ლაიმის პეროგი ხრაშუნა ფხვიერი ცომით და დელიკატური გულსართით
ინგრედიენტები :
400 გრ ორცხობილა
40 გრ კარაქი (82%)
400 გრ შედედებული რძე
200 გრ კვერცხი
200 გრ კრემყველი
120 მლ ლაიმის წვენი
ორი ლაიმის ცედრა
მომზადების წესები :
პირველ რიგში მოვამზადოთ გულსართი.
შევურიოთ შედედებული რძე, კვერცხი და ნაღების კრემყველი.
ლაიმის კანი გავხეხოთ ,გავწუროთ. ცედრას დავასხათ წვენი და შემოვდგათ ცეცხლზე, მანამ სანამ სითხე არ აორთქლდება.
ძირითად მასას შევურიოთ ლაიმის ცედრა.
პეროგის ცომის მომზადება:
ორცხობილა დავფშვნათ და შევურიოთ გამდნარი კარაქი,
მოვათავსოთ მასა ტარტის ფორმაში, ჩავტკეპნოთ ძირზე და ამოვიყვანოთ გვერდებზე.
ცომის თასში ჩავასხათ გულსართი.
ჩავრთოთ ღუმელი 170C ტემპერატურაზე.
გამოვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში.
ნამცხვარი მაცივარში გავაჩეროთ 3-4 საათი
შვეიცარიული მერენგა:
2 კვერცხის ცილა
40 გრ შაქარი
40 გრ შაქრის ფხვნილი
წაიკითხეთ შვეიცარული მერენგის მომზადება აქ http://livemaster.ge/12928
ამერიკული ლაიმის პეროგი მოვრთოთ შვეიცარული მერენგათი ,კენკრით ან ჩვენი გემოვნებით.