Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Saturday, 21 October 2017 07:45

წიწაკის მწნილი

ინგრედიენტები:

 

1 კგ.მწვანე სამწნილე წიწაკა ან ბულგარული წიწაკა

100 მლ ზეთი

1 ს.კოვზი შაქარი

50 გრ.ნიორი

200 მლ.თეთრი ღვინის ძმარი

30 გრ.მარილი

5 გრ.ბაჰარი 

3-4 ცალი დაფნის ფოთოლი

100 გრ.ნიახური

50 გრამი  ოხრახურში

 

 

 

 წიწაკა გავრეცხოთ,ბოლოები ჩავჭრათ,ჩავყაროთ მდუღარე წყალში ,  წამოვადუღოთ,

გადავიტანოთ ცივ წყალში .რომ შეგრილდება,ამოვიღოთ და კარგად გავწუროთ.

 

1 ლიტრა წყალში ჩავყაროთ მარილი,შაქარი, დაჭრილი ნიახური,ოხრახურში,ჩავასხათ ზეთი,ძმარი ,

ავადუღოთ და გავაგრილოთ

 

წიწაკა მჭიდროდ ჩავტენოთ მინის ქილებში,ჩავაყოლოთ ნიორი,დაფნის ფოთოლი,ბაჰარი  ,დავასხათ 

მარინადის წყალი და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი,შემდეგ კი მოვხუფოთ.

 

 

ინგრედიენტები

3 კგ მწვანე პამიდორი

500-600  გრ.ნიახური

500-600 გრ.ოხრახურში

200 გრ.კამა

100-120  გრ.ნიორი

10  დაფნის ფოთოლი

 წითელი წიწაკა გემოვნებით

3 ლ.წყალი

180 გრ.მარილი გემოვნებით

1,5 ჩ.კოვზი შაქარი

 

მკვახე პამიდორი ჩავჭრათ შუაში.

 

მწვანილები გავრეცხოთ,დავჭრათ ფოთლები და ღეროები შევინახოთ.

 

მწვანილის ფოთლები ნიორთან ერთად გადავანაწილოთ პამიდვრის ჩაჭრილ გულში.

 

მინის ქილებში ერთ ფენად ჩავაწყოთ პამიდვრები,დავაყაროთ მწვანილის ღეროები,ნიორი,დაფნის ფოთოლი,წიწაკა.

ასეთი თანმიმდევრობით ჩავაწყოთ რამდენიმე ფენა.

 

ავადუღოთ მარილიანი წყალი( 1 ლიტრა წყალს დავუმატოთ 1 ჩ.კოვზი შაქარი და 60 გრ.მარილი),გავაგრილოთ,

დავასხათ პამიდვრებს ისე,რომ დავფაროთ და მოვხუფოთ.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ .კიტრი

100 გრ.ნიახური

100 გრ.ოხრახურში

50 გრ.კამა

50 გრ.ნიორი

 

მარინადისათვის

2 ლიტრი წყალი

30 გრ.მარილი

4-9 გრ.წიწაკა

5 გრ.ბაჰრი

4 ცალი დაფნის ფოთოლი 

 

 

გარეცხილი კიტრი,გაფცქვნილი ნიორი,დაჭრილი მწვანილი ფენა-ფენა ემალის ჭურჭელში ჩავაწყოთ.

 

წყალში ჩავყაროთ მარილი,წიწაკა,ბაჰარი,დაფნის ფოთლები და წამოვადუღოთ.

 

მიღებული სითხე მოვასხათ კიტრს ისე,რომ მთლიანად დაიფაროს,მჭიდროდ დავახუროთ თავზე და 

დავდგათ გრილ ადგილას 6-7 დღე.

 

 

იმავე წესით მოვამზადოთ კიტრის მწნილი შესანახად ზამთრისათვის.ასეთ შემთხვევაში ქორფა,შუშა,გრძელი,წვრილი

კიტრი გავრეცხოთ და გავაჩეროთ ცივ წყალში 30 წუთი.

 

გარეცხილ ქილებში ფენა-ფენა ჩავაწყოთ კიტრი,ნიორი,ნიახური,კამა,დავასხათ  ადუღებული  წყალი,დავახუროთ თავსახური  

და ვაცადოთ სითხეს გაციება.

 

სითხე გადავაქციოთ,ხელახლა ადუღებული რეცეპტის მიხედვით შეკაზმული  წყალი დავასხათ  და მოვხუფოთ.

მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ,გაუზიარეთ მეგობრებს

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ ბადრიჯანი

2 ცალი სტაფილო

4 -5 კბილი ნიორი

1 მწარე წიწაკა

2 პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

1 დიდი ზომის წითელი ბულგარული

3 - 4  თავი ხახვი

1,5 ხმელი სუნელი

1,5 ხმელი ქინძი

დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მარილი გემოვნებით

 

ბადრიჯანი გავთალოთ,დავჭრათ თხლად და ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან.

 

სხვა ტაფაში გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში ერთად მოვთუშოთ .

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პამიდორი,ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძელოთ კერძის

მომზადება თავდახურულ ჭურჭელში.

მოვაყაროთ მარილი,წითელი დაფქული წიწაკა.

 

ნიორი,ბადრიჯანი,ბულგარული გავატაროთ ხორცსაკეპში.

 

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და შევკაზმოთ , მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში. 

დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 15-20   წუთი.ცხელი ჩავასხათ სტერილური ქილებში და მოვხუფოთ.

 

მოგეწონათ რეცეპტი?გთხოვეთ, გაუზიარეთ მეგობრებს.

 

ინგრედიენტები:

1 კგ ბადრიჯანი

2 ცალი სტაფილო

4 -5 კბილი ნიორი

1 მწარე წიწაკა

2 პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

1 დიდი ზომის წითელი ბულგარული

3 - 4  თავი ხახვი

1,5 ხმელი სუნელი

1,5 ხმელი ქინძი

დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მარილი გემოვნებით

 

ბადრიჯანი გავთალოთ,დავჭრათ თხლად და ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან.

 

სხვა ტაფაში გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში ერთად მოვთუშოთ ,

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პამიდორი,ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძელოთ კერძის

მომზადება თავდახურულ ჭურჭელში.

მოვაყაროთ მარილი,წითელი დაფქული წიწაკა.

 

ნიორი,ბადრიჯანი,ბულგარული გავატაროთ ხორცსაკეპში.

 

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 5-10  წუთი.

შევკაზმოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

მოგეწონათ რეცეპტი?გთხოვეთ, გაუზიარეთ მეგობრებს.

 

 

 

 

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

2 კგ.ქლიავი

1,5 2  კგ შაქარი

1 ჭიქა წყალი

1-2  დარიჩინის ჯოხი

ან 0,5 ჩაის კოვზი დაფქული

400 გრ ნიგოზი

 

ნიგოზი მოვხალოთ,შეძლებისდაგვარად, ქერქი მოვაშოროთ და დავჭრათ ისე,

როგორც გოზინაყის მომზადებისას ვჭრით.

 

გამოვუღოთ ქლიავს კურკები,დავაყაროთ ნიგოზი,შაქარი,დავასხათ წყალი,ჩავყაროთ 

დარიჩინი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.

 

როგორც კი ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 30  წუთი.

პერიოდულად მოვაშოროთ წარმოქმნილი ქაფი.

 

ბურაბა ჩავასხათ სტერილურ ბანკებში და მოვხუფოთ.მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ ,გაუზიარეთ 

მეგობრებს.

 

 

შავი ქლიავის მურაბა თხილით

 

ქლიავს გამოვუღოთ კურკები და შუაში თითოეულს ჩავუდოთ 1 ცალი თხილის გული 

და მოვამზადოთ ისე,როგორც ეს ზემოთ არის აღნიშნული.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:


1 კგ ჭერამი

800 გრ.შაქარი

 

ჭერამი გავრეცხოთ,გამოვაცალოთ კურკები და დავაწყოთ თუშფალანგზე,რომ დაიწრიტოს.

მშრალი ხილი ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ.

ჭერამის პიურე მოვათავსოთ ალუმინის ქვაბში,დავაყაროთ შაქარი და წამოვადუღოთ.

რომ ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ,დროდადრო ვურიოთ,რომ არ მიიკრას და ვადუღოთ გასქელებამდე.

დუღილის დროს წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ.

ცხელი ჯემი ჩავსახათ მშრალ,სუფთა ქილებში,თავი მოვუხუფოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.

 

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ჭერამის ჯემს დუღილის პროცესში უმატებს ლიმონის წვენს და ცედრას.

 

ჭერამის ჯემი ძალიან გემრიელი გამოდის თუ ზემოთ აღნიშნული რაოდენობის ინგრედიენტებზე

დავუმატებთ 1 ცალ დარიჩინის ჯოხს და  100 გრ.ჯანჯაფილს.

ინგრედიენტები:

5 კგ პამიდორი

2 კგ წითელი ბულგარული წიწაკა

500 გრ ხახვი

500 გრ ვაშლი( სასურველია მჟავე)

300 გრ.შაქარი 

5-6 კბილი ნიორი

2 ცალი წითელი მწარე წიწაკა ან გემოვნებით

მარილი გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი მიხაკი

1ჩ.კ დარიჩინი

1/2 ჩ.კოვზი ჯავზი

10 ცალი ბაჰარი ე.წ "დუშისტი პერეცი''

70 მლ.   ვაშლის ძმარი

4  ს.კოვზი სახამებელი (საჭიროებისამებრ)

 

პირველ რიგში შევარჩიოთ მწიფე, წითელი პამიდური.სასურველია, პამიდორი არ იყოს ძალიან წვნიანი.

ვაშლი,პამიდორი,ტკბილი წითელი წიწაკა გავჭრათ 4 ნაწილად,ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში ,დავუმატოთ

შაქარი,წიწაკა,ბაჰარი და წამოვადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და 1,5  დავხარშოთ .

ნიორი შევახვიოთ მარლაში და ჩავახარშოთ კეჩუბში.ნიორთან ერთად შეგვიძლია,მარლაში გამოვკრათ მიხაკის

მარცვლები და ბაჰარი.

დროდადრო ვურიოთ,რომ არ მიიწვას ქვაბის ძირზე.მზა მასას დავაყაროთ სუნელები და გავაგრილოთ.

კეტჩუბი გავატაროთ საცერში,დავუმატოთ ძმარი ,ჩავასხათ მშრალ ქილებში,მოვხუფოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.

 

თუ კეჩუბი თხელი გამოგვივიდა,მაშინ 4 ს.კ.სახამებელი გავხსნათ გაგრილებულ კეჩუბში,ცავამატოთ მთლიან მასას

 და წამოვადუღოთ.

ზოგიერთი რეცეპტით კეტჩუბს ნიორს არ უმატებენ.თუ თქვენ ასეთი კეტჩუბი მოგწონთ,

შეგიძლიათ ნივრის კბილები არ  ჩაახარშოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Friday, 30 June 2017 17:00

ნესვის ჯემი

ინგრედიენტები:

1 კგ ნესვი

1 კგ შაქარი

1 ლიმონი

1 ჩ.კ. ჯანჯაფილი

 

ნესვს კანი მოვაცალოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

1 კგ ნესვის ნაჭრებს დავაყაროთ 0,5 კგ შაქარი და მთელი ღამე გავაჩეროთ მაცივარში.

ნესვი გამოუშვებს წვენს და მოვადუღოთ სიროფი ნესვის ნაჭრებთან ერთად.

შემდეგ დავაყაროთ 0,5 კგ შაქარი,ლიმონის ცედრა ,ჩავაწუროთ ლიმონის წვენი,ჩავყაროთ ჯანჯაფილი და

დავადუღოთ დაბალ ცეცხლზე 1 საათი.გამუდმებით ვურიოთ,რომ ჯემი არ დაგვეწვას.

 

ცხელი ჯემი ჩავასხათ მშრალ,სუფთა ქილებში და თავი მოუხუფოთ.

 

 

 

Friday, 30 June 2017 16:37

ნესვის მურაბა

ინგრედიენტები:

1 კგ ნესვი

1 ჭიქა წყალი

1 კგ შაქარი

1 ლიმონი

1ჩ.კოვზი დაფქული ჯანჯაფილი

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

 

 

ნესვს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.

მოვადუღოთ სიროფი.

ნესვის ნაჭრებს დავასხათ ცხელი სიროფი ,გავაჩეროთ 8 საათი და შემდეგ მოვხარშოთ 8-10 წუთი.

ნესვის ნაჭრებს 8-10 წუთი ვადურებთ დაბალ ცეცხლზე  3-ჯერ 8 საათის შუალედით.

ბოლო დუღილის დროს ჩავუმატებთ ჯანჯაფილს(შეგიძლიათ არც დაუმატოთ),ვანილს,ლიმონის ცედრასა და ლიმონის წვენს.

სუფთა, მშრალ ქილებშო ჩავასხათ ცხელი მურადა და თავი მოუხუფოთ.

 

Page 1 of 2