Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

იტალიური პიცა პეპერონი შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(0 votes)

\"\"

ინგრედიენტები:

 

800-900 გრ გაცრილი ფქვილი

1ჩ.კოვზი საფუარი

1ჩ.კოვზი მარილი

5 გრ.შაქარი

30-40 გრ.ზეთი

თბილი წყალი

 

თასში მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ,ავაფხვიეროთ, ზეთი მოვასხათ და თბილ წყალში მაგარი ცომი მოვზილოთ.

 

ცომს ზემოდან ზეთიანი ხელი გადავუსვათ.თასს ტილო გადავაფაროთ და ცომი 15-20 წუთი სითბოში დავაყოვნოთ.

 

ამოსული ცომი გადავზილოთ და 150 გრამიან გუნდებად დავყოთ

 

ინგრედიენტები პიცა პეპერონისათვის:

150 გრ.პიცის ცომი

ძეხვი პეპერონი(იყიდება სუპერმარკეტებში)

7 გრ.წითელი ხახვი

150 გრ,მოცარელა ან ნაკლებ მარილიანი სულგუნი

40 გრ.პომიდვრის სოუსი

ორეგანო

მწარე წიწაკა

 

ცომი გავაბრტყელოთ,პომიდვრის სოუსი წავუსვათ, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოვაყაროთ,პეპერონი სურვილისამებრ დავალაგოთ,

მსხვილ სახეხზე გახეხილი სულგუნი,მწარე წიწაკა,ორეგანო მოვაყაროთ  და წინასწარ გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე გამოვაცხოთ.

 

რჩევა:

ამ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ პიცა მარგარიტა,ფუნგი,კაპრიჩიოზა,კვადრო.იგი  მაცივარში 3-4 დღე ინახება.