Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ინგრედიენტები:

500 გრ. ქათმის  ხორცი

500 გრ.ბრინჯი

1 სტაფილო

150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი

1 თავი ნიორი

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა  და კურკუმა გემოვნებით

 

 

 ყაზანში ან თუჯის ქვაბში  ჩავასხათ   ზეთი  და მოვხრაკოთ ხახთან ერთად  კუბებად დაჭრილი  ქათმის ხორცი.

 

ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.

 

ქათმის ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა , კურკუმა დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.

 

შემდეგ  ჩავყაროთ ბრინჯი და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ.

სულ ესაა.გემრიელად მიირთვით.

ინგრედიენტები:

500 გრ. საქონლის ან ცხვრის ხორცი

500 გრ.ბრინჯი

150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი

1 თავი ნიორი

1 სტაფილო

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა გემოვნებით

 

 

 ყაზანში ან თუჯის ქვაბში  ჩავასხათ   ზეთი  და მოვხრაკოთ ხახთან ერთად  კუბებად დაჭრილი ხორცი.

 

ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.

 

ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა ,დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.

შემდეგ  ჩავყაროთ ბრინჯი და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ.

სულ ესაა.გემრიელად მიირთვით.

 

 

ინგრედიენტები:

 600 გრ.ღორის ღვიძლი

1 კვერცხი

1 ჭიქა ბრინჯი

1-2 კბილი ნიორი

1 ჭიქა ფქვილი

1 ხახვი

მარილი გემოვნებით

 

ღვიძლი,ხახვი,ნიორი გავატაროთ ხორცაკეპში.

 

ფარშს შევურიოთ კვერცხი, მოხარშული ბრინჯი, მარილი გემოვნებით,  ფქვილი.

 

 გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი  და დავდოთ თითო-თითო სუფრის კოვზი ღვიძლის ფარში.

 ღვიძლის კატლეტები 2-3 წუთი  შევწვათ ორივე მხრიდან.

 

Monday, 17 July 2017 02:58

ტკბილი ფლავი

ინგრედიენტები:

200 გრ გრძელი ბრინჯი

200 გრ.ქიშმიში

1 ცალი  დიდი ფორთოხლის ცედრა

150 გრ კარაქი  ან ზეთი

150 გრ შაქარი ან თაფლი

 

ბრინჯი გავარჩიოთ,გავრეცხოთ ,მოვხარშოთ და გადავავლოთ ცივი წყალი ( ფანტია რომ გახდეს),

დავწუროთ თუშფალანგზე.

 

კარაქი გავადნოთ,დავუმატოთ შაქარი,ქიშმიში,ფორთოხლის ცედრა.გამუდმებით ვურიოთ,

რომ ქიშმიში არ დაიწვას.ქიშმიშის მარცვლები გაიბერება და შაქარში კარამელიზირდება.

 

 

სქელძირიან ქვაბს ძირზე და გვერდებზე კარაქი წავუსვათ.მასში ჩავყაროთ და თანაბარ ფენებად

გადავანაწილოდ ბრინჯი.ფენებს შორის მოვასხათ კარამელიზირებული კარაქი ქიშმიშთან ერთად.

 

ბოლო ფენა უნდა იყოს ბრინჯი.ქვაბს თავსახურავი დავაფაროთ და 5-10 წუთი ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

 

 

 ბრინჯის ფლავი ხილით.მე-2 ვერსია:

 

200 გრ გრძელი ბრინჯი

200 გრ.ქიშმიში

100 გრ კურაგა

ვაშლი და კომში სურვილისამებრ

150 გრ კარაქი

150 გრ შაქარი ან თაფლი

 

თბილ წყალში ჩავალბოთ ქიშმიში და კურაგა.

 

ბრინჯი გავარჩიოთ,გავრეცხოთ ,მოვხარშოთ და გადავავლოთ ცივი წყალი ( ფანტია რომ გახდეს),

დავწუროთ თუშფალანგზე.

კარაქი გავადნოთ,დავუმატოთ შაქარი,ქიშმიში.გამუდმებით ვურიოთ,

რომ ქიშმიში არ დაიწვას.ქიშმიშის მარცვლები გაიბერება და შაქარში კარამელიზირდება.

 

სქელძირიან ქვაბს ძირზე და გვერდებზე კარაქი წავუსვათ.მასში ჩავყაროთ და თანაბარ ფენებად

გადავანაწილოდ ბრინჯი.ფენებს შორის მოვასხათ კარამელიზირებული კარაქი ქიშმიშთან ერთად

და მოვაყაროთ დაჭრილი  კურაგა,ვაშლი,კომში.

 

ბოლო ფენა უნდა იყოს ბრინჯი.ქვაბს თავსახურავი დავაფაროთ და  ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე,

სანამ ხილი არ ჩარბილდება.

 

 

 

ინგრედიენტები:

ფქვილი 500 კგ

საფუარი 5 გრ

წყალი 250 მლ

სოკო 700 გრ

ხახვი 2 თავი

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ გახურებულ ტაფაზე ზეთში.

ცალკე წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში .

ხახვი და სოკო შევურიოთ ერთმანეთს.,მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა.

 

ფქვილი,საფუარი შევურიოთ ერთმანეთს,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ.ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 20  წუთის შუალედით.

ცომი დავყოთ გუნდებად,გავაბრტყელოთ გრძლად,შუაგულში მოვათავსოთ დაახლოებით 25-30 გრ.სოკოს ფარში  და გვერდები მოვუკრათ.

გახურებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ ღვეზელები ორივე მხრიდან.

 

 რჩევა:

ღვეზელის შიგთავსისათვის შეგვიძლია სოკოს დავუმატოთ ყველი ან  მოხარშული ბრინჯი.

ინგრედიენტები:

ფქვილი 500 კგ

საფუარი 5 გრ

წყალი 200 მლ

საქონლის რბილი ხორცი 700 გრ

ხახვი 1 თავი

ბრინჯი 50 გრ

მარილი,პილპილი გემოვნებით

2-2 გრ ხმელი ქინძი და უცხო სუნელი

 

ბრინჯი მოვხარშოთ

საქონლის ხორცი კარგად მოვხარშოთ და გავატაროთ ხორცსაკეპში.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში .

ბრინჯი,ხახვი,სუნელები,მარილი,წიწაკა შევურიოთ ფარშს.

 

ფქვილი,საფუარი შევურიოთ ერთმანეთს,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ.ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 20  წუთის შუალედით.

ცომი დავყოთ გუნდებად,გავაბრტყელოთ გრძლად,შუაგულში მოვათავსოთ დაახლოებით 25-30 გრ.შეკაზმული ფარში  და გვერდები მოვუკრათ.

გახურებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ ღვეზელები ორივე მხრიდან.

 

 

ინგრედიენტები:

1 თავი ხახვი
300 გრ სოკო
2 ჭიქა ბრინჯი
50 გრ თეთრი ღვინო
შავი პილპილი
მარილი
პარმეზანი
კარაქი

 ქვაბში ჩავყაროთ  ხახვი და  კარაქში  მოვშუშოთ.მოსუსულ ხახვს , ჯერ სოკო დავუმატოთ,შემდეგ  ბრინჯი , ღვინო დავასხათ და კარგად ამოურიოთ .

ქვაბში ბრინჯს  დავასხათ  წყალი ან მასში  გახსნილი სოკოს ბულიონი , შევაზაოთ პილპილით და მარილით.ბოლოს მოვაყაროთ პარმეზანი  და ავურიოთ  .