Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

 ინგრედიენეტბი:

1 ცალი ნაწლავი

100 გრ.მდნარი კარაქი

2 ცალი წითელი ხახვი

100 მლ.ბროწეულის წვენი  და 1 ცალი საშუალო ზომის ბროწეულის მარცვლები 

50 გრ.ქინძი

700 გრ.ღორის ხორცი

700 გრ.ძროხის ხორცი

300 გრ.ქონი

3 კბილი ნიორი

50 მლ წითელი მშრალი ღვინო

2 ს.კოვზი კოწახურის მარცვლები

დანის წვერით დაფქული მუსკატის კაკალი

მწიკვი დარიჩინი

მწიკვი მიხაკი

მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

 

 ხორცსაკეპში (გამოვიყენოთ მსხვილი ბადე) გავატაროთ ხორცი,ქონი,ნიორი ,ხახვი,ქინძი .

ფარში შევაზავოთ სუნელებით მარილითა და წიწაკით. ხორცის ფარშს დავუმატოთ ღვინო ,ბროწეულის წვენი.

ღორის ნაწლავი კარგად ამოვსვაროთ მარილში, მჭადის ფქვილში შიგნითა და გარეთა მხრიდან .ნაწლავები კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ზომებად.

 ნაწნავების ერთი ბოლო გავკვანძოთ,მეორე ბოლო წამოვაგოთ განიერძირიან ძაბრზე(ან სპეციალურ დანადგარზე.შესაძლებელია, გამოვიყენოთ ასევე,გადაჭრილი

პოლიეთილენის ბოთლის თავი) და ამოვავსოთ მომზადებული ფარშით.შემდეგ ეს ბოლოც გავკვანძოთ.

მომზადებული კუპატები მდუღარე წყალში ჩავუშვათ და იქვე ამოვიღოთ.ასე ვიქცევით იმიტომ,რომ ნაწლავის შიგნით ცარიელი სივრცე შეივსოს.

კუპატი შევწვათ კარაქში და გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით,დაჭრილი ხახვითა და მწვანილით.

 

 

 

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის:

100გრ. ფარში საქონლის
50 გრ. ხახვი
20 გრ. სტაფილო
10 გრ. ზეითუნის ზეთი
120 გრ. სპაგეტი
15 გრ. პარმეზანო

ოხრახურში

30 გრ. თეთრი ღვინო
2 გრ ორეგანო

150 გრ.პამიდორი

ზეითუნის ზეთში  ხახვი მოვშუშოთ. წვრილ სახეზე გახეხილი სტაფილო დავუმატოთ,მოვშუშოთ, ფარში ჩავამატოთ და ისიც კარგად ჩავშუშოთ.

დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი .გათქვეფილი პომიდორი .შავი პილპილი , ორეგანო ,მარილი და კარგად მოშუშოთ.
მაკარონი მარილიან წყალში მოვხარშოთ, მომზადებულ სოუსში გადავიტანოთ ,ამოურიოთ .სასურველ თეფშზე დავდოდ, გახეხილი პარმეზანი ,წვრლად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის
120 გრ. სპაგეტი
10 გრ. ზეითუნის ზეთი
40 გრ. ბეკონი
2 კვერცხის გული
20 გრ. ნაღები
პარმეზანი
შავი პილპილი
მარილი

მოვხარშოთ სპაგეტი  მარილიან წყალში. ბეკონი პატარა კუბიკებად დავჭრათ ,  ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ, შავი პილპილი დაუმტოთ.  2 კვერცხის გული ნაღებში კარგად გავთქვიფოთ, შავი პილპილი  დავამატოთ.მაკარონი რომ ოიხარშება , ტაფაში გადავიტანოთ, სადაც ბეკონი მოვშუშეთ , კარგად ამოურიოდ და  ცეცხლიდან გადმოვდგათ , გათქვეფილი კვერცხის ნარევი დავამატოთ (შეგვიძლია ცოტა მაკარონის ნახარში დავამატოთ, თუ მშრალი გამოვიდა ) , თეფშზე გადმოვიღოთ და  პარმეზანი მოვაყაროთ.