Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

მარწყვის ბლინები შოკოლადით

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(0 votes)

ინგრედიენტები:

 

500 მლ.რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

1 კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი

მწიკვი მარილი

8-10 ცალი მარწყვი

1 ფილა შავი შოკოლადი

1 ს.კოვზი შაქრის პუდრა

 

 კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი.

მიღებული მასა გავათხელოთ დარჩენილი რძით და დავუმატოთ ცეცხლზე გამდნარი კარაქი.

თხევადი ცომი გავაჩეროთ 25 წუთი.

 

ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე   ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,

შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და  ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

 

მარწყვი დავჭრათ.შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.

 

ბლინები სამკუთხედად გადავკეცოთ,მოვაწუწოთ შოკოლადი,მოვრთოთ დაჭრილი მარწყვით,მოვაყაროთ შაქრის პუდრა.