Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ბაჟე - ყველაზე გემრიელი ქართული კერძი

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(6 votes)

ინგრედიენტები:

1 ქათამი

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

1 ს.კოვზი ბროწეულის წვენი ან ლიმონის წვენი (  თეთრი ძმარი)

წყალი  ან ბულიონი - იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

გასუფთავებულ ქათამს მოვაყაროთ მარილი და ღუმელში შევწვათ.

შესაძლებელია, ქათამი მოიხარშოს.ნახარში გადავწუროთ და შევინახოთ კერძის მოსამზადებლად.

 

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

 

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ მინანქრის  ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,

ლიმონის  ან  ბროწეულის წვენი და ღონივრად ვზილოთ ხელისგულით თასის ფსკერზე დაახლოებით 20 წუთი.

 

საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

 

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს ამზადებს ცხელი წყლით ან ბულიონით.

იმერეთში (ზემო იმერეთი)  ბაჟეს სუნელებს საერთოდ არ უმატებენ და არის თეთრი ფერის,გურიაში,სამაგრელოში  და იმერეთის 

ზოგიერთ  რეგიონში უმატებენ  მხოლოდ ყვითელ ყვავილს.ჩვენ გირჩევთ,ნებისმიერი სანელებლები  ნიორი თქვენი გემოვნებით 

შეამციროთ ან დაამატოთ.

 

შემწვარი ქათამი დავჭრათ,მოვასხათ ბაჟე  და ნიგვზის ზეთი.

 

ბევრი დიასახლისისათვის რთულია ნიგვზისათვის ზეთის გამოხდა,მაშინ ნიგოზი ნიორთან,სუნელებთან ერთად დავაბლენდეროთ.

ზეთი კი შემდეგნაირად  მოვამზადოთ.ტაფაზე დავასხათ ზეთი და ტომატ- პასტა მოვხრაკოთ.განუწყვეტლივ ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას

.ტომატ- პასტა გავწუროთ  და ზეთი მოვასხათ ბაჟეს.