Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

10 კვერცხი

150 გრ.ნიგოზი

20 მლ.ძმარი

20 გრ.ქინძი

50 გრ.ბროწეულის მარცვლები

მარილი და პილპილი გემოვნებით

 

 

მოხარშული კვერცხი გავჭრათ შუაზე და გული გამოვუღოთ.

 

ცალკე თეფშზე ჩანგლით დავსრისოთ კვერცხის გული და მასში შევურიოთ 

გატარებული ნიგოზი,ძმარი და წვრილად დაჭრილი ქინძი.დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები,

მარილი დაპილპილი.

 

ნიგვზიან მასას მივცეთ ბურთულის  ფორმა და ჩავდოთ კვერცხის ცილებში.

 

შიგთავსი შეგვიძლია მაიონეზითაც მოვამზადოთ.მოხარშული კვერცხის გულები დავსრისოთ  ჩანგლით,

შევურიოთ მაიონეზი,უცხო სუნელი , ხმელი ქინძი.მარილი და პილპილი გემოვნებით დავუმატოთ.

უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი სქელი მასა.

 

შეკაზმულ შიგთავსს მივცეთ ბურთულების ფორმა,ჩავდოთ ლვერცხის დაჭრილ ცილებში და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

500 გრ.წიტელი ბულგარული

400 გრ.ნიგოზი

1 ლ. ზეთი

30 გრ.ნიორი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

20 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

ბროწეულის მარცვლები

ძმარი სურვილისამებრ

 

გაცხელებულ ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ გარეცხილი,თესებგამოცლილი ბულგარული,

ჩავთუთქოთ მანამდე,სანამ კარგად არ დაიბრაწება.მოთუთქული წიწაკები სინზე გადავიტანოთ დასაწრეტად.

 

შიგთავსის მოსამზადებლად ნიორი,ნიგოზი გავატაროთ ხორცაკეპში,შევკაზმოთ ,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი.

 

ნიგვზის შიგთავსი ჩავდოთ მოთუთქულ წიწაკებში და გავაფორმოთ ოხრახურშით,კიტრითა და ბროწეულის მარცვლებით.

ინგრედიენტები:

1 კგ მწვანე ლობიო

400 გრ.ნიგოზი 

30 გრ.ნიორი

200-300 გრ.ხახვი

500 გრ.მწვანე ბულგარული წიწაკა

100 გრ.ქინძი

100მლ ზეთი

100 მლ ძმარი

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მწვანე ლობიო გავრეცხოთ,მოვაცალოთ ბოლოები და მოვთუთქოთ მდუღარე წყალში.

 

მოთუთქულ ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გავწუროთ,დავჭრათ 

 

ნიგოზი  და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,ხახვი რგოლებად დავჭრათ,ბულგარული წიწაკა კი დავჭრატ

ჰრძლად და წვრილ ნაჭრებად.

 

ბულგარული,ხახვი,ნიორი ჩავტუთქოთ ვახურებულ ზეთში ტაფაზე ,გავაგრილოთ და დავუმატოთ

ნიგოზი,ძმარი,პილპილი,მარილი,დაჭრილი ქინძი.

 

მიღებული საკმაზი შევურიოთ მწვანე ლობიოს.

 

სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებითა და სალათის ფოთლებით.

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ ბადრიჯანი

300-400 გრ.ნიგოზი

1/2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/2 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქონდარი

1 ჩ.კოვზი აჯიკა

მარილი,დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

1  წითელი ხახვი

 

 

 

 ბადრიჯანი დავჭრათ რგოლებად და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე.

 

ნიგოზი გავატაროთ და შევკაზმოთ.

 

ბადრიჯნის ნაჭრებს წავუსვათ შიგთავსი და გავაფორმოთ დაჭრილი წითელი ხახვითა და ქინძით.

 

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

1 კგ ბადრიჯანი

ზეთი შესაწვავად

მარილი მოსაყრელად

20 გრ.ნიგოზი

3 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

1 ბროწეული

1/2 ჩ.კ.უცხო სუნელი

1/2 ჩ.კ. ხმელი ქინძი

20 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

წიწაკა დაღერღილი გემოვნებით

 

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ 1 სმ-ის სისქის ნაჭრებად,მოვაყაროთ მარილი,

გავაჩეროთ 15 წუთი ,რომ ბადრიჯანს სიმწარე გამოუვიდეს.

 

დამარილებულ ბადრიჯანს გადავავლოთ წყალი და დავწრიტოთ საწურზე.

 

გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ზეთი და ბადრიჯანი შევწვათ ორივე მხრიდან.

 

ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში შევწვათ დარბილებამდე.შევეცადოთ არ დაგვეწვას.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ხახვს ბადრიჯანს საერთოდ არ უმატებს.

 

შიგთავსის მოსამზადებლად ერთად გავატაროთ ნიგოზი,ნიორი,დავუმატოთ სუნელები,მარილი,

წიწაკა,მოთუშული ხახვი  და კარგად მოვზილოთ.

 

შეკმაზულ ნიგვზიან მასას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი,ბროწეულის მარცვლები,

წავუსვათ ბადრიჯნის ნაჭრებს ორივე მხრიდან და რულეტივით დავახვიოთ.

 

 

ინგრედიენტები

3 კგ გარგარი

3  კგ  შაქარი

240  გრ ნიგოზი

240 გრ.ნუში

 

გარგარი გავრეცხოთ,კურკები მოვაცილოთ,ჩავყაროთ ქვაბში,დავაყაროთ შაქარი და მთელი ღამე გავაჩეროთ.

გარგარი გამოუშვებს წვენს და 15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ.შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ და  გავაჩეროთ. რამდენიმე საათი.

ასეთივე პროცედურას გავიმეორებ კიდევ 3-ჯერ.

მე-4 ჯერ(ბოლო დუღილის დროს)  წვრილად დაწრილ ნიგოზს ჩავყაროთ  მურაბაში და ვადუღოთ  20 წუთი.

სუფთა ,მშრალ ქილებში ჩავასხათ ცხელი მურაბა და თავი მოვუხუფოთ