Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Saturday, 21 October 2017 07:45

წიწაკის მწნილი

ინგრედიენტები:

 

1 კგ.მწვანე სამწნილე წიწაკა ან ბულგარული წიწაკა

100 მლ ზეთი

1 ს.კოვზი შაქარი

50 გრ.ნიორი

200 მლ.თეთრი ღვინის ძმარი

30 გრ.მარილი

5 გრ.ბაჰარი 

3-4 ცალი დაფნის ფოთოლი

100 გრ.ნიახური

50 გრამი  ოხრახურში

 

 

 

 წიწაკა გავრეცხოთ,ბოლოები ჩავჭრათ,ჩავყაროთ მდუღარე წყალში ,  წამოვადუღოთ,

გადავიტანოთ ცივ წყალში .რომ შეგრილდება,ამოვიღოთ და კარგად გავწუროთ.

 

1 ლიტრა წყალში ჩავყაროთ მარილი,შაქარი, დაჭრილი ნიახური,ოხრახურში,ჩავასხათ ზეთი,ძმარი ,

ავადუღოთ და გავაგრილოთ

 

წიწაკა მჭიდროდ ჩავტენოთ მინის ქილებში,ჩავაყოლოთ ნიორი,დაფნის ფოთოლი,ბაჰარი  ,დავასხათ 

მარინადის წყალი და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი,შემდეგ კი მოვხუფოთ.

 

 

ინგრედიენტები

3 კგ მწვანე პამიდორი

500-600  გრ.ნიახური

500-600 გრ.ოხრახურში

200 გრ.კამა

100-120  გრ.ნიორი

10  დაფნის ფოთოლი

 წითელი წიწაკა გემოვნებით

3 ლ.წყალი

180 გრ.მარილი გემოვნებით

1,5 ჩ.კოვზი შაქარი

 

მკვახე პამიდორი ჩავჭრათ შუაში.

 

მწვანილები გავრეცხოთ,დავჭრათ ფოთლები და ღეროები შევინახოთ.

 

მწვანილის ფოთლები ნიორთან ერთად გადავანაწილოთ პამიდვრის ჩაჭრილ გულში.

 

მინის ქილებში ერთ ფენად ჩავაწყოთ პამიდვრები,დავაყაროთ მწვანილის ღეროები,ნიორი,დაფნის ფოთოლი,წიწაკა.

ასეთი თანმიმდევრობით ჩავაწყოთ რამდენიმე ფენა.

 

ავადუღოთ მარილიანი წყალი( 1 ლიტრა წყალს დავუმატოთ 1 ჩ.კოვზი შაქარი და 60 გრ.მარილი),გავაგრილოთ,

დავასხათ პამიდვრებს ისე,რომ დავფაროთ და მოვხუფოთ.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ ბადრიჯანი

2 ცალი სტაფილო

4 -5 კბილი ნიორი

1 მწარე წიწაკა

2 პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

1 დიდი ზომის წითელი ბულგარული

3 - 4  თავი ხახვი

1,5 ხმელი სუნელი

1,5 ხმელი ქინძი

დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მარილი გემოვნებით

 

ბადრიჯანი გავთალოთ,დავჭრათ თხლად და ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან.

 

სხვა ტაფაში გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში ერთად მოვთუშოთ .

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პამიდორი,ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძელოთ კერძის

მომზადება თავდახურულ ჭურჭელში.

მოვაყაროთ მარილი,წითელი დაფქული წიწაკა.

 

ნიორი,ბადრიჯანი,ბულგარული გავატაროთ ხორცსაკეპში.

 

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და შევკაზმოთ , მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში. 

დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 15-20   წუთი.ცხელი ჩავასხათ სტერილური ქილებში და მოვხუფოთ.

 

მოგეწონათ რეცეპტი?გთხოვეთ, გაუზიარეთ მეგობრებს.

 

ინგრედიენტები:

1 კგ ბადრიჯანი

2 ცალი სტაფილო

4 -5 კბილი ნიორი

1 მწარე წიწაკა

2 პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

1 დიდი ზომის წითელი ბულგარული

3 - 4  თავი ხახვი

1,5 ხმელი სუნელი

1,5 ხმელი ქინძი

დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მარილი გემოვნებით

 

ბადრიჯანი გავთალოთ,დავჭრათ თხლად და ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან.

 

სხვა ტაფაში გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში ერთად მოვთუშოთ ,

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პამიდორი,ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძელოთ კერძის

მომზადება თავდახურულ ჭურჭელში.

მოვაყაროთ მარილი,წითელი დაფქული წიწაკა.

 

ნიორი,ბადრიჯანი,ბულგარული გავატაროთ ხორცსაკეპში.

 

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 5-10  წუთი.

შევკაზმოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

მოგეწონათ რეცეპტი?გთხოვეთ, გაუზიარეთ მეგობრებს.

 

 

 

 

 

 

Published in ქართული

ინგრედიენტები:

2 კგ.ქლიავი

1,5 2  კგ შაქარი

1 ჭიქა წყალი

1-2  დარიჩინის ჯოხი

ან 0,5 ჩაის კოვზი დაფქული

400 გრ ნიგოზი

 

ნიგოზი მოვხალოთ,შეძლებისდაგვარად, ქერქი მოვაშოროთ და დავჭრათ ისე,

როგორც გოზინაყის მომზადებისას ვჭრით.

 

გამოვუღოთ ქლიავს კურკები,დავაყაროთ ნიგოზი,შაქარი,დავასხათ წყალი,ჩავყაროთ 

დარიჩინი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.

 

როგორც კი ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 30  წუთი.

პერიოდულად მოვაშოროთ წარმოქმნილი ქაფი.

 

ბურაბა ჩავასხათ სტერილურ ბანკებში და მოვხუფოთ.მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ ,გაუზიარეთ 

მეგობრებს.

 

 

შავი ქლიავის მურაბა თხილით

 

ქლიავს გამოვუღოთ კურკები და შუაში თითოეულს ჩავუდოთ 1 ცალი თხილის გული 

და მოვამზადოთ ისე,როგორც ეს ზემოთ არის აღნიშნული.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ ატამი

500 მლ წყალი

1.5კგ.შაქარი

3-4 ბადიანის ვარსკვლავი

1 ჩ.კოვზი ვარდისფერი წიწაკა

 

ატმებს ამოვაცალოთ კურკა და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

მოვადუღოთ სიროფი , დავასხათ ატმებს და 24 საათი  გავაჩეროთ.

სიროფი გადავწუროთ,ისევ ავადუღოთ და დავასხათ ატმებს.კვლავ გავაჩეროთ 24 საათი.

მურაბას დავუმატოთ ბადიანი,ვარდისფერი წიწაკა და ვადუღოთ 5-10 წუთი.დუღილის დროს წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ.

ცხელი მურაბა გადავიტანოთ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.შევინახოთ გრილ ადგილას.

 

 

ინგრედიენტები:

2 კგ გარგარი

2,5 კგ შაქარი

2 -3 ღერი ცოცხალი პიტნა

 

გარგარი გავრეცხოთ,გამოვუღოთ კურკები და ფენა- ფენა ჩავალაგოთ მომინანქრებულ თასში.ფენებს შორის მოვაყაროთ შაქარი,ჩავდოთ პიტნა  და 8-10 საათი გავაჩეროთ. 

გარგარი წვენს გამოიღებს.მოვურიოთ ხის კოვზით.თასი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.წვენს ხის კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ,სანამ შაქარი არ გადნება.

შემდეგ ცეცხლს ავუწიოთ და 30 წუთი ვადუღოთ.ქაფი დროდადრო მოვხადოთ.ცეცხლი გამოვრთოთ,პიტნის ღეროები ამოვიღოთ და გარგალის მურაბა  გავაციოთ.

გარგალი კვლავ შემოვდგათ ცეცხლზე , ვადუღოთ 10-15 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან,გავაციოთ.ასე მოვიქცევით კიდევ 2-ჯერ.

გარგალის მურაბა გადავიტანოთ ქილაში და მოვხუფოთ.

ინგრედიენტები:

3 კგ გარგარი

3 კგ შაქარი

1 ცალი ლიმონის წვენი და ცედრა(სურვილისამებრ)

 

გარგარი გავრეცხოთ,გამოვუღოთ კურკები და ფენა- ფენა ჩავალაგოთ მომინანქრებულ თასში.ფენებს შორის მოვაყაროთ შაქარი და 8-10 საათი გავაჩეროთ .

გარგარი წვენს გამოიღებს..თასი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.ხის კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ,სანამ შაქარი არ გადნება.

შემდეგ ცეცხლს ავუწიოთ და 30 წუთი ვადუღოთ.მურაბას ქაფი დროდადრო მოვხადოთ.ცეცხლი გამოვრთოთ და გარგალი გავაციოთ.

გარგალი კვლავ შემოვდგათ ცეცხლზე , ვადუღოთ 10-15 წუთი და გავაციოთ.ასე მოვიქცევით კიდევ 2-ჯერ..

გარგალის მურაბა გადავიტანოთ ქილაში და მოვხუფოთ.

 

რჩევა:

გარგარს არომატისათვის ხარშვისას შეგვიძლია დავუმატოთ ლიმონის წვენი და ლიმონის ცედრა.