Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Saturday, 18 November 2017 04:07

ჩაქინძული

ინგრედიენტები:

1 კგ ქათმის ფილე

400 გრ.ხახვი

200 გრ წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

15 გრ.ნიორი

30 გრ.ნედლი ქინძი

200 მლ  თეთრი ღვინო

120 მლ ზეთი შესაწვავად

აჯიკა და მარილი გემოვნებით

 

ქათმის ფილე 1 სმ-ის სისქის გრძელ ნაჭრებად დავჭრათ .

 

წვრილად , გრძლად დავჭრათ  ბულგარული და ხახვი.

 

ღრმა ქვაბში შევწვათ ფილეს ნაჭრები.იგივე ცხიმში შევწვათ ჯერ ხახვი,შემდეგ ბულგარული და ნიორი

 

ავიღოთ ტაფა და ფენა-ფენა ,შემდეგი თანმიმდევრობით , ხორცი,ხახვი,ბულგარული,ნიორი დავალაგოთ.

ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი მოვასხათ ღვინოში გახსნილი აჯიკა,დავუმტოთ ხმელი ქინძი,

დავახუროთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ ალკოჰოლის აორთქლებამდე.

 

კერძი გადმოვიტანოთ კეცზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D1482686561817110%26id%3D747144492037991&width=500" width="500" height="310" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>

 

 

ინგრედიენტები:

5 ცალი მწყერი

100 მლ ზეთი

50 გრ.კარაქი

მარილი გემოვნებით

აჯიკა სურვილისამებრ

 

გასუფთავებული მწერი გავრეცხოთ,გავაშროთ,მოვაყაროთ მარილი  და წავუსვათ აჯიკა(სურვილისამებრ).

 

გავაცხელოთ ტაფა,დავასხათ ზეთი,დავაწყოთ მწყერი.

 

თითოეულ მწყერს დავადოთ 10 გრ.კარაქი და შევწვათ ორივე მხრიდან.

 

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D1486576101428156%26id%3D747144492037991&width=500" width="500" height="281" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>

 

ინგრედიენტები:

500 -550 გრ.ფქვილი

1 ჭიქა რძე

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

2 ს.კოვზი ზეთი

 

შიგთავსისათვის:

500 გრ.სულგუნის ყველი

50 გრ.კარაქი

 

სოუსისათვის:

200 გრ არაჟანი

1 ჩ.კოვზი აჯიკა

 

რძეში ავთქვიფოთ კვერცხი.ფქვილს მოვაყაროთ მარილი და

ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ელასტიური,რბილი ცომი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ.

 

სულგუნი გავხეხოთ,ხელით შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

და მოვამზადოთ პატარა ყველი ბურთები.

 

ცომი გავაბრტყელოთ,ჭიქით გამოვჭრათ რგოლები.ჩავდოთ ყველის ბურთულები,მოვუკრათ პირი

ხელით გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა,როგორც სურათზეა ნაჩვენები.

 

ვარენიკები მოვხარშოთ მარილიან წყალში.ზემოდან მოვასხათ გაზზე გამდნარი კარაქი.

 

არაჟანსს შევურიოთ აჯიკა.

მივირთვათ ვარენიკები ცხარე არაჟნის სოუსთან ერთად.

შესაძლებელია მოაყაროთ მარტო შავი დაფქული წიწაკა და მოასხათ ზეთი.

Published in ქართული

ინგრედიენტები:

500 -550 გრ.ფქვილი

1 ჭიქა რძე

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

2 ს.კოვზი ზეთი

 

შიგთავსისათვის:

500 გრ.სულგუნის ყველი

50 გრ.კარაქი

 

სოუსისათვის:

200 გრ არაჟანი

1 ჩ.კოვზი აჯიკა

 

რძეში ავთქვიფოთ კვერცხი.ფქვილს მოვაყაროთ მარილი და

ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ელასტიური,რბილი ცომი.

ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ.

 

სულგუნი გავხეხოთ,ხელით შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

და მოვამზადოთ პატარა ყველი ბურთები.

 

ცომი გავაბრტყელოთ,ჭიქით გამოვჭრათ რგოლები.ჩავდოთ ყველის ბურთულები,მოვუკრათ პირი

ხელით გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა,როგორც სურათზეა ნაჩვენები.

 

ვარენიკები მოვხარშოთ მარილიან წყალში.ზემოდან მოვასხათ გაზზე გამდნარი კარაქი.

 

 

არაჟანს სევურიოთ აჯიკა.

მივირთვათ ვარენიკები ცხარე არაჟნის სოუსთან ერთად

 

 

ინგრედიენტები;

1 კგ.ძროხის ხორცი

5 თავი ხახვი

30 გრ.კარაქი

150 გრ.მშრალი წითელი ღვინო

5 სუფრის კოვზი პამიდვრის წვენი 

400 გრ.პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

2.ჩ.კოვზი  ხმელი ქინძი

2 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი 

1 ს.კოვზი ყვითელი ყვავილი

აჯიკა/გემოვნებით

80 გრ.გატარებული ნიგოზი

მცენარეული ზეთი

 

ძროხის ხორცი დავჭრათ მოგრძო პატარა ნაჭრებად.მოვასხათ ზეთი,მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა და 1 საათი გავაჩეროთ.

 გახურებულ ტაფაზე   ძროხის ხორცის ნაჭრები  ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დაშორებით დავალაგოთ და შევწვათ ორივე მხრიდან.

ცალკე ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში კუბებად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ.

ხახვს მოვასხათ ღვინო და ტაფაზე გადავიტანოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები.

ცეცხლს დავუწიოთ ,ღვინის სუნის გაქრობას დაველოდოთ .კერძს დავუმატოთ პამიდვრის წვენი და გახეხილი პამიდორი.

კერძი დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი მოვშუშოთ და შემდეგ დავუმატოთ სუნელები,მარილი,აჯიკა .ხარჩოს  სულ ბოლოს კი დავამატოთ გატარებული ნიგოზი.კერძი გასქელდება.

ხარშოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახურში,ცეცხლზე 1 წუთი გავაჩეროთ და გადმოვდგათ.