Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

კრემები

კრემები (1)

ინგრედიენტები:

კრემი პატისიერი

250 გრ.ნაღების კარაქი

 

ან 300 გრ.კრემი პატისიერი

100 გრ.ნაღები

 

 მოვამზადოთ კრემი პატისიერი.

500 მლ.რძე

2 კვერცხის გული

6 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი

10 გრ.შაქრიანი ვანილი ,მწიკვი მარილი

60 გრ.ნაღების კარაქი

ავადუღოთ რძე.

 

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი  შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ფქვილი,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

 

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ   რძეში.

 

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

 

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და  ცხელშივე ჩავაგდოთ 60 გრ.ნაღების კარაქი.

 

კრემს გადავაფაროთ მჭიდროდ თავზე კულინარიული პარკი და კარგად გავაციოთ.

 

ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე და  კრემი თითო თითო კოვზით შევათქვიფოთ.

ან ცაკლე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ულუფობით კრემ პატისიერს.

 

რჩევა: კრემში არ გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი.თუ არ გვაქვს სიმინდის სახამებელი,მაშინ

იგი შევცვალოთ პურის ფქვილით.

 

 

კრემი მუსლინი ჟელატინით;

 

კრემი მუსლინი ნაღების კარაქზე დამზადებული

15 გრ ჟელატინი(1,5 ს.კოვზი)

50 მლ.გადადუღებული წყალი

 

 მოვამზადოთ კრემი მუსლინი.

 

ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15-20წუთი გავაჩეროთ .

 

დამბალი ჟელატინი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და მიქსერით შევურიოთ კრემს.