Assign modules on offcanvas module position to make them visible in the sidebar.

ხელოვანთა და ოსტატთა ყველაზე ფართომაშტაბიანი უფასო სარეკლამო გვერდი

Monday, 16 July 2018 04:13

ალუბლის განაში

Written by

ინგრედიენტები:

70 გრ.ალუბლის პიურე

100 გრ.შავი შოკოლადი

26% 50 მლ.ნაღები

15 გრ.კარაქი

ნახ. ს.კოვზი შაქრის პუდრა სურვილისამებრ

 

 

70 გრ.ალუბლის პიურეს მისაღებად უნდა ავიღოთ 120 გრ.ალუბალი.

 

ალუბალი დავკურკოთ და დავაბლენდეროთ.

 

პიურე გავატაროთ საცერში.მივიღებთ ძალიან თხელ მასას.

 

ნაღები მივიყვანოთ ადურებამდე,მაგრამ არ ავადუღოთ.

 

ცხელ ნაღებში ჩავდოთ კუბებად დაჭრილი კარაქი,კარგად მოვურიოთ და 

დავასხათ შოკოლადს.მოვურიოთ კარგად და შევურიოთ ხილის პიურე.

 

რჩევა: თუ გიყვართ ძალიან ტკბილი განაში ,დაუმატეთ შაქრის პუდრა.

 

 შოკოლადის მაკარუნების რეცეპტი იხ.აქ

ინგრედიენტები:

კრემი პატისიერი

250 გრ.ნაღების კარაქი

 

ან 300 გრ.კრემი პატისიერი

100 გრ.ნაღები

 

 მოვამზადოთ კრემი პატისიერი.

500 მლ.რძე

2 კვერცხის გული

6 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი

10 გრ.შაქრიანი ვანილი ,მწიკვი მარილი

60 გრ.ნაღების კარაქი

ავადუღოთ რძე.

 

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი  შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ფქვილი,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

 

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ   რძეში.

 

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

 

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და  ცხელშივე ჩავაგდოთ 60 გრ.ნაღების კარაქი.

 

კრემს გადავაფაროთ მჭიდროდ თავზე კულინარიული პარკი და კარგად გავაციოთ.

 

ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე და  კრემი თითო თითო კოვზით შევათქვიფოთ.

ან ცაკლე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ულუფობით კრემ პატისიერს.

 

რჩევა: კრემში არ გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი.თუ არ გვაქვს სიმინდის სახამებელი,მაშინ

იგი შევცვალოთ პურის ფქვილით.

 

 

კრემი მუსლინი ჟელატინით;

 

კრემი მუსლინი ნაღების კარაქზე დამზადებული

15 გრ ჟელატინი(1,5 ს.კოვზი)

50 მლ.გადადუღებული წყალი

 

 მოვამზადოთ კრემი მუსლინი.

 

ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15-20წუთი გავაჩეროთ .

 

დამბალი ჟელატინი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და მიქსერით შევურიოთ კრემს.

 

 

Page 1 of 3