Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ხაჭოს პასკა

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(3 votes)

ინგრედიენტები:

500 გრ.ხაჭო 

150 გრ.არაჟანი

100 გრ. შაქრის პუდრა

2 კვერცხის გული

100 მლ. შედედებული რძე

150 გრ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

60 გრ.ქიშმიში

60 გრ.ფორთოხლისა და ლიმონის ცუკატი

ნიგოზი ცოტა

მწიკვი მარილი.

 მიხაკი,მუსკატის კაკალი,ილი დაფქული დანის წვერით

 

1.ხაჭო გავატაროთ მეტალის  საცერში.

2.მიქსერით გოგლი მოგლი მოვამზადოთ,თანმიმდევრობით შევათქვიფოთ კარაქი,არაჟანი და შედეებული რძე.

3.მიღებულ მასა დავასხათ ხაჭოს ,დავაბლენდეროთ,დავუმატოთ ქიშმიში,ნიგოზიჩვენთვის სასურველი ცუკატი.

4.პასკა გადავიტანოთ ფორმაში და მოვრთოთ ჩვენი გემოვნებით.

თუ ფორმა არ გვაქვს ,ავიღოთ არაჟნის ან მაიონეზის 500 გრ პლასტიკის ქილები.ძირში გავუკეთოთ ფართე ზომის 5-6 ჭრილი.ჭრილის ამოჭრა აუცილებელია,რომ  სითხე გარეთ გამოვიდეს.

ფორმა დავდოთ ღრმა თეფშზე ,შიგ  ჩავაფინოთ 2-3 ფენად მარლა,ჩავდოთ პასკა მოვუკრათ თავი,ზემოდან სიმძიმე  მოვათავსოთ.დროდადრო ამ სითხეს ვღვრით.

პასკა მაცივარში შევდოთ დაახლოებით 12-15 საათი.შემდეგ ზემოდან მარლას გადავხსნით,დავაფარებთ თეფშს,ამოვაბრუნებთ და ამის შემდეგ მოვხსნით ფორმას , მარლას.