Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ტორტი პრაღა

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(2 votes)

ინგრედიენტები:

ბისკვიტი:


150 გრ.შაქარი 
115 გრ ფქვილი
25 გრ.კაკაო 
40 გრ  კარაქი 
6 კვერცხი

გამაფხვიერებელი ან სოდა საჭირო არ არის 


კრემი:
დარბილებული კარაქი 200 გ
კვერცხის გული 1
შესქელებული რძე 120 გ
წყალი 20 მლ
კაკაო 10 გ
ვანილიანი შაქარი 1 პაკეტი
გარგრის ჯემი 60 გ
მინანქარი:
შავი შოკოლადი 80 გ
კარაქი 80 გ

მინანქარი:

80 გრ.შოკოლადი

80 გრ.კარაქი

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და კაკაო .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 75 გრ,შაქარი).

კვერცხის გულებისა და 75 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე პორციობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი კაკაოსთან ერთად. 

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

კრემის მომზადება:

კვერცხის გული,შესქელებული რძე,წყალი შევურიოთ ,დაბალ ცეცხლზე დავდგათ,ვურიოთ განუწყვეტლივ შესქელებამდე.

ავთქვიფოთ კარაქი თეთრ ფუმფულა მასად.შევათქვიფოთ მოხარშულლი კრემი და კაკაო.დავუმატოთ ვანილიანი შაქარი.

ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად.პირველ ორს წავუსვათ კრემი,მესამეს და გვერდებს კი გარგლის ჯემი(სასურველია,რომ ჯემი გავატაროთ საცერში,რომ ხილის მარცვლები შესამჩნევი არ იყოს).

ზემოდან მოვასხათ მინანქარი ( ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და კარაქი).