Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

ხბოს ან ძროხის ხორცის ჩახოხბილი-შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

  • font size decrease font size increase font size
  • Print
  • გააზიარე სოციალურ ქსელებში!

    some_text
Rate this item
(1 Vote)

ინგრედიენტები:

1 კგ ძროხის ან ხბოს ხორცი

5-6 ცალი ხახვი

6-7 ცალი პამიდორი

1 კონა რეჰანი

1 კონა ქინძი

4-5 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ხორცი დავჭრათ,გავრეცხოთ ცივ წყალში,მოვთუშოთ თავისივე წვენში.წვენი რომ ამოშრება,ხორცი გავსინჯოთ,თუ მოუხარშავია, დავუმატოთ ცხელი წყალი და გავაგრძელოთ ხარშვა.

ხორცს დავაყაროთ ალყა -ალყა დაჭრილი ხახვი,თუ ნაკლებად ცხიმიანია შეგვიძლია დავუმატოთ კარაქი,გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი პამიდორი ან ადუღებულ წყალში გახსნილი ტომატ-

პასტა.ხარშვის დამთავრებისას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი,მწვანილი,მარილი და წიწაკა გემოვნებით.ჩახოხბილი ვადუღოთ 3-4 წუთი და ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან.