ჩიაბატა – იტალიური პური ხრაშუნა კანით და დიდი ნასვრეტებით

ინგრედიენტები :

300  მლ ცივი წყალი

500 გრ.ფქვილი

24 გრ.ცოცხალი საფუარი ან 8 გრ.მშრალი საფუარი

50 მლ.ზეითუნის ზეთი ან ზეთის ხილის მარცვლები

იტალიური სუნელების  ნაკრები

12 გრ.მარილი.კლასიკურ რეცეპტს მარილს არ უმატებენ.

მომზადების წესები :

საფუარი გავხსნათ ცივ წყალში.

ფქვილში შევურიოთ მარილი.

მოვზილოთ  თხელი ცომი.

ცომს გადავაფაროთ და დავაცადოთ ამოსვლა.ცომი შეგვიძლია 50 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ ორი საათი.

ამოსული ცომი არ ჩავზილოთ, ფრთხილად გადმოვიტანოთ  ბლომად ფქვილმოყრილ მაგიდაზე და სველი ხელებით დავკეცოთ.

დაკეცილი ცომი ისევ ჩავდოთ თასში,გადავაფაროთ და გავაჩეროთ 20 წუთი.

ცომი კვლავ გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე,არ ჩავზილოთ,ხელის თითების მსუბუქი მოძრაობით მივცეთ ოთხკუთხა ფორმა  და სიგრძეზე  გავყოთ 2 ნაწილად.

ცომის ორივე ნაწილი ერთმანეთისაგან დაშორებით ასევე ფრთხილად გადავიტანოთ ფქვილმოყრილ თუნუქის  ფირფიტაზე, და 230 გრადუსზე გამოვაცხოთ 30-35 წუთი.

რჩევა: კლასიკურ რეცეპტს ზეითუნის ზეთს არ უმატებენ,დაკეცვის მომენტში შეგვიძლია ჩავაყოლოთ დაჭრილი ზეთის ხილის მარცვლები და არომატის მისაცემად შევურიოთ იტალიური სუნელების ნაკრები.