Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ნიგვზიანი ხარჩო შეფ-მზარეულის ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(3 votes)

ძროხის ან ღორის ხორცი 1 კგ.

3-4 თავი ხახვი

 150-200 გრ ნიგოზი

4-5 კბილი ნიორი

1 ს.კოვზი მჭადის ფქვილი

1 ჩ.კ უცხო სუნელი

1 ჩ.კ ხმელი ქინძი

1 ჩ.კ ზაფრანა

დაფნის ფოთოლი

2 ღერი ნედლი ქინძი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ხორცი გავრეცხოთ,დავჭრათ წვრილ ნაჭრებად,მოვათავსოთ ქვაბში,დავასხათ მცირეოდენი წყალი და მოვხარშოთ.(თუ ხორცი წყლის დაშრობამდე არ მოიხარშა ,შეგვიძლია  წყლის დამატება).

ხორცს,წყალი რომ ჩაშრება,დავუმატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი,მოვშუშოთ,შემდეგ ჩავამატოთ ტომატ-პასტა და გავაგრძელოთ მოშუშვა.

ტაფაზე მოვშუშოთ მჭადის ფქვილი.

ხორცსაკებში გავატაროთ ნიგოზი,დავიმატოთ სუნელები.ნიგოზი სუნელებთან ერთად გავხსნათ წყალში,ისე რომ მივიღოთ არაჟნის კონსისტენცია.დავამატოთ მჭადის ფქვილი,დაფნის

ფოთოლი, შევაზავოთ წიწაკით,მარილით.

ხორცს დავასხათ ნიგვზიანი ნაზავი,წამოვადუღოთ და იქვე გადმოვდგათ ცეცხლიდან.მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.