Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

შემწვარი ცხვრის ხორცი თბილისურად

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(0 votes)

 რეცეპტის ავტორია რუსეთში მოღვაწე მზარეული ალექსანდრე შველიძე

ინგრედიენტები:

500 გრ.ცხვრის ხორცი

500 გრ.ქამა სოკო

1 კგ.პამიდორი

300 გრ სულგუნი

1 წითელი ბულგარული

1 კონა ქინძი

1 კონა ოხრახურში

ნახ კონა რეჰანი

1 დიდი ზომის ხახვი

1-2 კბილი ნიორი

ნიახურის ღეროები

ზეთი შესაწვავად

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

გარეცხილი ცხვრის ხორცი და სოკო დავჭრათ.

 

გახურებულ ტაფასზე დავასხათ ზეთი,დავაწყოთ ხორცი,სოკოს ნაჭრები,დავახუროთ 

თავსახური და საშუალო ცეცხლზე შევწვათ.დროდადრო ამოურიოთ.

 

ბულკარული და ხახვი გრძლად ,.ნიორი  კი წვრილად დავჭრათ.

მეორე ტაფაც გავახუროთ ,მოვასხათ ზეთი და ერთდროულად ჩავთუშოთ ხახვი,ბულგარული და ნიორი.

როგორც კი მოითუშება  დავაწყოთ ზემოდან ცხვრის ხორცი და სოკო.შევეცადოთ წვენი არ შევურიოთ.

ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.კერძი შევაზავოთ სვანური მარილით,მარილითა

და ყვითელი ყვავილით.

 

კეცზე ირგვლივ მოვაწყოთ ალყა-ალყა დაჭრილი პამიდორი,შუაში ჩავდოთ კერძი,მოვაყაროთ ზემოდან

გახეხილი სულგუნი,გავაფორმოთ ბულგარული წიწაკით და 250 გრადუსზე 10 წუთი შევწვათ წინასწარ

გახურებულ ღუმელში

 

 

 

 

 

 

 

წყარო :იუთყბი,გადაცემა республика вкуса,2014 წელი