Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

საცივი-გამოცდილი შეფ- მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(15 votes)

 

 

 

ინგრედიენტები:

1 ცალი ინდაური

700 გრ.ნიგოზი

2 თავი ხახვი

2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

2 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 ჩაის კოვზი ზაფრანა(ყვითელი ყვავილი)

დანის წვერით  დარიჩინი

4-5 კბილი ნიორი

1 დაფნის ფოთოლი

ძმარი

წითელი დაფქული წიწაკა,მარილი გემოვნებით

 

ინდაური მოვხარშოთ და მოვაყაროთ მარილი.

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ინდაურის ნახარშის თავზე მომდგარ ცხიმში.ხახვს მოხრაკვის დროს მოვაყაროთ მარილი.

ცალკე თასში მოვათავსოთ გატარებული ნიგოზი,ნიორი  , სუნელები,კარგად შევურიოთ , გამოვხადოთ ზეთი და მოვათავსოთ ცალკე ჭიქაში.

ნიგოზს დავასხათ ინდაურის ნახარში,შევურიოთ ხახვი .

ნიგვზის  მასა დავდგათ ცეცხლზე,დავუმატოთ დაფნის ფოთოლი,წამოვადუღოთ.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,ჩავალაგოთ ინდაურის ხორცის დაჭრილი ნაჭრები,ისევ წამოვადუღოთ. დავუმატოთ დარიჩინი,წიწაკა სურვილისამებრ.

გაციებულ საცივს ჩავამატოთ ძმარი გემოვნებით.