Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

300 გრ.მარწყვი

3 კვერცხი

75 მლ.ნაღები

30 გრ.კარაქი

10 გრ.ფქვილი

20 გრ.შაქრის პუდრა

40 გრ.შაქარი 

2 ფოთოლი ბაზილიკი

 

 მიქსერით ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა,შევურიოთ 40 გრ.შაქარი და მოვამზადოთ ბეზე.

 

 კვერცხის გულები ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით , შევურიოთ 10 გრ.( 1ს.კოვზი) ფქვილი ,

 33% ნაღები და  ბეზე.

 

ტაფა გავახუროთ,გავადნოთ კარაქი და ომლეტი შევწვათ  2 წუთი ორივე მხრიდან.

 

 

მოვამზადოთ მარწყვის სოუსი:8-10 ( 150 გრ.)დიდი ზომის მარწყვი დავაბლენდეროთ,

შევურიოთ 10 გრ.შაქრის პუდრა და 3.ფოთოლი დაჭრილი მწვანე ბაზილიკი.

 

150 გრ.მარწყვი დავჭრათ კუბებად.

 

მზა ომლეტი ტაფიდან არ გადმოვიღოთ.ნახევარზე დავალაგოთ დაჭრილი მარწყვი,გადავაფაროთ

მეორე ნახევარი,გადმოვიტანოთ თეფშზე,მოვასხათ მარწყვის სოუსი,მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გავაფორმოთ მარწყვითა დ მწვანე ბაზილიკის ფოთლებით.

 

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

8 საქონლის ხორცის ფილე

1 წითელი ბულგარული

1 მწვანე ბულგარული

1 ცუკინი (იგივე ყაბაყი,სხვა სახეობა)

1 ხახვი

8 ცალი სოკო შამპინიონი

ზეითუნის ზეთი

 

 საქონლის ხორცის ფილე მსუბუქად დავბეგვოთ,ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი  და წიწაკა.

 

ბოსტნეული დავჭრათ წვრილად და გრძლად ,დავამარილოთ,მოვაყაროთ წიწაკა

ტაფზე მოვასხათ ზეთი,2 ს. კ წყალი და ბოსტნეული ოდნავ მოვშოშოთ.

 

მოშუშული ბოსტნეული შევახვიოთ ხორცის ნაჭრებში.რულეტები შევწვათ ტაფაზე 2 წუთი ორივე მხრიდან,

შემდეგ ტაფას დავახუროთ თაფზე და გავაგრძელოთ რულეტების მომზადება.

 

 

 

 

 

 

ინგრედიენტები:

10 კვერცხი

150 გრ.ნიგოზი

20 მლ.ძმარი

20 გრ.ქინძი

50 გრ.ბროწეულის მარცვლები

მარილი და პილპილი გემოვნებით

 

 

მოხარშული კვერცხი გავჭრათ შუაზე და გული გამოვუღოთ.

 

ცალკე თეფშზე ჩანგლით დავსრისოთ კვერცხის გული და მასში შევურიოთ 

გატარებული ნიგოზი,ძმარი და წვრილად დაჭრილი ქინძი.დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები,

მარილი დაპილპილი.

 

ნიგვზიან მასას მივცეთ ბურთულის  ფორმა და ჩავდოთ კვერცხის ცილებში.

 

შიგთავსი შეგვიძლია მაიონეზითაც მოვამზადოთ.მოხარშული კვერცხის გულები დავსრისოთ  ჩანგლით,

შევურიოთ მაიონეზი,უცხო სუნელი , ხმელი ქინძი.მარილი და პილპილი გემოვნებით დავუმატოთ.

უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი სქელი მასა.

 

შეკაზმულ შიგთავსს მივცეთ ბურთულების ფორმა,ჩავდოთ ლვერცხის დაჭრილ ცილებში და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

Sunday, 01 October 2017 13:03

ისპანახის ფხალი

ინგრედიენტები:

2 კგ.ისპანახი

500 გრ.ნიგოზი

1 თავი ნიორი

200 გრ.ცოცხალი ქინძი

1 ც.კოვზი უცხო სუნელი

1ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1/2 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

მარილი გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი ძმარი სურვილისამებრ

1 ცალი ბროწეულის მარცვლები

 

ისპანახის ფოთლები კარგად გავრეცხოთ და მდუღარე წყალში მოვთუთქოთ.

 

მოთუთქული ფოთლები გავაციოთ,გავწუროთ და ხორცსაკეპში გავატაროთ ქინძთან,ნიორთან და ნიგოზთან ერთად.

 

მიღებულ მასას მოვაყაროთ სუნელები,მარილი,დაღერღილი წიწაკა და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.

 

სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით და მივცეთ სასურველი ფორმა.

 

 

 

ისპანახი ხახვით

 

მოთუშული ისპანახის ფოთლები გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ ზეთში მოთუშული ხახვი,

დანაყილი ნიორი,წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი,მარილი და პილპილი გემოვნებით.