Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრესიენტები:

250 გრ.ნადუღი

5 ცალი სულგუნის ფირფიტა

არაჟანი ან რძე

40-50  გრ.პიტნა

მარილი გემოვნებით

 

პიტნა  გავრეცხოთ,გავაშროთ და ფოთლები ყლორტებიანად დავაქუცმაცოთ.

 

ნადუღი შევათხელოთ რძით ან არაჟნით. შევურიოთ პიტნა და მარილი.

 

სულგუნის ფირფიტაზე მოვატავსოთ ნადუღი და შევახვიოთ ხინკლისავით.შევკრათ მწვანილით

ან სულგუნის ფირფიტები გავჭრათ შუაზე , გადავახვიოთ ძაბრისებურად  და ამოვავსოთ შეკაზმული ნადუღით.

 

 

 

ინგრედიენტები:

5 კგ პამიდორი

1 თავი ნიორი

2- 3 ჩ კოვზი  ხარჩოს სუნელი

1 კონა ცოცხალი ქინძი სურვილისამებრ

მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

 

 

პამიდორი გავრეცხოთ ,გავჭრათ ორად,მოვხარშოთ და გავაგრილოთ.

 

გაგრილებული პამიდორი გავხეხოთ,ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ვადუღოთ  დაბალ ცეცხლზე,

სანამ მოცულობის ნახევარი არ დარჩება.

 

ნიორი ,წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპში,ქინძი ძალიან წვრილად დავჭრათ(შეგიძლიათ არც დაუმატოთ).

 

ნიორი,წიწაკა,სუნელები,მარილი,ქინძი ჩავამატოთ საწებელში და ვადუღოთ კიდევ 10- 15 წუთი.

 

საწებელი  ჩავასხათ ბოთლებში , მოვასხათ 1 ჩ,კოვზი ზეთი და დავახუროთ თავსახური