Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Sunday, 08 October 2017 09:17

სალათი"თბილისი"

ინგრედიენტები:

200 გრ.მოხარშული წითელი ლობიო

200-300 გრ.ღორის ხორცი

1 წითელი ხახვი

1 წითელი ბულგარული წიწაკა

2-3 კბილი ნიორი

1 კონა ქინძი

1 ს.კოვზი ძმარი

4-5 ს.კოვზი  ზეითუნის ხეთი

ნახ.ჩ კოვზი უცხო სუნელი

მარილი, პილპილი გემოვნებით

 

 

ღორის ხორცი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბებად.

 

ხახვი დავჭრათ  ხახვი ნახევარრგოლებად,ბულგარული კუბებად,ქინძი კი წვრილად დავჭრათ,ნიორი დავნაყოთ.

 

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვაყაროთ გემოვნებით მარილი,პილპილი და 

მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ძმარი.

 

თუ ხახვს  მძაფრი გემო აქვს ,მაშინ ნახევარი საათი მოვათავსოთ ცხელ წყალში და შემდგომ გავწუროთ.

 

 

 

 წყარო : http://recepti.kz/

ინგრედიენტები:

რუხი პურის ფქვილი 500 გრ

წყალი 250 მლ

განაფხვიერებელი 10 გრ

ქონდარი 1 ჩ.კოვზი

მარილი

ზეთი 10 მლ

 

შიგთავსი :

ლობიო 300 გრ

ლორი 200 გრ

ხახვი 1/2

ნიორი 2 კბილი

პამიდორი 1 ცალი

ზეთი 50 მლ

ქინძი 10 გრ

მარილი

პილპილი

 

პირველ რიგში გამოაცხვეთ  რუხი პური.

მაშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შეურიეთ,დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი.ზელვის პროცესში დაუმატეთ ქონდარი.

ცომი გააჩერეთ ასაფუებლად 30 წუთი.

 

სანამ ცომი ამოვა მოამზადეთ შიგთავსი.გახურებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ დაჭრილი ხახვი,ნიორი და ეტაპობრივად დააყარეთ ჯერ დაჭრილი ლორი,

შემდეგ მოხარშული ლობიო,კანგაცლილი , წვრილად დაჭრილი პამიდორი.

ლორის და ლობიოს შიგთავსი შეაზავეთ მარილი,პილპილით,დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ტაფას თავსახური  დაახურეთ .შიგთავსი შუშეთ ტაფაზე მომზადებამდე

 

პურის ცომს ზემოდან ზეთიანი ხელი გადაუსვით.გამოსაცხობ ფორმას ძირში მოაყარეთ ფქვილი,ჩადევით ცომი და 200 გრადუსზე 20-25 წუთი  გამოაცხვეთ.

გამომცხვარ პურს შუაგული ამოუღეთ  და შიგნით მოათავსეთ ლობიო ლორით.

 

 

 

წყარო: იუთუბი, გადაცემა გურმანია 2015 2 მაისი 

Published in ქართული
Friday, 16 June 2017 15:00

ლობიანი

ცომი

1 კგ.ფქვილი

500 მლ თბილი წყალი

10 გრ.საფუარი

1 ჩ.კ მარილი 

1 ს.კ შაქარი

ზეთი ჩასაზელად

შიგთავსი:

1 თავი ხახვი

მარილი

ზეთი ან მცენარეული ცხიმი

შავი წიწაკა დაფქული

ფქვილი ჩავყაროთ თასში,დავუმატოთ შაქარი,მარილი,საფუარი,თბილი წყალი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.

უკვე მოზელილ ცომს დავუმატოთ ზეთი,გადავზილოთ,დავაფაროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.

ამოფუებული ცომი ჩავზილოთ ზეთიანი ხელით 2-ჯერ ,15 წუთის შუალედით.

შიგთავსის მოზადება:

მოხარშული ლობიო ამოვლესოთ .დავუმატოთ წვრილად დაწრილი ზეთში მოხრაკული ხახვი,მარილი,შავი წიწაკა 

 

ამოსული ცომი დავყოთ გუნდებად.თითოეული გავაბრტყელოთ წრიული მოძრაობებით,ჩავდოთ ლობიო და მოვუკრათ თავი.

ლობიანი დავდოთ გახურებულ ტაფაზე,თავი დავახუროთ და გამოვაცხოთ.

შემდეგ  გამოცხობა დავასრულოთ ზედა წვაზე ღუმელში.გამომცხვარ ლობიანს წავუსვათ ზეთი ან მცენარეული ცხიმი.

ცომი

1 კგ.ფქვილი

500 მლ თბილი წყალი

10 გრ.საფუარი

მარილი გემოვნებით

ზეთი ჩასაზელად

შიგთავსი:

2 ს.კ.ღორის მუცლის ქონი

500 გრ.ლობიო

მარილი,პილპილი გემოვნებით.

 

ფქვილი ჩავყაროთ თასში,დავუმატოთ მარილი,საფუარი,თბილი წყალი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.

უკვე მოზელილ ცომს დავუმატოთ ზეთი,გადავზილოთ,დავაფაროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.

ამოფუებული ცომი ჩავზილოთ ზეთიანი ხელით 2-ჯერ ,15 წუთის შუალედით.

 

შიგთავსის მოზადება:

მოხარშული ლობიო ამოვლესოთ ,დავუმათოთ ქონი და მარილი.

მუცლის ქონს სპეციფიკური სუნი არ ააქვს.ქალაქში მისი შოვნა ძალიან ძნელია.ამიტომ ლობიოს ხარშვისას ღორის ქონი ან წვრილად დაჭრილი ლორი ჩავაყოლოთ.

თუ ლორი ნაკლებ ცხიმიანია,დავუმატოთ ზეთი.

რაჭულ ლობიანს არ უმატებენ ქონდარს,ნიორს,ხახვს,წიწაკას და სუნელებს.

 

ამოსული ცომი დავყოთ გუნდებად.თითოეული გავაბრტყელოთ წრიული მოძრაობებით,ჩავდოთ ლობიო და მოვუკრათ თავი.

ლობიანი დავდოთ გახურებულ ტაფაზე,თავი დავახუროთ და გამოვაცხოთ.

შემდეგ  გამოცხობა დავასრულოთ ზედა წვაზე ღუმელში.გამომცხვარ ლობიანს წავუსვათ ღორის ცხიმის ნაჭერი ან კარაქი(ზეთი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Friday, 10 February 2017 16:26

ლობიო იმერულად

ინგრედიენტები:

1 კგ.მოხარშული ლობიო

2 სუფრის კოვზი კვაწარახი ან მჟავე ტყემალი

თითო-თითო კონა ქინძი,ოხრახურში,ნიახური

ნახ,კონა პრასი

1 თავი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ნიორი მარილთან ერთად დავნაყოთ.

მწვანილი  წვრილად დავჭრათ.

ლობიო მოვხარშოთ,გაზს დავუწიოთ.

მოხარშული ლობიო ჩავჭყლიტოთ ისე,რომ მარცვლების ნაწილი მთელი დარჩეს. ლობიოს ტყემალი ან კვაწარახი დავუმატოთ, საკმაზითა და მწვანილებით შევკაზმოთ.

გამოვრთოთ გაზი,ქვაბს თავსახური დავახუროთ და 15-20 წუთი გავაჩეროთ.