Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

320 გრ.ფქვილი

250 მლ.(15 %) არაჟანი

200 გრ.შაქარი

ნახ.ჩაის კოვზი სოდა

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

2 გრ.მარილი

20 გრ.კაკაო

 

ინგრედიენტები არაჟნის კრემისათვის:

400 გრ.არაჟანი( 25%)

75 გრ. შაქრის პუდრა

ვანილი ან 5 გრ. შაქრიანი ვანილი

 

 სიროფი:

50 მლ წყალი

50 გრ. შაქარი

ვანილი ან 5 გრ. შაქრიანი ვანილი

 

  დეკორისათვის:

50 გრ.შავი შოკოლადი

50 გრ.ნაღების კარაქი

 

ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი.

 

ფქვილი,მარილი,სოდა,გამაფხვიერებელი ერთმანეთს შევურიოთ.

 

ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად,შევათქვიფოთ გაზზე გამდნარი,გაგრილებული

კარაქი და არაჟანი.

 

ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად.ერთერთს დავუმატოთ კაკაო.

 

საცხობ ფორმაში მონაცვლეობით  დავასხათ ერთი სუფრის კოვზი თეთრი და შავი ცომი,

ისე როგორც ეს სქემაზე არის ნაჩვენები.

 

წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ  160 გრადუსზე 45-50 წუთი.

 

მოვამზადოთ კრემი:

სქელი არაჟანი 5-6 საათი გავაციოთ მაცივარში.თუ არაჟანი სქელი არ გვაქვს,

მაშინ დოლბანდში მოვათავსოთ,შევკრათ და დავკიდოთ,სანამ არ დაიწურება.

 

თასი ,რომელშიც აუნდა მოვამზადოთ კრემი ,შევდოთ რამდენიმე საათი მაცივარში.

 

არაჟანი,ვანილი,შაქრის პუდრა( შაქრის ფხვნილი არ შეიძლება}ავთფვიფოთ მიქსერით,

ჯერ დაბალ სიჩქარეზე,შემდეგ კი სიჩქარეს მოვუმატოთ.

 

წყალი,ვანილი,შაქარი შევურიოთ  და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფი გავაგრილოთ.

 

წყლის აბაზანაზე გავადნოთ შავი შოკოლადი კარაქთან ერთად.

 

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და ორივე ნახევარი სიროფით დავნამოთ.

ტორტს ზემოდან,შუაში,გვერდებზე წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ

შოკოლადით.

 

Published in ტორტები

ინგრედიენტები:

1 თავი ხახვი
300 გრ სოკო
2 ჭიქა ბრინჯი
50 გრ თეთრი ღვინო
შავი პილპილი
მარილი
პარმეზანი
კარაქი

 ქვაბში ჩავყაროთ  ხახვი და  კარაქში  მოვშუშოთ.მოსუსულ ხახვს , ჯერ სოკო დავუმატოთ,შემდეგ  ბრინჯი , ღვინო დავასხათ და კარგად ამოურიოთ .

ქვაბში ბრინჯს  დავასხათ  წყალი ან მასში  გახსნილი სოკოს ბულიონი , შევაზაოთ პილპილით და მარილით.ბოლოს მოვაყაროთ პარმეზანი  და ავურიოთ  .

ინგრედიენტები:

200 გრ. სპაგეტი
100 გრ. კარაქი
200 გრ. მოცარელა
150 გრ. პარმეზანი
3 კვერცხი
შავი პილპილი

ბაზილიკის ფოთლები

 სპაგეტი მოვხარშოთ. 3 კვერცხი გავთქვიფოთ ,პარმეზანი გავხეხოთ და  კვერცხს შევურიოთ , პილპილი დავუმატოთ.

ავიღოთ თასი  და მასში მოხარშული სპაგეტი ჩავდოთ.კარაქი , გათქვეფილი კვერცხის მასა დავუმატოთ და კარგად ამოვურიოთ.

ტაფაზე მოვასხათ ზეთი და მასის ნახევარი მოვათავსოთ , ზემოდან ჯერ რგოლებად დაჭრილი მოცარელა დავალაგოთ.,შემდეგ ბაზილიკის  ფოთლები .ბოლოს  სპაგეტის მეორე ნაწილი დავდოთ და

თანაბრად გადავანაწილოთ . ფრიტატა დაბალ ცეცხლზე.დაგდგათ  (ქვედა მხარე რომ შეიბრაწება, მერე დიდი სახურავის მეშვეიბით  უნდა გადმოვაბრუნოთ ).და ორივე მხრიდან დავბრაწოთ.