Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

2 კვერცხის გული

1 ჩ.კოვზი მდოგვი (7 გრ.)

1 ს,კოვზი ლიმონის წვენი(25 მლ.)

3 გრ.მარილი

2 ჩ.კოვზი შაქარი(დაახლოებით 10-15 გრ.)

150 მლ. ზეთი

 

 როგორ მოვამზადოთ მაიონეზი მიქსერით

 

 კვერცხის გული და მდოგვი ავთქვიფოთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე.

მიქსერი ვაბრუნოთ ერთი მიმართულებით .მდოგვი აუცილებელია კვერცხის გულის გასასქელებად.

შემდეგ ჩავამატოთ შაქარი,მარილი და ამის შემდეგ წვეთ-წვეთობით ჩავამატოთ ზეთი.თან ვთქვიფოთ,თქვეფა არ შევაჩეროთ.

ბოლოს დავუმატოთ ლიმონის წვენი.

 

როგორ მოვამზადოთ მაიონეზი ბლენდერით

ბლენდერის ჭიქაში ჯერ ჩავდოთ კვერცხის გული,შემდეგ ჩავდოთ მდოგვი,დავასხათ ზეთი და ბოლოს ლიმონის წვენი.

ჩავდოთ ბლენდერი ჭიქის ფსკერამდე,ჩავრთოთ,გავაჩეროთ ჩართული 5 წამი და შემდეგ ვამოძრაოთ ქვემოდან ზემოთ

მაიონეზის გასქელებამდე.

რჩევა.

სასურველია ბლენდრი იყოს მძლავრი  და ყველა პროდუქტს ჰქონდეს ერთნაირი ტემპერატურა.

 

 

ინგრედიენტები:

ისპანახი 1/3 კ

ზეითუნის ზეთი 30 მლ

მარილი,პილპილი 2-2 გრ

150 გრ.მოხარშული სპაგეტი

 

 

ისპახანის სოუსუს მომზადება:

ისპანახი დავჭრათ უხეშად და ტაფაზე გამდნარ კარაქში მოვწალოთ.მოვაყაროთ წიწაკა, მარილი.ისპახანი დაახლოებით 2 წუტში მოიწალება ,ფერს შეიცვლის.

ბლენდერში გადავიტანოთ ისპახანი,ნიორის 1 კბილი,ჩავასხათ ზეითუნის ზეთი(მასის ერთგვაროვნობისათვის ).

 

მოხარშულ სპაგეტს მოვასხათ ისპახანის სოუსი  და კარგად ამოვურიოთ.მივირთვათ გემრიელად 

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის:

100გრ. ფარში საქონლის
50 გრ. ხახვი
20 გრ. სტაფილო
10 გრ. ზეითუნის ზეთი
120 გრ. სპაგეტი
15 გრ. პარმეზანო

ოხრახურში

30 გრ. თეთრი ღვინო
2 გრ ორეგანო

150 გრ.პამიდორი

ზეითუნის ზეთში  ხახვი მოვშუშოთ. წვრილ სახეზე გახეხილი სტაფილო დავუმატოთ,მოვშუშოთ, ფარში ჩავამატოთ და ისიც კარგად ჩავშუშოთ.

დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი .გათქვეფილი პომიდორი .შავი პილპილი , ორეგანო ,მარილი და კარგად მოშუშოთ.
მაკარონი მარილიან წყალში მოვხარშოთ, მომზადებულ სოუსში გადავიტანოთ ,ამოურიოთ .სასურველ თეფშზე დავდოდ, გახეხილი პარმეზანი ,წვრლად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის
120 გრ. სპაგეტი
10 გრ. ზეითუნის ზეთი
40 გრ. ბეკონი
2 კვერცხის გული
20 გრ. ნაღები
პარმეზანი
შავი პილპილი
მარილი

მოვხარშოთ სპაგეტი  მარილიან წყალში. ბეკონი პატარა კუბიკებად დავჭრათ ,  ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ, შავი პილპილი დაუმტოთ.  2 კვერცხის გული ნაღებში კარგად გავთქვიფოთ, შავი პილპილი  დავამატოთ.მაკარონი რომ ოიხარშება , ტაფაში გადავიტანოთ, სადაც ბეკონი მოვშუშეთ , კარგად ამოურიოდ და  ცეცხლიდან გადმოვდგათ , გათქვეფილი კვერცხის ნარევი დავამატოთ (შეგვიძლია ცოტა მაკარონის ნახარში დავამატოთ, თუ მშრალი გამოვიდა ) , თეფშზე გადმოვიღოთ და  პარმეზანი მოვაყაროთ.