Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ხაჭაპური თბილისურად შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(2 votes)

 

 

ინგრედიენტები ცომისათვის:

1/2 ლ. მაწონი

1 ჩ.კოვზი სოდა

1 კილო ფქვილი

250 გრ.მარგარინი ან კარაქი

5 კვერცხი

1 კგ.ყველი

1 ჩ.კოვზი მარილი ცომისათვის

თასში ჩავყაროთ ფქვილი,ჩავახეხოთ მარგარინი,ავაფხვიეროთ ,შუაში გავაკეთოთ ორმო.

მაწონში გავხსნათ სოდა.

მაწონი  ფქვილის  ორმოში ჩავასხათ, მარილი,3 მთლიანი კვერცხი, 2 კვერცხის ცილა დავუმატოთ და  ცომი მოვზილოთ.

ცომი 3 ნაწილად გავყოთ, გუნდები გავაკეთოთ და ცოტა ხნით დავასვენოთ.

ყველი გავხეხოთ, 3 ნაწილად გავყოთ და გავაკეთოთ  გუნდები.

 გუნდა ავიღოთ,მრგვლად გავაბრტყელოთ, შუაში ყველის გუნდა ჩავდოთ , თავი მოვუკრათ,გავაბრტყელოთ, გამოსაცხობ ფირფიტაზე დავდოთ, კვერცხის გული გახსნილი ცოტაოდენ წყალში გადავუსვათ, დავჩხვლიტოთ ,250 გრადუსზე გამოვაცხოთ.