იხვზე ნადირობა

იხვებზე ნადირობენ როგორც შემოდგომაზე,ისე გაზაფხულზე. საშემოდგომო ნადირობი სერთ-ერთი სახეობაა ცივი ნადირობა. ის ზაფხულის ბოლოდან იწყება, როდესაც ჭუჭულები უკვე წამოიზარდნენ, მაგრამ იშვიათად გადაფრინდებიან. განსაკუთრებით  . ამ მხრივ,საუკეთეს ოჯიში სპანიელია. ის ძალიან აზარტულია და ხშირად თავად მიცურავს ისეთი ადგილებისკენ ,სადაც ჭუჭულები არიან. 

იხვზე ნადირობა გაზაფხულზეც ძალიან საინტერესოა, როცა იხვები ახალი დაბრუნებულები არიან „მოგზაურობიდან“.  ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი მეთოდი ე.წ. სატყუარა იხვით ნადირობაა. სატყუარა იხვი ხელოვნური ან უბრალოდ, შინაური იხვია, რომელთაც მონადირეები გარკვეულ ადგილზე სვამენ. ცოტა ხსნის შემდეგ მის გასაცნობად სხვა იხვები მოფრინდებიან, რის შემდეგაც მხოლოდ წარმატებული გასროლაღა გვჭირდება.

შემოდგომაზე იხვზე ნადირობა დილით ადრე გამთენიისას და საღამოსაა შესაძლებელი. დღის სხვამონაკვეთში იხვები კარგად იმახსოვრებენ ადგილს და ტოვებენ მას. მონადირემ უნდა გაითვალი სწინოს ისიც, რომ თავიდან,ე.წ. დაზვერვაზე მხოლოდ 1-2 იხვი მიფრინავს. მათთვის სროლა არ შეიძლება – ეს ნადირობას ჩაშლის. ამიტომაც იხვების შემდეგ ნაკადს უნდა დაელოდოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტახზე ნადირობა

ტახი ნადირობის ძალიან პოპულარული ობიექტია. ტახზე სანადირო პერიოდად შემოდგომა ითვლება. ამ დროს ეს ცხოველი მინდვრებზ ესაკვების მოსაპოვებლად გამოდის. ეს პერიოდი ძალიან წარმატებულია ნადირობისთვის და ჩასაფრებისთვის.  ჩასაფრებახდებ ატახის ბილიკებთან ახლოს ანუ იმ ადგილებთან, სადაც ის ნადირობს. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ტახი საჭმელად მზის ჩასვლიდან 15 წუთში გამოდის. უკვე სექტემბრის შუა რიცხვებისთვის,ცხოველი საკვების მოსაპოვებლად სრულ სიბნელეს ირჩევს.

ოფიციალურად, ტახზე ნადირობის სეზონი ყველა რეგიონში,კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე,განსხვავებულია. 

ტახის იძლევა ტყავს, ხორცსა და ბაწარს. ამ ცხოველზე ნადირობის მთავარი უპირატესობა კარგი ჩასაფრებაა. მისი დაჭერა შესაძლებელია ისეთ ადგილებში, სადაც ცუდი მხედველობის არეალია. ტახი მონადირესთან მიახლოებისას შესაძლოა ძალიან არაადეკვატურად მოიქცეს – პირდაპირ გაჭრას ჩასაფრებული მონადირეების ზოლი და მათ თავს დაესხას.

ტახზე წარმატებული ნადირობა ძაღლებით უფრო მარტივია. ძაღლების ყეფა მონადირეს ორიენტაციის უნარს აძლევს ტახის გამოსაჭერად. ეს ყველაზე საინტერესო ნადირობადაც ითვლება. სხვათა შორის, ადრე სპეციალური „სატახე ძაღლები“ გამოჰყავდათ. ისინი ძლიერები და ავები იყვნენ. ახლა ყველაზე კარგ „სატახეებად“ტაქსა, ფოქსტერიერი და ლაიკაითვლებიან.

 

რჩევები კურდღელზე ნადირობისთვის

კურდღელი ძალიან ფრთხილი ცხოველია .დიდი ყურების წყალობით ,ის მომენტალურად იჭერს ნებისმიერ ხმას. მასზე ნადირობის სეზონი,როგორც წესი,ოქტომბერში იწყება ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კურდღლის დაჭერა სურს მონადირეს -თეთრის თუ რუხის.ნებისმიერ შემთხვევაში, მას დიდი მოთმინება მართებს. გამოცდილი მონადირეები ამას გაკვალვასაც უწოდებენ. თქვენი ამოცანაა, იპოვოთ ცხოველი ცინცხალი ნაკვალევით და ამასთანავე, არ შეაშინოთ ის სხვადასხვა ხმით. იმისათვის,რო ნადირობა წარმატებული გამოდგეს, მონადირეს როლის ოსტატი უნდა იყოს, ვინაიდან მას მხოლოდ ერთი ცდა აქვს. თუკი მიზანს ვერ მოახვედრებთ,კურდღელს შეეშინდება დაგაიქცევა. 

ეს, ერთი შეხედვით, უვნებელი ცხოველ იძალიან ჭკვიანი და გაიძვერაა. მას ადვილად შეუძლია კვალის არევა ისე, რომ ყველაზე გამოცდილმა მონადირემაც კი შეიძლება ვერ მიაგნოს. მაგრამ, გამოუცდელი მონადირეც გაარჩევს, რომელ კურდღელს ეკუთვნის კვალი -თეთრს თუ რუხს. რუხს მოგრძო თათი აქვს, ხოლო თეთრს -უფრო დიდი და მრგვალი. გარდა ამისა, ისინი ასევე სხვადასხვა ადგილას იმალებიან. რუხი ფერის კურდღელი ღია სივრცეში წვება, ხოლო თეთრი ძნელად მისაწვდომ ადგილებში იმალება. კურდღლის დაჭერა შესაძლებელია ,თუკი ჯერ მის ნაკვალევს გაარჩევთ, შემდეგ კი, სამალავს მიაგნებთ. ამ ორ სახეობას საერთო თვისება მაინცაქვთ: ისინი თოვლში ღრმად იმალებიან დაზ ედაპირზე პატარა ნაპრალს ტოვენებ ცხვირისთვის. ასე რომ, ფაქტბორივად, სრულიად შეუმჩნეველ ნირჩებიან. 

ნადირობის დაწყებამდე მონადირემ უნდა შეისწავლოს კურდღილს განრიგი. საკუთარი უსაფრთხოებისთვის, კურდღლები ღამით იკვებებიან, ხოლო დღისით სძინავთ დაწინასწარ ხლართავენ საკუთარ ნაკვალევს. ხანდახან ისინი თავიანთ კვალს ერთბაშად რამდენიმე განსხვავებული მიმართულებით ტოვებენ, რათა მონადირე დააბნიონ.ამიტომაც, დროის ფუჭად დაკარგვი სმაგივრად,თქვენ კვალის განშტოებები უნდა იპოვოთ.

და ბოლოს, წარმატებული ნადირობის წინაპირობა იმ ადგილის თავისებურებები სწინასწარი შესწავლაა,სადაც კ ურდღლები ბინადრობენ.

ძაღლი – ნადირობის შეუცვლელი ელემენტი

ყველა მონადირე მიცის, რომ წარმატებული ნადირობისთვის საჭიროა ძაღლი. სანადიროდ ძაღლის წაყვანის ტრადიციას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. არსებობს ძალიან ბევრი ჯიშის მონადირე ძაღლი და ყველა მათგანს სხვადასხვ აფუნქცია აქვს.შესაბამისად, ყველ ამონადირე საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით ირჩევს ძაღლს. მწევარი განსაკუთრებულად ლამაზია და ელეგანტურია, ლაიკა მშრომელი დაერთგული, გონჩის საოცარი სმენა აქვს და თანაც,ისინი დაუღლელებიარიან. დიდი პოპულარობით სარგებლობენ ასევე ე.წ. სოროს ძაღლები დასპორტული ძაღლები.

ყველა ძაღლს უნიკალური ხასიათი აქვს. საკუთარი თავისთვის ასისტენტის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მონადირე ძაღლს უნდა ჰქონდეს სამუშაო თვისებები, რაც დასტურდება დიპლომითა და ექსტერიერით ანუ გარეგნული მახასიათებლებით.  მონადირეს სჭირდება ძაღლი შესანიშნავი რეფლექსებით, რათა მან ასწავლოს,როგორ უნდა მიაგნოს ციყვს, კურდღელს ან თუნდაც, მელას. ძაღლის ქცევა იმდენად დახვეწილი უნდა იყოს, რომ ის თქვენთვის ნამდვილ თანაშემწედ  გამოდგეს და ტვირთად არ დაგაწვეთ. რაც მთავარია, სანადიროდ ძაღლის შეძენამდე  შეისწავლეთ კონკრეტული ჯიშის ყველა ჩვევა და მახასიათებელი, იმის გათვალისწინებით, რომ შინაური ცხოველი თქვენს ტემპერამენტს ესადაგებოდეს.

 

 

როგორ გავხდეთ მონადირე?

ნადირობა შეუჩერებელი ლტოლვაა. ის სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დამახასიათებელი გატაცება გახლავთ – ხელოსნებიდან დაწყებული, აკადემიკოსებითა და მწერლებით დამთავრებული. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ „ნადირობაში“ ფრინველისა თუ ცხოველისაგან ტყავისა და ხორცის მოპოვებას გულისხმობდნენ, თუმცა მისი თანამედროვე აღქმა საგრძნობლად შეიცვალა.

შეიძლება ითქვას, რომ ნადირობა სპორტის სახეობაა. იგი ავითარებს იმავე თვისებებს, რასაც- სპორტი: ამტანობას, დაკვირვებას, რეაქციის სისწრაფეს… მოკლედ, ნადირობა ადამიანს უფრო ჯანმრთელს ხდის.

იმისთვის, რომ გახდეთ მონადირე და არა ბრაკონიერი, უნდაიცოდეთ, რა გჭირდებათ ნადირობისთვის. ნადირობასაქართველოში, პირველყოვლისა, შესაბამისი ლიცენზიის აღებას გულისხმობს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოქმედებს. მისი ფასი არც თუ ისე მაღალია და 10 ლარს შეადგენს. ამით თქვენ შეძლებთ, აგვისტოს ბოლო თვეებიდან მომდევნოწლის მარტის პირველ  რიცხვებამდე ოფიციალური ნებართვით მიჰყოთ ხელი სანადი როპროცესს. გარდა ამისა, მოგიწევთ, გაიფორმოთ სანადირო თოფი, რომელსაც მაღაზიაში შეიძენთ დ ამაღაზიაშივე ჩააბარებთ შესაბამის უსაფრთხოების წესებს (მართვის მოწმობის გამოცდის მსგავსად). ჩვენთან, საქართველოში, ძირითადად, ფრინველებზე ნადირობენ. მტაცებელცხოველებზე ნადირობა, უმეტეს შემთხვევაში, აკრძალულია.

როდესაც ყველა ამ საკითხს მოაგვარებთ, დროა ეკიპირებაზეც იზრუნოთ. ყველაფრის ერთად შეძენაადვილი არარის და არც საჭიროა. უმჯობესია, ყველაფერი წელიწადის დროის შესაბამისად, თანდათა ნშეიძინოთ.

ტანისამოსი. ის ყოველთვის უნდა შეეფერებოდეს სეზონს. სასურველია, მსუბუქი ტანსაცმელი შეარჩიოთ. ზევიდან ჩასაცმელი ტანისამოსი უნდა იყოს წყალგაუმტარი და არ უნდა გიშლიდეთ მოძრაობას, წელს ქვევით კი – ბამბაზიით შეიმოსოთ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ვაზნებისთვის გამოყოფილი სპეციალური ჟილეტი!

ფეხსაცმელი: საზაფხულო ნადირობისთვის რეზინის ფეხსაცმელი უნდა იყოს ელასტიური, რბილი, მსუბუქი და სარჩულის გარეშე. ასეთი ფეხსაცმელი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. უნდა შეიძინოთ შედარებით დიდი ზომის რეზინის ჩექმა, რათა შალის წინდის ჩაცმა შეძლოთ. ზამთარში არ უნდა გამოიყენოთ რეზინის ჩექმა. ზამთარში ის შალის ჩექმით უნდა ჩაანაცვლოთ.

თავსაბურავი. შემოდგომასა და ზაფხულში, მზისგან თვალების დასაცავად, ნებისმიერი კეპიანი ქუდი გამოდგება. ზამთარში კარგია ტყავის გარსის მქონე ყურებიანი ქუდი, რომელიც თოვლს არ მიიკრავს.

გარდა ამისა, ნადირობისთვის მოსამზადებლად მონადირემ გარკვეული ნივთები უნდა იქონიოს. ამ ნივთთა სია პირობითია- საჭიროა კონკრეტული ვითარების და წელიწადის დროის გათვალისწინება, რათა არ დაგავიწყდეთ საჭირო და არ წაიღოთ ზედმეტი. ერთი რამ, რაც ყოველთვის თან უნდა გქონდეთ, აფთიაქის ყუთია. ის დიდ ადგილს არ იკავებს და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოგადგეთ თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფთ.

ზოგადი ინფორმაცია სულ ეს იყო. შემდეგ სტატიებში ნადირობის სხვადასხვა ასპექტზე უფრო დეტალურად მოგითხრობთ. მანამდე კი იღბლიან ნადირობას გისურვებთ!