Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

მწვანე პამიდვრის მწნილი

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(0 votes)

ინგრედიენტები

3 კგ მწვანე პამიდორი

500-600  გრ.ნიახური

500-600 გრ.ოხრახურში

200 გრ.კამა

100-120  გრ.ნიორი

10  დაფნის ფოთოლი

 წითელი წიწაკა გემოვნებით

3 ლ.წყალი

180 გრ.მარილი გემოვნებით

1,5 ჩ.კოვზი შაქარი

 

მკვახე პამიდორი ჩავჭრათ შუაში.

 

მწვანილები გავრეცხოთ,დავჭრათ ფოთლები და ღეროები შევინახოთ.

 

მწვანილის ფოთლები ნიორთან ერთად გადავანაწილოთ პამიდვრის ჩაჭრილ გულში.

 

მინის ქილებში ერთ ფენად ჩავაწყოთ პამიდვრები,დავაყაროთ მწვანილის ღეროები,ნიორი,დაფნის ფოთოლი,წიწაკა.

ასეთი თანმიმდევრობით ჩავაწყოთ რამდენიმე ფენა.

 

ავადუღოთ მარილიანი წყალი( 1 ლიტრა წყალს დავუმატოთ 1 ჩ.კოვზი შაქარი და 60 გრ.მარილი),გავაგრილოთ,

დავასხათ პამიდვრებს ისე,რომ დავფაროთ და მოვხუფოთ.