხათ ლიმონის წვენი,ძმარი,ზეითუნის ზეთი.ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ.

 მიღებული სოუსი მოვასხათ კიტრს და პომიდორს.გავაფორმოთ რეჰანით და ჩვენთვის სასურველი მწვანილებით.

 

 

Published in ქართული

ინგრდიენტები:

3 კვერცხი

3 პამიდორი

1 თავი ხახვი

30 გრ ნიგოზი

1 ს.კოვზი ერბო ან კარაქი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

რეჰანი და ოხრახურში

 

გახურებულ ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

პომიდორს კანი გავაცალოთ,წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ხახვთან ერთად საშუალო ცეცხლზე.

როცა პამიდორი შესქელდება,მოვაყაროთ,ნიორი,მარილი,წიწაკა,გატარებული ნიგოზი,ჩავახალოთ კვერცხები.

ტაფას თავზე დავახუროთ  და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე ცილის მომზადებამდე.

ბოლოს მოვაყაროთ რეჰანი და ოხრახურში.

 

ჩირბურის მე-2 ვერსია:

3 კვერცხი

1 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა

1 თავი ხახვი

30 გრ ნიგოზი

მწიკვი უცხო სუნელი

მწიკვი ყვითელი ყვავაილი

ადუღებული წყალი

1 ს.კოვზი ერბო ან კარაქი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

რეჰანი და ოხრახურში

 

გახურებულ ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

ტომატ -პასტა გავხსნათ ცხელ წყალში და დავასხათ ხახვიან ტაფაზე.

სითხე წამოვადუღოთ,მოვაყაროთ,ნიორი,მარილი,წიწაკა,გატარებული ნიგოზი,სუნელები  და ჩავახალოთ კვერცხები.

ტაფას თავზე დავახუროთ  და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე ცილის მომზადებამდე.

მომზადებული კვერცხები გადმოვიღოთ თეფშზე წვენთან ერთად  და მოვაყაროთ რეჰანი და ოხრახურში.

 

 

 

 

 

 

 

 

Sunday, 18 June 2017 05:28

ხაშლამა

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი 2 კგ(გულ-მკერდის ნაწილი)

ხახვი 100 გრ

სტაფილო 1 ც

დაფნის ფოთოლი 3 ც

ნიახური 100 გრ

ბაჰარი 15 გრ

ნიორი 50 გრ

მარილი გემოვნებით

 

1.გარეცხილი საქონლის ხორცი დავჭრათ ნეკნებიანად  და ჩავყაროთ იმხელა ქვაბში,რომ ხორცით ნახევრამდე შეივსოს.

2.ქვაბი შევავსოთ წყლით.დავუმატოთ ოთხად გაჭრილი ხახვის თავი,სტაფილო,დაფნის ფოთოლი,ნიახური,ბაჰარი

3.ეს ყველაფერი ერთად ავადუღოთ,სანამ ხორცი არ მოიხარშება.დროდადრო ნახარშს ქაფი მოვხადოთ.

4 მოხარშული ხორცი ქაფქირით ამოვიღოთ  და სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

შეგვიძლია ხაშლამის წვენი ჩვენი გემოვნებით შევკაზმოთ მარილითა და ნივრით.

 

 

ინგრედიენტები:

3 კვერცხი

150 მლ წყალი ან რძე

200 გრ.ფქვილი

200 გრ.ყველი

ნახ.ჩ.კ.სოდა

1 ს.კოვზი არაჟანი

1 დიდი კარტოფილი

1 დიდი პამიდორი

წითელი აჯიკა გემოვნებით

1 ჩ.კოვზი შაქარი

5 ს.კოვზი

მარილი გემოვნებით

 

კარტოფილი გავხეხოთ,ყველი დავფშვნათ,ხახვი და პამიდორი დავჭრათ.

თასში ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად,დავუმატოთ არაჟანი,წყალი,შევათქვიფოთ ფქვილი და მასში შერეული სოდა.

თხელ ცომში ჩავყაროთ კარტოფილი,ყველი,ხახვი,პამიდორი,დავუმატოთ ზეთი.კარგად შევურიოთ კოვზით

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ცომი და შევწვათ ორივე მხრიდან.

 

 

ინგრედიენტები:

500 გრ.ლოქო ან თეთრი ორაგული

დაფნის ფოთოლი

20 გრ.კამა

2-3 ცალი ბაჰარი

1 კბილი ნიორი

100 მლ ძმარი

წყალი

მარილი

 

ღრმა ტაფაში გავაცხელოთ წყალი . შიგნით მოვათავსოთ დაფნის ფოთოლი,მარილი კამა.

თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.ლოქო  ტაფაში ჩავაწყოთ მოსახარშად.

სოუსისათვის წვრილად დავჭრათ ქინძი,ნიორი . მარილი,წიწაკა მოვაყაროთ. სოუსს დავასხათ ძმარი და მოურიოთ.

თევზი გადმოვიტანოთ ფორმაში. თევზის ნახარში გავატაროთ საცერში და სოუსს შევურიოთ.

ლოქოს დავასხათ მომზადებული ქინძმარი,3-4 საათი გავაჩეროთ და შემდეგ მივირთვათ.