Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

უგემრიელესი ცხარე "სალიანკა" შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(3 votes)

 

ძროხის ხორცი -1 კგ

კარაქი -120გრ

ტომატი - 2 ს.კ

პურის ფქვილი - 1 ს.კ

ნიორი 3-4 კბილი

ქინძი - 1 კონა

ხახვი-4-5 თავი

ხმელი ქინძი- 0,5 ჩაის კოვზი

შავი პილპილი გემოვნებით

 წიწაკა წითელი ჭარბად

მარილი- გემოვნებით

2-4 მჟავე კიტრი

გარეცხილი ძროხის ხორცი დაჭერით  პატარა ზომის  ოთკუთხედ ნაჭრებად . ჩაყარეთ ქვაბში , დაასხით იმდენი წყალი რომ  ფარავდეს, დადგით ნელ ცეცხლზე და მოხარშეთ .ხარშვისას მოხადეთ ქაფი

(თუ წყლის დაშრობამდე არ მოიხარშა, დაუმატეთ წყალი ).როცა ხორცი მოიხარშება და წყალიც ჩაშრება , დაუმატეთ კარაქი ,წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ .

2 სუფრის კოვზი ტომატი , 1 სუფრის კოვზი პურის   ფქვილი  გახსენით ცოტაოდენ წყალში  და შეურიეთ მოშუშულ ხორცს, თან შეავსეთ წყლით სასურველ სისქემდე (კერძი ძალიან თხელი არ უნდა

იყოს ).წამოდუღებისთანავე ჩაყარეთ შიგ წვრილად დაჭრილი ნიორი ,ქინძი ."სალიანკა"შეაზავეთ ხმელი ქინძით , მარილი და შავი წიწაკით.კერძს გემოვნებით დაუმატეთ წითელი წიწაკა ,.დაფნის

ფოთოლი.ადუღეთ 5-6 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ კარტოფილის პიურესთან , შემწვარ კარტოფილთან , მოხარშულ მაკარონთან ან ვერმიშელთან ერთად.

სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი.