Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრებიენტები:

 1 საშუალო ზომის ,თეთრი, თხელფურცელა კომბოსტო

500 გრ.ნიგოზი

30 გრ.ნიორი

1/2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/2 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

1/2 ჩ/კპვზი ხმელი ქინძი

20 გრ.ცოცხალი ქონძი

ძმარი სულვილისამენრ

1 ცალი ბროწეული

ოხრახურში სურვილისამებრ

მარილი გემოვნებით

 

კომბოსტოს ფოთლენი მოვთუთქოთ ადუღებულ წყალში.ნელ-ნელა მოვაცილოთ მოთუთქული ფოთლები და 

გავშალოთ სინზე,გავაგრილოთ და მსუბუქად გავწუროთ.

 

შიგთავსის მოსამზადებლად ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ხორცაკეპ მანქანაში,შევურიოთ სუნელები,მარილი,წიწაკა

დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

 

 

 კომბოსტოს მოთუთქულ ფურცლებს ავათალოთ  სქელი  და მაგარი ნაწილები,დავალაგო გვერდიგვერდ,სქლად

წავუსვათ ნიგვზიანი საკმაზი და გადავახვიოთ რულეტისებურად.

 

კომბოსტოს რულეტი დავჭრათ რგოლებად და გავაფორმოთ ოხრახურშით,ბროწეულის მარცვლებით.

 

 

 

ინგრედიენტები:

 1 კგ საქონლის ხორცი

200 გრ.ღორის ხორცი

100 გრ. მრგვალი ბრინჯი

3 თავი ხახვი (საშუალო ზომის)

15 ღერი ქინძი

7 კბილი ნიორი

15 ღერი პიტნა

100 გრ კარაქი

 

აჯიკა:

3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

2 წითელი ცხარე წიწაკა

1,5 ჩ.კოვზი ძირა

3 ჩ.კოვზი ხმელი ქინძის მარცვლები

1,5  ს. ,კოვზი მარილი

 

ნაღების სოუსი:

100 გრ კარაქი

4 ს.კოვზი ზეთი

8 კბილი ნიორი

200 მლ ნაღები

10 ღერი კამა

10 ღერი ქინძი

10-10 გრ. მარილი და შავი დაფქული წიწაკა

ვაზის ფოთოლი

 ბრინჯი წინასწარ დავალბოთ 20 წუთი წყალში.

 

მოვამზდოთ აჯიკა.

ბულგარული და წითელი წიწაკა დავაბლენდეროთ.

ფილთაქვაში ჩავყაროთ ნიორი,ჩავასხათ 2 ს.კოვზი ზეთი,ჩავყაროთ მარილი,ქინძის მარცვლები,ძირა   და დავნაყოთ.

დაბლენდერებული წიწაკა და დანაყილი მასა  შევურიოთ ერთმანეთში.

 

პიტნა და ქინძი დავჭრათ წვრილად.

შერეულ ფარშს შევურიოთ ბრინჯი,მწვანილები,აჯიკა გემოვნებით და ბოლოს წვრილად დაწრილი ხახვი.

შეზავებულ ფარშს დავუმატოთ 1/2 ჭიქა წყალი და კარგად მოვურიოთ.

გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.

ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში დავასხათ ცხელი წყალი,ისე რომ ტოლმა არ უნდა დავფაროთ .

ტოლმა რომ ძალიან გემრიელი გამოგვივიდეს,  ზემოდან კარაქის კუბები მოვათავსოთ,

კერძს დავაფაროთ თეფში და ზემოდან მოვათავსოთ სიმძიმე( ქვა) ,წყალი აიწევს და ტოლმას დაფარავს.

ქვაბს დავახუროთ თავსახური.წყალი რომ ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

 

ნაღების სოუსი:

 ქინძი და კამა წვრილად დავჭრათ.

 კარაქი გავადნოთ ,დავასხათ ზეთი,შიგნით ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი   ნიორი და ოდნავ მოვშუშოთ.

დავუმატოთ დაბალპროცენტიანი ნაღები.როგორც კი წამოდუღდება,იქვე გადმოვდგათ ცეცხლიდან,

წვრილად დაჭრილი მწვანილი ჩავყაროთ  და დავუმატოთ  მარილი,შავი დაფქული წიწაკა

 

სუფრაზე მიტანის წინ კერძი გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრენით და ფიალით მივიტანოთ ნაღების სოუსი.

 

ინგრედიენტები:

250 მლ. კეფირი

1 კვერცხის გული

50 მლ. არაჟანი

1 ს.კოვზი შაქარი

1 ჩაის კოვზი მარილი

1ჩ.კოვზი სოდა

400 გრ.ფქვილი

35 მლ.ზეთი

ინგრედიენტები კომბოსტოს  გულსართისათვის:

250 გრ კომბოსტო
70 გრ.ხახვი
75 გრ.სტაფილო
2 ს.კოვზი ტომატ- პასტა
2 გრ.მარილი
2 გრ.შავი დაფქული წიწაკა
35 მლ ზეთი
20 გრ.ნარღების კარაქი

კეფირი შევათბოთ ცეცხლზე .თბილ კეფირს დავუმარტოთ კვერცხის გული,არაჟანი, სოდა,ზეთი,მარილი,შაქარი,ფქვილი  და მოვზილოთ ნაზი ფაფუკი ცომი.

ცომი დავასვენოთ და დავყოთ გუნდებად.

თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი,მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

კომბოსტოს  გულსართის მომზადება:

კუბებად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში და კარაქში

ხახვს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო,გახეხილი სტაფილო ,ტომატ- პასტა.ტაფას თავსახური დავაფაროთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

გულსართს ბოლოში დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

Published in ღვეზელი