Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ჩაქაფული-ქართული საგაზაფხულო კერძი

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(5 votes)

ინგრედიენტები:

2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა 

2 ცალი მწვანე წიწაკა

 

ბატკნის ხორცი დავჭრათ .

მწვანილები ,მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ და ერთმანეთში შევურიოთ.

ქვაბში ჩავასხათ წყალი ( ძირზე ხორცი რომ არ მიიწვას) და  ხორცი მწვანილთან ერთად  ფენა-ფენა ჩავაწყოთ.ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი,წიწაკა .ზემოდან  მოვასხათ ღვინო.ქვაბს თავი

დავახუროთ და წამოდუღებისთანავე

ცეცხლს დავუწიოთ.ხორცი ნახევარზე მეტად რომ მოიხარშება ,დავაყაროთ ტყემალი.

როცა კერძი მზად იქნება,ხის კოვზით მთელი მასა ჩავკეპოთ,ცეცხლს დავუწიოთ და კიდევ რამდენივე წუთი ვადუღოთ.