Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

სადღესასწაულო იხვი შეფ- მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(3 votes)

ინგრედიენტები:

იხვი

4-5 კბილი ნიორი

1 ცალი ვაშლი

1 ცალი მანდარინი

როზმარინი

ქონდარი

შავი პილპილი

1 ჩ.კოვზი გახეხილი ჯინჯერი

ზეითუნის ზეთი

2 სუფრის კოვზი თაფლი

2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი

გარეცხილ და გამშრალებულ იხვს წაუსვით ფორთოხლის ახლადგამოწურული  წვენი,ქერქებთან ერთად დატოვეთ რამოდენიმე საათი(უმჯობესია, თუ ამას  წინა საღამოს გააკეთებთ0

როზმარინი,ქონდარი,2 ჩ.კოვზი გახეხილი ჯინჯერი.ნიორი ერთად დავნაყოთ ,შევურიოთ მარილი ,ზეითუნის ზეთი,შავი პილპილი და იხვს  კარგად შევაზილოთ .

იხვი გამოვტენოთ დაჭრილი ვაშლითა და მანდარინით,გავახვიოთ ფოლგაში და შევდგათ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში .შეწვამდე რამოდენიმე წუთით ადრე გამოვიროთ

გაზქურიდან,ამოვიღოთ ფოლგიდან,წავუსვათ თაფლისა და სოიოს ნარევი , ისევ დავაბრუნოთ გაზქურაში.ასე გავიმეოროთ 2-ჯერ,სანამ იხვი ოქროსფერს მიიღებს.