Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

5 ცალი მწყერი

100 მლ ზეთი

50 გრ.კარაქი

მარილი გემოვნებით

აჯიკა სურვილისამებრ

 

გასუფთავებული მწერი გავრეცხოთ,გავაშროთ,მოვაყაროთ მარილი  და წავუსვათ აჯიკა(სურვილისამებრ).

 

გავაცხელოთ ტაფა,დავასხათ ზეთი,დავაწყოთ მწყერი.

 

თითოეულ მწყერს დავადოთ 10 გრ.კარაქი და შევწვათ ორივე მხრიდან.

 

Friday, 25 August 2017 03:32

ქადა

ინგრედიენტები:

600 გრ.ფქვილი

150 გრ.კარაქი

220 გრ.შაქარი

200 მლ .რძე

3 კვერცხი

11 გრ.საფუარი

2 გრ.მარილი

 

 შიგთავსი

250 გრ.ყავისფერი შაქარი

200 გრ.კარაქი

120 გრ.ფქვილი

10 გრ.დარიჩინი

ვანილი

 

ხავიწის მინანაქარი:

150 გრ. შაქარი

100 მლ.რძე

50 გრ.კარაქი

2 ს/კ ფქვილი

1ჩ/კ ლიმონი

 

 

 ცომის მოსაზელად მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

მშრალ მასას დავასხათ თბილი რძე,კვერცხი ,მოვზილოთ  და ბოლოს შევაზილოთ გამდნარი კარაქი.

 

ქვაბში მოვათავსოთ ერბო,დავუმატოთ რძე,მარილი გემოვნებით,შემოვდგათ ცეცხლზე.როცა ერბო გადნება 

ჩავამატოთ ფქვლი,გამუდმებით ვურიოთ,ფქვილი უნდა მოიხარშოს.შიგთავსი, როგორს კი შესქელდება და დუღილს დაიწყებს,

ცეცხლიდან გადმოვდგათ.

 

ცომი გავაბრტყელოთ და მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა,ზემოდან მთელ სიგრძეზე დავდოთ შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტივით.

დავჭრათ სასურველ ზომებად.გამოვაცხოთ  200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.

გამომცხვარ ქადებს ზემოდან დავასხათ ხავიწის მიონანაქარი.

 

 ხავიწის მინანქრის მომზადება:

ტაფაში ჩავყაროთ შაქარი,დავასხათ რძე,ჩავდოთ კარაქი.როგორც კი წამოდუღდება ,გადმოვდგათ,კოვზობით დავუმატოთ ფქვილი,

კარგად გავხასნათ,დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ  და ბოლოს დავამატოთ ვანილი,ლიმონის წვენი.

 

 

 

 წყარო: იუთუბი ,გადაცემა გურმანია 2015 წელი

ინგრედიენტები:

1000 გრ.ლობიო

300-400 გრ.ღორის  ან ბატკნის ხორცი 

1-2 კბილი ნიორი

1-2 თავი ხახვი

1 პატარა კონა  ქინძი

1 პატარა.კონა ოხრახურში

პიტნა გემოვნებით

მარილი,სავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

 

 

 

 პარკი ლობიო  გავრეცხოთ,4 ნაწილად გავტეხოთ  და მოვხარშოთ.

ლობიოს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ და გავწუროთ.

 

ღრმა ტაფაში ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცი შევწვათ,სანამ ბოლომდე წყალს დაიშრობს

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თავდახურულ ჭურჭელში ვშუშოთ.

 

კერძს შემდეგ დავუმატოთ ლობიო და გავაგრძელოთ შუშვა 5-10 წუთი.

ბოლოს ჩავამატოთ ნიორი,მარილი და წიწაკა გემოვნებით,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი

მწვანილი და ცეცხლზე გავაჩეროთ 1-2 წუთი.მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიაროთ მეგობრებს.

 

 

ამ ქართულმა კერძმა, უკრაინულ სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც კერძების საკონკურსო თემას ეძღვნებოდა, ( სახელწოდებით "ხახვისაგან მომზადებული კერძები") მე-5 ადგილი დაიკავა. გთვაზობთ

,რეცეპტის სრულ ტექსტს, უკრაინელი მზარეულის, ალა კავალჩუკის ვერსიით.

ინგრედიენტები:

 500 გრ ღორის ხორცი

9 თავი დიდი ზომის ხახვი

2 წიწაკა ჩილი

100 გრ.ნიგოზი

50 გრ.ტომატ - პასტა

40 გრ.არაჟანი

40 მლ ზეთი

 8 გრ.საქარი

15 გრ.მარილი

3 გრ. ხმელი ოხრახურში

10  ღერი  ოხრახურში

10 ღერი ქინძი

4 გრ.უცხო სუნელი

4 გრ.ხმელი ქინძი

6 გრ.დაფქული შავი წიწაკა

 

 

 

 ხახვი გავფცქვნათ.მოვაჭრათ თავი და ბოლო,ისე რომ მივიღოთ კასრის ფორმა.

ხახვის კაცრები  შუამდე ჩავჭრათ,გამოვაცალოთ გული და დავიტოვოთ 2 გარეთა  შრე შიგთავსის შესავსებად.

შიდა შრე შემოვაბრუნოთ საათის ისრის მიმართულებით,ისე როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

 

 

 

 

  

 

 ხახვის ნარჩენების ნახევარი .მოვთუშოთ ზეთში.

ხორცი,ხახვი,1 ცალი წიწაკა ჩილი გავატაროთ ხორცსაკეპში.ფრაშს შევურიოთ 50 გრ.დაფქული ნიგოზი,

მარილი,შავი წიწაკა,ხმელი ქინძი და ოხრახურში.

 

ხახვის ბურთები ამოვავსოთ ფარშით.

 

1 ცალი  წიწაკა ჩილი დავჭრათ ძალიან წვრილად და ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ.

დავამატოთ ტომატ- პასტა, შაქარი , მარილი და დავასხათ 1 ჭიქა წყალში

გახსნილი 2 ს.კოვზი არაჟანი.წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან და

შიგნით ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

სოუსის ნახევარი  მოვასხათ ფორმის ძირში,დავალაგოთ ფარშირებული ხახვები,

დავასხათ სოუსის მეორე ნახევარი ,გადავაფაროთ ფოლგა და გამოვაცხოთ ღუმელში 

160 გრადუსზე 1 საათი.

 პროცესის დასრულებამდე(ნახ საათით ადრე) მოვსხნათ ფოლგა,მოვაყაროთ დარჩენილი

ნიგოზი. სულ ესაა.მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიარეთ  მეგობრებს.

Published in ქართული

ინგრედიენტები:

250 გრ.ქათმის ფილე

200 მლ.ნაღები

400 მლ ბულიონი

2 ს.კ.პურის ფქვილი

1/2 თავი ხახვი

ძმარი,მარილი გემოვნებით

1 ნაჭერი პურის ბაგეტი

2 კბილი ნიორი

1 კვერცხი

2 გრ.კამა

 

ქათამი მოვხარშოთ ,გავაციოთ.ბულიონი გავწუროთ საცერში.

ხახვი და ნიორი ზეთში მოვშუშოთ ქვაბში.შემდეგ მასში  ჩავალაგოთ მოხარშული ფილეს ნაჭრები და გავაგრძელოთ მოშუშვა.ქვაბში ჩავასხათ ბულიონი.

ნაღებში გავხსნათ ფქვილი  და ისიც ქვაბში ჩავასხათ.წვნიანი წამოვადუღოთ,გადმოვდგათ ცეცხლიდან.კერძი დავამარილოთ,დავუმატოთ ძმარი.

ჩიხირთმა  დავაბლენდეროთ.

 

ტაფაზე გავადნოთ კარაქი.მას არომატისთვის დავუმატოთ 1 კბილი გაჭრილი ნიორი და მასში გავხუხოთ პური.

მოვამზადოთ კვერცხი პაშოტი.

ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მარილი,5 ს.კ.ძმარი ჩავასხათ,ჩავახალოთ 1 კვერცხი( მოვხარშოთ 2 წუთი) და ამოვიღოთ.

ღრმა თეფშზე დავასხათ ჩიხირთმის კრემ-წვნიანი,გავაფორმოთ კამით .კერძი  მივირთვათ გახუხულ პურთან და კვერცხთან ერთად

 

 

 

 

 

 

 

წუარო:იუთუბი,გადაცემა გურმანია 2015 წელი

 

 

Published in ქართული