Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

როგორ შევღებოთ კვერცხი ენდროთი

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(8 votes)

წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი ყველაზე საყვარელი დრესასწაულია მართმადიდებელთათვის.

 

საჭირო მასალები და ხელსაწყოები:

კვერცხი 20 ცალი

2 შეკვრა ენდრო

წყალი 5 -7 ლიტრა

4-5 ხახვის გარეთა ფურცლები , მარილი

ჭურჭელი ,რაშიც ვხარშავთ

 

 

კვერცხის მომზადება

 

სასურველია,რომ კვერცხი იყოს მუქი ფერის ან სოფლის.მუქი ფერის კვერცხს საღებავი უკეთესად  ეკიდება.

შეღებვისას კვერცხი რომ არ დაგვისკდეს, რამდენიმე საათით ადრე  გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

შეღებვის წინ 10-15 წუთი კვერცხი ჩავდოთ თბილ წყალში.ამ პროცედურის გამოყენებით,საღებავი თანაბრად გადანაწილდება კვერცხის ზედაპირზე.

 

საღებავის მომზადება

 

ენდრო კარგად გავრეცხოთ,დავჩეჩქვოთ ან დავაბლენდეროთ.თუ დაჩეჩქვა არ შეგვიძლია,მაშინ დავტეხოთ.

დამუშავებული ენდრო გამოვკრათ მარლაში ან ქალის კაპრონის წინდაში.

ჭურჭელში ჩავასხათ წყალი ,მარლაში შეხვეული ენდრო ჩავდოთ,ხახვის ფურცლები ჩავყაროთ.

თუ ენდროს ხარისხSი დარწმუნებულები ვართ,მაშინ ხახვის ფურცლების დამატება არ არის საჭირო.

 

კვერცხის შეღებვის წესი

ხუთშაბათს საღამოს ზემოთ აღნიშნული მეთოდით მომზადებული საღებავიანი ჭურჭელი შემოვდგათ ცეცხლზე და 20-25 წუთი ვადუღოთ.

საღებავის  გაციებას  დაველოდოთ  და კვერცხები წითელ პასასკევს მზის ჩასვლამდე შევღებოთ .

საღებავს დავუმატოთ მარილი,ძმარი,ჩავაწყოთ კვერცხები (წყალი ბოლომდე უნდა ფარავდეს).

ვადუღოთ კვერცხები  დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთი.კვერცხის ხარისხიანად შესაღებად ენდროს რაოდენობა გავზარდოთ,ხარშვის დრო კი შევამციროთ.

კვერცხი ადვილად რომ გავფცქვნათ ,შეღებელი  20 წუთი მოვათავსოთ ცივ წყალში .

გაგრილებული კვერცხები გავაცივოთ,გავამშრალოთ  და ზემოდან გადავუსვათ ზეთიანი ნაჭერი.